მანავში ხანძრის შედეგად ხუთსულიანი ოჯახი სახლის გარეშე დარჩა

მანავში ხანძრის შედეგად ხუთსულიანი ოჯახი სახლის გარეშე დარჩა

საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში ხანძრის შედეგად მახარობლიშვილების ხუთსულიანი ოჯახი სახლის გარეშე დარჩა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა დიმიტრი საბაშვილმა განუცხადა, ცეცხლი სავარაუდოდ მოძველებული ელექტროსადენებიდან გაჩნდა და სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

"სახლი ძველი მასალით იყო ნაშენები, რის გამოც ხანძარი სწრაფად გავრცელდა და მეხანძრეებმა სახლის გადარჩენა ვერ შეძლეს. ხვალიდან ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის, რის შემდეგაც ადგილობრივი თვითმმართველობა მათ შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ მანავში გამგებლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია