ლაგოდეხში ავარიის შედეგად დაშავებული მესამე ადამიანიც გარდაიცვალა

ლაგოდეხში ავარიის შედეგად დაშავებული მესამე ადამიანიც გარდაიცვალა

ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომაში გუშინ მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს დაშავებული მესამე მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ავარიის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, ორი ქალბატონი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მეოთხე დაშავებული კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

"ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 50 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი პოლიტრავმა აღენიშნებოდა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის საავადმყოფოს ექიმმა ია ლაცაბიძემ.

5 აგვისტოს სოფელ შრომაში ერთმანეთს "BMW-ს" და "ტოიოტას" მარკის საპირისპიროდ მოძრავი ავტომანქანები შეეჯახნენ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა