ლაგოდეხში ავტოავარიის შედეგად ორი ქალბატონი გარდაიცვალა, სამი პირი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ შრომაში, ცენტრალურ გზაზე მოხდა.
როგორც რადიო "ჰერეთს" ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკის ხელმძღვანელმა ნუკრი ყარალაშვილმა განუცხადა, სამივე დაშავებული მკურნალობას საავადმყოფოში გადის. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და ოპერაცია უტარდება.