ქობულეთში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქობულეთში მცხოვრებლებმა აცნობეს, სანაპიროზე მყოფმა ქალბატონმა მაშველებს მიმართა, რომ მამაკაცი ზღვამ გაიტაცა. ადგილობრივების თქმით, მაშველებმა მამაკაცი ზღვიდან გამოიყვანეს, თუმცა გარდაცვლილი იყო. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ 22 წლამდე მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ამასთან, აჭარის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ზღვაზე 2-3 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, სანაპიროზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა აკრალულია.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გუშინ მაშველებმა ქობულეთისა და შეკვეთილის აანაპიროებიდან 80 ადამიანი გამოიყვანეს ზღვიდან, დღეს კი ბათუმისა და ქობულეთის სანაპიროებიდან - 12 ადამიანი.