სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"საქართველოში ზაფხული უფროდაუფრო ცხელია და მომავალშიც ასე იქნება" - ტემპერატურის ზრდის დინამიკა წლების მიხედვით
"საქართველოში ზაფხული უფროდაუფრო ცხელია და მომავალშიც ასე იქნება" - ტემპერატურის ზრდის დინამიკა წლების მიხედვით

ბოლო დღე­ებ­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთრ მა­ტე­ბას გა­და­ჭარ­ბე­ბულს არ უწო­დე­ბენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ ეს წელი შე­იძ­ლე­ბა ერთ-ერთ ცხელ ზა­ფხუ­ლად ჩა­ით­ვა­ლოს. მა­თი­ვე თქმით, 2000 წლის შემ­დეგ ზა­ფხუ­ლი უფრო და უფრო ცხე­ლია და რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ, მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა.

AMBEBI.GE სა­უბ­რი­სას გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ის და კლი­მა­ტო­ლო­გი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ლია მეგ­რე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ ბოლო 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი 2010 წელს იყო.

"2000 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ცხე­ლი ზა­ფხუ­ლე­ბი გახ­შირ­და, თუმ­ცა სა­შუ­ა­ლოდ, ყვე­ლა­ზე ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი 2010-ში იყო, ანუ მთე­ლი აგ­ვის­ტოს გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ფიქ­სირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ექ­სტრე­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა არ ყო­ფი­ლა, ანუ 40 გრა­დუსს არ გა­და­უ­ჭარ­ბე­ბია, უბ­რა­ლოდ, მთე­ლი თვე უნა­ლე­ქო იყო.

ასე­ვე ცხე­ლი იყო 2006 წლის აგ­ვის­ტოს თვეც, 2000 წელს იყო კი­დევ ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი, მა­ი­სი­დან და­წყე­ბუ­ლი სექ­ტემ­ბრამ­დე მთე­ლი თვე­ე­ბი გვალ­ვა იყო. ზა­ფხულ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა 2000 წელს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფის­ქირ­და, ეს იყო ფოთ­ში, 45 გრა­დუ­სი ივ­ლი­სის ბო­ლო­სა და აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში რამ­დე­ნი­მე დღე, ქუ­თა­ის­ში იყო 43, ზუგ­დიდ­ში 42 გრა­დუ­სი და ა.შ. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი შარ­შან იყო, აგ­ვის­ტოს მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან, ლა­გო­დეხ­ში იყო 43 გრა­დუ­სი. თბი­ლის­ში 40 გრა­დუს­ზე მეტი არ ყო­ფი­ლა", - ამ­ბობს ლია მეგ­რე­ლი­ძე.

მისი თქმით, ცხელ ზა­ფხულს ხში­რად გა­მო­უწ­ვე­ვია ტყე­ებ­ში ცე­ცხლის გა­ჩე­ნა, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბა არ ყო­ფი­ლა.

"მხო­ლოდ ერთი მახ­სენ­დე­ბა, 2008 წელს ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის ტყე იწ­ვე­ბო­და, ხან­ძრის გა­ჩე­ნის პირ­და­პი­რი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა არ იყო, მაგ­რამ ამა­ნაც შე­უ­წყო ხელი. რო­გორც ვიცი, იქ ცე­ცხლი წინა დღე­ებ­შიც გაჩ­ნდა. მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის კი­დევ ერთი შე­დე­გი გვალ­ვაა. გვალ­ვის პირ­ვე­ლი ნი­შა­ნი ნა­ლე­ქე­ბის შემ­ცი­რე­ბაა. ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში, შე­იძ­ლე­ბა ნა­ლე­ქე­ბის ცვლი­ლე­ბას ესე­თი გა­მოკ­ვე­თი­ლი ხა­სი­ა­თი არ აქვს, მაგ­რამ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუნ­დაც კა­ხეთ­ში ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ლე­ქე­ბი მცირ­დე­ბა, ეს კი გა­და­დის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო გვალ­ვა­ში, ამას მოჰ­ყვე­ბა კულ­ტუ­რულ ჯი­შებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა იმოქ­მე­დოს მდი­ნა­რე­ე­ბის ჩა­მო­დი­ნე­ბა­ზე და მი­წის­ქვე­შა მა­რაგ­ზე და ეს მო­ი­ტანს სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ ზა­რალს.

რაც შე­ე­ხე­ბა გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბას, რაც დე­და­მი­წა­ზე ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას ნიშ­ნავს, ამის რამ­დე­ნი­მე მი­ზეზს ასა­ხე­ლე­ბენ, ერთ-ერ­თია "სათ­ბუ­რის აი­რე­ბის" მა­ტე­ბა, თუმ­ცა დათ­ბო­ბა ზა­ფხუ­ლის ხარ­ჯზე ხდე­ბა. რა თქმა უნდა, არის სხვა მი­ზე­ზე­ბიც, მა­გა­ლი­თად მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბა, ზღვის დო­ნის და­წე­ვა, თუმ­ცა პირ­ვე­ლი ინ­დი­კა­ტო­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბაა და ეს ზა­ფხუ­ლის ხარ­ჯზე ხდე­ბა", - ამ­ბობს ლია მეგ­რე­ლი­ძე.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"საქართველოში ზაფხული უფროდაუფრო ცხელია და მომავალშიც ასე იქნება" - ტემპერატურის ზრდის დინამიკა წლების მიხედვით

"საქართველოში ზაფხული უფროდაუფრო ცხელია და მომავალშიც ასე იქნება" - ტემპერატურის ზრდის დინამიკა წლების მიხედვით

ბოლო დღეებში ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურის მკვეთრ მატებას გადაჭარბებულს არ უწოდებენ სპეციალისტები, თუმცა ამბობენ, რომ ეს წელი შეიძლება ერთ-ერთ ცხელ ზაფხულად ჩაითვალოს. მათივე თქმით, 2000 წლის შემდეგ ზაფხული უფრო და უფრო ცხელია და როგორც ვარაუდობენ, მომავალშიც ასე იქნება.

AMBEBI.GE საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიის და კლიმატოლოგიის სამმართველოს უფროსი ლია მეგრელიძე ამბობს, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი ზაფხული 2010 წელს იყო.

"2000 წლიდან მოყოლებული ცხელი ზაფხულები გახშირდა, თუმცა საშუალოდ, ყველაზე ცხელი ზაფხული 2010-ში იყო, ანუ მთელი აგვისტოს განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა, მაგრამ ექსტრემალური ტემპერატურა არ ყოფილა, ანუ 40 გრადუსს არ გადაუჭარბებია, უბრალოდ, მთელი თვე უნალექო იყო.

ასევე ცხელი იყო 2006 წლის აგვისტოს თვეც, 2000 წელს იყო კიდევ ცხელი ზაფხული, მაისიდან დაწყებული სექტემბრამდე მთელი თვეები გვალვა იყო. ზაფხულში მაქსიმალური ტემპერატურა 2000 წელს დასავლეთ საქართველოში დაფისქირდა, ეს იყო ფოთში, 45 გრადუსი ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში რამდენიმე დღე, ქუთაისში იყო 43, ზუგდიდში 42 გრადუსი და ა.შ. აღმოსავლეთ საქართველოში ერთ-ერთი ცხელი ზაფხული შარშან იყო, აგვისტოს მეორე ნახევრიდან, ლაგოდეხში იყო 43 გრადუსი. თბილისში 40 გრადუსზე მეტი არ ყოფილა", - ამბობს ლია მეგრელიძე.

მისი თქმით, ცხელ ზაფხულს ხშირად გამოუწვევია ტყეებში ცეცხლის გაჩენა, მაგრამ სერიოზული განადგურება არ ყოფილა.

"მხოლოდ ერთი მახსენდება, 2008 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ტყე იწვებოდა, ხანძრის გაჩენის პირდაპირი მიზეზი შეიძლება მაღალი ტემპერატურა არ იყო, მაგრამ ამანაც შეუწყო ხელი. როგორც ვიცი, იქ ცეცხლი წინა დღეებშიც გაჩნდა. მაღალი ტემპერატურის კიდევ ერთი შედეგი გვალვაა. გვალვის პირველი ნიშანი ნალექების შემცირებაა. ზაფხულის პერიოდში, შეიძლება ნალექების ცვლილებას ესეთი გამოკვეთილი ხასიათი არ აქვს, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოში, თუნდაც კახეთში ზაფხულის განმავლობაში ნალექები მცირდება, ეს კი გადადის სასოფლო-სამეურნეო გვალვაში, ამას მოჰყვება კულტურულ ჯიშებზე ზემოქმედება, შეიძლება იმოქმედოს მდინარეების ჩამოდინებაზე და მიწისქვეშა მარაგზე და ეს მოიტანს სოციალურ-ეკონომიკურ ზარალს.

რაც შეეხება გლობალურ დათბობას, რაც დედამიწაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურის მატებას ნიშნავს, ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, ერთ-ერთია "სათბურის აირების" მატება, თუმცა დათბობა ზაფხულის ხარჯზე ხდება. რა თქმა უნდა, არის სხვა მიზეზებიც, მაგალითად მყინვარების დნობა, ზღვის დონის დაწევა, თუმცა პირველი ინდიკატორი ტემპერატურის მატებაა და ეს ზაფხულის ხარჯზე ხდება", - ამბობს ლია მეგრელიძე.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია