სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ჯერ პატარები ვართ, მთელ დროს ძიუდოს ვუთმობთ" - ახალგაზრდული ოლიმპიადის "ოქროს" გოგონები
"ჯერ პატარები ვართ, მთელ დროს ძიუდოს ვუთმობთ" - ახალგაზრდული ოლიმპიადის "ოქროს" გოგონები

მზია ბე­ბოშ­ვილ­მა და ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა ორი დღის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნეს. გო­გო­ნე­ბი ძი­უ­დო­ში ოქ­როს მე­და­ლოს­ნე­ბი გახ­დნენ. ისი­ნი ბავ­შვო­ბი­დან მე­გობ­რო­ბენ, გა­მარ­ჯვე­ბა წლე­ბის წინ და­ი­სა­ხეს მიზ­ნად და ოც­ნე­ბა აის­რუ­ლეს კი­დეც.

- მზია, ელო­დით ჩემ­პი­ო­ნო­ბას?

- სამი კვი­რის წინ გავ­ხდი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, შე­სა­ბა­მი­სად ოლიმ­პი­ა­და­ზე გა­მარ­ჯვე­ბა­საც ვე­ლო­დი. გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ იმით, რომ შრო­მა და­მი­ფას­და და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სი­ხა­რუ­ლის მი­ზე­ზი გავ­ხდი.

ეთო: მეც ვე­ლო­დი გა­მარ­ჯვე­ბას. თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვვარ­ჯი­შობ­დი ამის­თვის. მე და მზია ბავ­შვო­ბი­დან ვმე­გობ­რობთ, სულ გვა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორ ვი­ას­პა­რე­ზებ­დით სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნებ­თან, მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ გა­მარ­ჯვე­ბა და გა­ვი­მარ­ჯვეთ კი­დეც.

- ძი­უ­დომ და­გა­მე­გობ­რათ?

მზია: კი, ეთო პა­ტა­რა იყო, როცა შეკ­რე­ბებ­ზე ჩა­მო­ვი­და სვა­ნე­თი­დან. თა­ვი­დან­ვე დავ­მე­გობ­რდით. მას შემ­დეგ ერ­თად მოვ­დი­ვართ. სულ სხვა­დას­ხვა წონა გვქონ­და, ოლიმ­პი­ა­და­ზე ერ­თად რომ მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვით და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გვე­სა­ხე­ლე­ბი­ნა. როცა გა­ვი­გეთ, რომ თბი­ლის­ში ჩა­ტარ­დე­ბო­და ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლი, მა­შინ და­ვი­სა­ხეთ მიზ­ნად გა­მარ­ჯვე­ბა.

- რამ­დე­ნი წლის ასაკ­ში და­გა­ინ­ტე­რე­სა ძი­უ­დომ?

- სკო­ლის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, 12 წლის. მა­ნამ­დე ტან­ვარ­ჯიშ­ზე დავ­დი­ო­დი. ერთხელ გვი­ა­ნო­ბამ­დე მო­მიხ­და სკო­ლა­ში დარ­ჩე­ნა, სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში ჩა­ვე­დი, სა­დაც ძი­უ­დოს ვარ­ჯი­ში იყო, მო­მე­წო­ნა, ყო­ველ­დღე დავ­დი­ო­დი და ვუ­ყუ­რებ­დი ძი­უ­დოს ვარ­ჯიშს. შემ­დეგ მშობ­ლებს გა­ვუმ­ხი­ლე ჩემი ინ­ტე­რე­სი ძი­უ­დოს მი­მართ. არც იცოდ­ნენ, ქა­ლებ­საც თუ ას­წავ­ლიდ­ნენ ძი­უ­დოს, მაგ­რამ ისე­თი მო­ხიბ­ლუ­ლი ვი­ყა­ვი ამ სპორ­ტით, მა­მამ გა­და­წყვი­ტა ვარ­ჯი­ში და­მე­წყო.

- რო­გორ აღ­ნიშ­ნეთ გა­მარ­ჯვე­ბა?

მზია: კონ­ცერ­ტი იყო, შემ­დეგ კი გა­სარ­თო­ბად წა­ვე­დით და ბევ­რი ვი­ცეკ­ვეთ. ძა­ლი­ან მი­ხა­რია ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­მა რომ და­მა­ჯილ­დო­ვა კვარ­ცხლბეკ­ზე, ის ჩემი საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტსმე­ნია. ზურა და­ეს­წრო ჩვენს შე­ჯიბრს, შემ­დეგ კი ქა­ლა­ქის მერ­თან ერ­თად პი­რა­დად მოგ­ვი­ლო­ცა.

- რას აპი­რებთ მო­მა­ვალ­ში?

- მზია: ახლა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მი­ვემ­გზავ­რე­ბი. მინ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვაგ­რძე­ლო ჩემი საქ­მე.

ეთო: ჯერ პა­ტა­რე­ბი ვართ, მთელ დროს ძი­უ­დოს ვუთ­მობთ. როცა გა­ვიზ­რდე­ბით, სპორ­ტულ აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რებთ.

- ალ­ბათ, ბევ­რი ის­ტო­რია გა­დაგხდე­ნი­ათ ერ­თად...

- კი, ერთხელ შეკ­რე­ბა­ზე ვი­ყა­ვით. მე და ეთომ ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ვარ­ჯი­შეთ. რო­გორც ჩანს, და­ვი­ღა­ლეთ და ნო­მერ­ში ჩაგ­ვე­ძი­ნა. უფ­როს­მა გო­გო­ნებ­მა კა­რის გა­ღე­ბა ვერ შეძ­ლეს. ძა­ლი­ან შე­ე­შინ­დათ, ბო­ლოს მწვრთნე­ლებ­მა გაგ­ვაღ­ვი­ძეს. მე და ეთო ხში­რად ვკა­მა­თობთ, სვა­ნია და რო­გორც იტყვის, ისე უნდა იყოს ყვე­ლა­ფე­რი. ამის მი­უ­ხე­და­ვად სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი ვართ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ჯერ პატარები ვართ, მთელ დროს ძიუდოს ვუთმობთ" - ახალგაზრდული ოლიმპიადის "ოქროს" გოგონები

"ჯერ პატარები ვართ, მთელ დროს ძიუდოს ვუთმობთ" - ახალგაზრდული ოლიმპიადის "ოქროს" გოგონები

მზია ბებოშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ორი დღის წინ, საქართველოს დიდი წარმატება მოუტანეს. გოგონები ძიუდოში ოქროს მედალოსნები გახდნენ. ისინი ბავშვობიდან მეგობრობენ, გამარჯვება წლების წინ დაისახეს მიზნად და ოცნება აისრულეს კიდეც.

- მზია, ელოდით ჩემპიონობას?

- სამი კვირის წინ გავხდი ევროპის ჩემპიონი, შესაბამისად ოლიმპიადაზე გამარჯვებასაც ველოდი. გახარებული ვარ იმით, რომ შრომა დამიფასდა და მთელი საქართველოს სიხარულის მიზეზი გავხდი.

ეთო: მეც ველოდი გამარჯვებას. თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი ამისთვის. მე და მზია ბავშვობიდან ვმეგობრობთ, სულ გვაინტერესებდა, როგორ ვიასპარეზებდით საუკეთესო სპორტსმენებთან, მიზნად დავისახეთ გამარჯვება და გავიმარჯვეთ კიდეც.

- ძიუდომ დაგამეგობრათ?

მზია: კი, ეთო პატარა იყო, როცა შეკრებებზე ჩამოვიდა სვანეთიდან. თავიდანვე დავმეგობრდით. მას შემდეგ ერთად მოვდივართ. სულ სხვადასხვა წონა გვქონდა, ოლიმპიადაზე ერთად რომ მოვხვედრილიყავით და ჩვენი ქვეყანა გვესახელებინა. როცა გავიგეთ, რომ თბილისში ჩატარდებოდა ოლიმპიური ფესტივალი, მაშინ დავისახეთ მიზნად გამარჯვება.

- რამდენი წლის ასაკში დაგაინტერესა ძიუდომ?

- სკოლის მოსწავლე ვიყავი, 12 წლის. მანამდე ტანვარჯიშზე დავდიოდი. ერთხელ გვიანობამდე მომიხდა სკოლაში დარჩენა, სპორტულ დარბაზში ჩავედი, სადაც ძიუდოს ვარჯიში იყო, მომეწონა, ყოველდღე დავდიოდი და ვუყურებდი ძიუდოს ვარჯიშს. შემდეგ მშობლებს გავუმხილე ჩემი ინტერესი ძიუდოს მიმართ. არც იცოდნენ, ქალებსაც თუ ასწავლიდნენ ძიუდოს, მაგრამ ისეთი მოხიბლული ვიყავი ამ სპორტით, მამამ გადაწყვიტა ვარჯიში დამეწყო.

- როგორ აღნიშნეთ გამარჯვება?

მზია: კონცერტი იყო, შემდეგ კი გასართობად წავედით და ბევრი ვიცეკვეთ. ძალიან მიხარია ზურაბ ზვიადაურმა რომ დამაჯილდოვა კვარცხლბეკზე, ის ჩემი საყვარელი სპორტსმენია. ზურა დაესწრო ჩვენს შეჯიბრს, შემდეგ კი ქალაქის მერთან ერთად პირადად მოგვილოცა.

- რას აპირებთ მომავალში?

- მზია: ახლა მსოფლიოს ჩემპიონატზე მივემგზავრები. მინდა საქართველოში გავაგრძელო ჩემი საქმე.

ეთო: ჯერ პატარები ვართ, მთელ დროს ძიუდოს ვუთმობთ. როცა გავიზრდებით, სპორტულ აკადემიაში ჩავაბარებთ.

- ალბათ, ბევრი ისტორია გადაგხდენიათ ერთად...

- კი, ერთხელ შეკრებაზე ვიყავით. მე და ეთომ ძალიან ბევრი ვივარჯიშეთ. როგორც ჩანს, დავიღალეთ და ნომერში ჩაგვეძინა. უფროსმა გოგონებმა კარის გაღება ვერ შეძლეს. ძალიან შეეშინდათ, ბოლოს მწვრთნელებმა გაგვაღვიძეს. მე და ეთო ხშირად ვკამათობთ, სვანია და როგორც იტყვის, ისე უნდა იყოს ყველაფერი. ამის მიუხედავად საუკეთესო მეგობრები ვართ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია