სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერებმა ფუმფულა ობობების ახალი სახეობა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ფუმფულა ობობების ახალი სახეობა აღმოაჩინეს

მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი, ფუმ­ფუ­ლა ობო­ბე­ბის ახა­ლი სა­ხე­ო­ბა, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლეთ ავ­სტრა­ლი­ა­ში ბი­ნად­რო­ბენ. მათი ფე­რე­ბის გამო გა­მო­ცე­მა The Verge-მ მათ "პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი" ობო­ბე­ბი უწო­და.

Maratus personatus სა­ხე­ო­ბის ობო­ბე­ბი სიგ­რძე­ში სა­მი­დან ხუთ მი­ლი­მეტ­რამ­დე არი­ან და ფე­რა­დი შე­ფე­რი­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მდედ­რი ობო­ბე­ბის ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცე­ვენ. ობო­ბე­ბის ახა­ლი სა­ხე­ო­ბა ავ­სტრა­ლი­ელ­მა ბი­ო­ლოგ­მა იურ­გენ ოტომ აღ­მო­ა­ჩი­ნა.

მსგავ­სი სა­ხე­ო­ბის ობო­ბე­ბის შე­სა­ხებ ოტომ ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­სპერ­ტის­გან 2013 წელს შე­ი­ტყო. ოტომ მო­ა­ხერ­ხა კა­მე­რა­ზე და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა ობო­ბე­ბის სა­ქორ­წი­ნო ცეკ­ვე­ბი და ერთ-ერთი ობო­ბის და­დე­ბუ­ლი კვერ­ცხე­ბი თვი­თონ გა­მო­ზარ­და. ამ­გვა­რად მან შეძ­ლო მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ობო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მეცნიერებმა ფუმფულა ობობების ახალი სახეობა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ფუმფულა ობობების ახალი სახეობა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს მინიატურული, ფუმფულა ობობების ახალი სახეობა, რომლებიც დასავლეთ ავსტრალიაში ბინადრობენ. მათი ფერების გამო გამოცემა The Verge-მ მათ "პლანეტის ყველაზე საყვარელი" ობობები უწოდა.

Maratus personatus სახეობის ობობები სიგრძეში სამიდან ხუთ მილიმეტრამდე არიან და ფერადი შეფერილობით გამოირჩევიან, რისი საშუალებითაც მდედრი ობობების ყურადღებას იქცევენ. ობობების ახალი სახეობა ავსტრალიელმა ბიოლოგმა იურგენ ოტომ აღმოაჩინა.

მსგავსი სახეობის ობობების შესახებ ოტომ ადგილობრივი ექსპერტისგან 2013 წელს შეიტყო. ოტომ მოახერხა კამერაზე დაეფიქსირებინა ობობების საქორწინო ცეკვები და ერთ-ერთი ობობის დადებული კვერცხები თვითონ გამოზარდა. ამგვარად მან შეძლო მინიატურული ობობების განვითარების ყველა ეტაპზე დაკვირვება.