სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ფულისთვის იბრძვის და ვერც ხვდება, რომ სინამდვილეში კახას ებრძვის" - რაში ადანაშაულებს კახა ბენდუქიძის და ქალიშვილს
 "ფულისთვის იბრძვის და ვერც ხვდება, რომ სინამდვილეში კახას ებრძვის" - რაში ადანაშაულებს კახა ბენდუქიძის და ქალიშვილს

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, "თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, კახა ბენ­დუ­ქი­ძის და ნუნუ ბენ­დუ­ქი­ძე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ანას­ტა­სია გონ­ჩა­რო­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რობს.

"ანას­ტა­სია გონ­ჩა­რო­ვა ჩვენ ყვე­ლამ პირ­ვე­ლად კა­ხას გა­რა­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­ვი­ცა­ნით. მახ­სოვს, ნა­ტა­შამ ის, პირ­და­პი­რი გა­გე­ბით, ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი რომ მო­იყ­ვა­ნა ჩვენ­თან ოჯახ­ში, დე­დის ბი­ნა­ში, სა­დაც კა­ხას ცხე­და­რი ეს­ვე­ნა. სა­ში­ნე­ლი დღე­ე­ბი იყო, მაგ­რამ ჩვენ მას ძა­ლი­ან თბი­ლად შევ­ხვდით. ეს იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ კა­ხას ანას­ტა­სი­ას შე­სა­ხებ არც ოჯახ­ში უთ­ქვამს რამე, არც სა­ხალ­ხოდ, არას­დროს და­უ­დას­ტუ­რე­ბია და და­უ­ფიქ­სი­რე­ბია მისი მა­მო­ბა, ან რა­ი­მე სურ­ვი­ლი და გან­ზრახ­ვა ამ ფაქ­ტის და­დას­ტუ­რე­ბი­სა; არას­დროს აღუ­ნიშ­ნავს იგი თა­ვის ან­კე­ტებ­ში, დო­კუ­მენ­ტებ­სა და დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში, არ უხ­სე­ნე­ბია არ­სად, მის მიერ მი­ცე­მულ ასო­ბით ინ­ტერ­ვი­უ­ში. შე­უძ­ლე­ბე­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ კა­ხამ არ იცო­და მა­მო­ბის დად­გე­ნის და აღი­ა­რე­ბის იუ­რი­დი­უ­ლი, სა­ნო­ტა­რო წე­სე­ბის, თუ სა­მე­დი­ცი­ნო-ბი­ო­ლო­გი­უ­რი მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ თა­ვის სი­ცო­ცხლე­ში, ან თუნ­დაც, რა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. თუმ­ცა­ღა, მას თა­ვის სი­ცო­ცხლე­ში და ანას­ტა­სი­ას და­ბა­დე­ბი­დან 24 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს არ გა­უ­კე­თე­ბია. როცა კა­ხას ნე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, ვთხოვ იმ ხალ­ხს, რომ რე­ა­ლო­ბაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ანას­ტა­სი­ას არ ვიც­ნობ­დით და არას­დროს გვსმე­ნია მის შე­სა­ხებ, იგი სახ­ლში წა­ვიყ­ვა­ნეთ და მთე­ლი ოჯა­ხი გა­ვა­ცა­ნით. ვუ­თხა­რი, რომ ის აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებ­და თა­ვის წილს, თუნ­დაც მხო­ლოდ იმის გამო, რომ კახა, რო­გორც ის ამ­ბობს, ზრუ­ნავ­და მას­ზე. მხო­ლოდ ერთი რამ ვთხო­ვე: არ შე­ე­შა­ლა ხელი კა­ხას მე­უღ­ლის­თვის ამ კა­ნო­ნი­ერ და ლე­გი­ტი­მურ პრო­ცეს­ში და არ მი­ე­მარ­თა სა­სა­მარ­თლო­სათ­ვის. ყვე­ლაფ­რის მოგ­ვა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხურ წრე­ში, სა­ჯა­რო გან­ხილ­ვე­ბის გა­რე­შე. სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა, მაგ­რამ კახა მის მა­მო­ბას აწი ვე­ღა­რას­დროს შეძ­ლებს, მისი მხო­ლოდ ხსოვ­ნა­ღა ცო­ცხლობს, რაც ყვე­ლა ადა­მი­ან­შია, ვი­საც იგი ახ­სოვს. სა­სა­მარ­თლო­ე­ბით და სა­ხალ­ხო კინ­კლა­ო­ბით ამ ხსოვ­ნის შე­ბღალ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, მი­უ­ხე­და­ვად ჩემი დიდი ოჯა­ხის კე­თილ­გან­წყო­ბი­სა, ის უნ­დობ­ლო­ბით ეკი­დე­ბო­და ყვე­ლას, ყვე­ლა­ფერს, ცდი­ლობ­და ინ­ფორ­მა­ცია მო­ე­პო­ვე­ბი­ნა კა­ხა­სა და მისი მემ­კვიდ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, ახ­ლობ­ლებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბის კვალს ეძებ­და. მერე ლონ­დონ­ში გა­ემ­გზავ­რა და, კა­ხას­თან ყო­ველ­გვა­რი ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რის და­დას­ტუ­რე­ბის გა­რე­შე, პო­ლი­ცი­ას მისი პი­რა­დი ნივ­თე­ბი, ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბი, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და დო­კუ­მენ­ტე­ბი მოს­თხო­ვა, კომ­პი­უ­ტე­რი - საქ­მი­ა­ნი და პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით. ცხა­დია, ლონ­დო­ნელ­მა ჩი­ნოვ­ნი­კებ­მა მას არა­ფე­რი მის­ცეს, რად­გან კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ამას მხო­ლოდ გარ­დაც­ვლი­ლის ქვრივს გა­დას­ცე­მენ.

შემ­დეგ მან შე­წყვი­ტა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი, მოს­ვლა და სა­ბო­ლო­ოდ, სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა ჩემი ძმის მე­უღ­ლეს - ნა­ტა­შას, რო­მელ­თა­ნაც კახა, დედა, მთე­ლი ჩვე­ნი ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი 15 წელი სრულ ნდო­ბა­სა და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა­ში ვცხოვ­რობ­დით. თბი­ლის­ში შე­ტა­ნილ სარ­ჩელ­ში ის ნა­ტა­შას­თვის მემ­კვიდ­რე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვას და ერ­თა­დერთ მემ­კვიდ­რედ თა­ვის აღი­ა­რე­ბას მო­ი­თხოვს. არც კი ვიცი, ამა­ზე რა კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თო.

2004 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი კა­ხამ 10 წელი იცხოვ­რა თბი­ლის­ში, ჩვენ თვალ­წინ, დი­ღომ­ში, სახ­ლში, რო­მე­ლიც ნა­ტა­შამ გა­და­ა­კე­თა და მო­ა­წყო. მა­ნამ­დე ისი­ნი ხუთი წელი მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­დნენ. იგი ჭკვი­ა­ნი, წე­სი­ე­რი და ძა­ლი­ან ინ­ტე­ლი­გენ­ტუ­რი, ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნე­ბის კუ­რა­ტო­რი, კახა მი­სით ამა­ყობ­და. კა­ხას გა­რე­მოც­ვა­ში, მისი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბის წრე­ში მოს­კოვ­ში და თბი­ლის­ში ნა­ტა­შას დიდ პა­ტივს სცემ­დნენ და მის მი­მართ უაღ­რე­სად თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ. ჩემი და კა­ხას ოჯა­ხე­ბი დე­დას­თან ერ­თად, მთე­ლი სა­მე­გობ­რო და ახ­ლობ­ლე­ბი ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა­ში და თან­ხმო­ბა­ში ვცხოვ­რობ­დით. ანას­ტა­სია აქ არას­დროს ყო­ფი­ლა. იგი კა­ხას­თან ერ­თად არას­დროს ცხოვ­რობ­და. მისი თქმით, ის თბი­ლის­ში ერთხელ იყო ჩა­მო­სუ­ლი 2 თუ 3 დღით. კა­ხამ ის არა­ვის არ გა­აც­ნო.

ახლა მან ჩვენს ოჯახს სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბი, ბრალ­დე­ბე­ბი, სკან­და­ლე­ბი და შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­უ­ტა­ნა. იგი მზად არის სა­ჯა­როდ გა­ნი­ხი­ლოს კა­ხას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და ცუ­დად ისა­უბ­როს მის ახ­ლობ­ლებ­ზე. უც­ნა­უ­რია, რომ იგი ამ ყვე­ლაფ­რი­დან აშ­კა­რად იღებს სი­ა­მოვ­ნე­ბას, იმ­ყო­ფე­ბა რა სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბა­ზე, გა­მუდ­მე­ბით იღი­მის ფო­ტო­კა­მე­რებ­ში, გა­უ­გე­ბა­რი, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, მო­ზე­ი­მე სა­ხით.

და მა­ინც, ვისი და­მარ­ცხე­ბა უნდა, რის­თვის იბ­რძვის? გვა­რის­თვის? არა, მან მი­თხრა, რომ ჩვე­ნი გვა­რი არ სჭირ­დე­ბა. იგი ფუ­ლის­თვის იბ­რძვის და ვერც ხვდე­ბა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში კა­ხას ებ­რძვის, მის სი­ცო­ცხლეს, ოჯახს, მის მთა­ვარ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ პრინ­ცი­პებს. კახა ისე ცხოვ­რობ­და, რო­გორც მას მი­აჩ­ნდა სწო­რად და მუ­დამ თვი­თონ იღებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. ის ლონ­დონ­ში, სრუ­ლი­ად საღ გო­ნე­ბა­ზე მყო­ფი, აქ­ტი­ურ სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში და საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მას ყო­ველ­თვის ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, ად­ვო­კა­ტე­ბის­თვის თა­ვი­სი ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეკარ­ნა­ხა. და კა­ხას სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, მის მიერ, თა­ვის სი­ცო­ცხლე­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შეც­ვლი­სა.

ყვე­ლას­თვის, ვინც კი კა­ხას იც­ნობ­და, ნა­თე­ლია, რომ ანას­ტა­სი­ას საქ­ცი­ე­ლი მას სა­შინ­ლად გა­აბ­რა­ზებ­და და შე­უ­რა­ცხყოფ­და - სარ­ჩე­ლი მისი მე­უღ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­სა­მარ­თლო­ებ­ში გან­სჯა, ამ ცხოვ­რე­ბის გა­და­სინ­ჯვა და გა­და­წე­რა კა­ხას ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და სა­კუ­თა­რი თა­ვის პი­ა­რი მისი სა­ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით. ყო­ვე­ლი­ვე ეს ხომ შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და კა­ხას ცხოვ­რე­ბა­ში, ეს უბ­რა­ლოდ, მისი ხსოვ­ნის და­ცინ­ვა და ფეხ­ქვეშ გა­თელ­ვაა.

იგი მის საქ­მე­ებ­ში ერე­ვა, მის სა­ხელს წაღ­მა-უკუღ­მა ატ­რი­ა­ლებს, კა­ხას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრო­ფე­სო­რებს თითს უქ­ნევს, კი­თხუ­ლობს ლექ­ცი­ებს და აცხა­დებს, რომ მის ბიზ­ნესს გა­ნა­ვი­თა­რებს, მა­შინ, როცა თა­ვად რა­ი­მე სპე­ცი­ა­ლო­ბით მუ­შა­ო­ბის 3-თვი­ა­ნი სტა­ჟიც კი არ გა­აჩ­ნია. ეს, პირ­და­პირ ვი­ტყვი, კა­ხას პრინ­ცი­პე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის და­ცინ­ვაა. იგი ხომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვერ იტან­და ხალ­ხს, ვინც სა­კუ­თარ კე­თილ­დღე­ო­ბას ცნო­ბილ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებ­ზე, სხვის ავ­ტო­რი­ტეტ­ზე იშე­ნებს.

იგი უნდა და­ფიქ­რდეს, სა­კუთრ თავ­ში გა­ერ­კვეს, ასე­ვე, ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც - მა­მა­მის­თან, იმ კაც­თან, რომ­ლის გვარ­საც - გონ­ჩა­რო­ვას - ატა­რებს და ვინც ამ­დე­ნი წელი ზრდი­და, ვი­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მა­მას ეძახ­და; მა­მის დე­დას­თან, რო­მე­ლიც მისი სი­ტყვე­ბით, მის­თვის კარ­გი ბე­ბია იყო. წარ­მო­მიდ­გე­ნია, რა მტკივ­ნე­უ­ლია ამ ხალ­ხის­თვის, რომ მან ყვე­ლას უც­ბად ხელი ჰკრა და ზურ­გი აქ­ცია. დროა, იმა­ზეც და­ფიქ­რდეს, რა­საც კახა ყო­ველ­თვის და ყველ­გან ამ­ბობ­და: პი­რა­დი კა­რი­ე­რა სა­კუ­თა­რი შრო­მით უნდა შექ­მნა და არა სხვი­სი სა­ხე­ლით და სხვის უბე­დუ­რე­ბა­ზე; დროა მიხ­ვდეს, რომ ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ფულ­ზე და ყო­ველ­გვარ ბრძო­ლებ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან­ნი არი­ან.

თუმ­ცა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ჩვენს პი­რად ამ­ბად დარ­ჩე­ბო­და და არას­დროს ამ თე­მა­ზე სა­ხალ­ხოდ კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ­დი, რომ არა კა­ხას ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე. ახლა ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ისაა, თუ რამ­ხე­ლა, შე­საძ­ლოა გა­მო­უს­წო­რე­ბელ ზი­ანს აყე­ნე­ბენ ანას­ტა­სია და მისი "მო­კავ­ში­რე­ე­ბი" ფონდს და უნი­ვერ­სი­ტე­ტებს. იქ ახლა ძა­ლი­ან ცუდი, სა­ში­ში სი­ტუ­ა­ცი­აა. ეს არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და ამი­სათ­ვის სას­წრა­ფოდ რა­ღაც უნდა ვი­ღო­ნოთ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი და ფონ­დის ქო­ნე­ბა და­ვიც­ვათ. ნა­ტა­ლი­ამ უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლოს ლე­გი­ტი­მუ­რი პრო­ცე­დუ­რა არ­სე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის აღ­რი­ცხვი­სა, რაც კა­ხას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ დარ­ჩა და შემ­დეგ მოხ­დეს ახალ პი­რო­ბებ­ზე გა­დას­ვლა.

რაც შე­ე­ხე­ბა ანას­ტა­სი­ას, მე მა­ინც მგო­ნია, რომ ეს სხვე­ბის ცუდი გავ­ლე­ნაა, რაც თავ­გზას ურევს მას, და დიდი იმე­დი მაქვს, რომ იგი გონს მოვა და და­ფიქ­რდე­ბა. ნამ­დვი­ლად დროა, რომ ის შე­ჩერ­დეს", - ნათ­ქვა­მია ნუნუ ბენ­დუ­ქი­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე: "კარ­გი მამა, მე ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ" - კახა ბენ­დუ­ქი­ძის შვი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის მე­უღ­ლეს უპი­რის­პირ­დე­ბა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hm
0

ra unamusoa! cesit erti cilis meti ver unda miscen magram turme qvewlaferi amas augia?!

magari unamuso gogoa rusia ra! da gakobaT kaxas ojaxs! rusi rusia aba!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ფულისთვის იბრძვის და ვერც ხვდება, რომ სინამდვილეში კახას ებრძვის" - რაში ადანაშაულებს კახა ბენდუქიძის და ქალიშვილს

 "ფულისთვის იბრძვის და ვერც ხვდება, რომ სინამდვილეში კახას ებრძვის" - რაში ადანაშაულებს კახა ბენდუქიძის და ქალიშვილს

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებლის, კახა ბენდუქიძის და ნუნუ ბენდუქიძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ანასტასია გონჩაროვასთან დაკავშირებით საუბრობს.

"ანასტასია გონჩაროვა ჩვენ ყველამ პირველად კახას გარადაცვალების შემდეგ გავიცანით. მახსოვს, ნატაშამ ის, პირდაპირი გაგებით, ხელჩაკიდებული რომ მოიყვანა ჩვენთან ოჯახში, დედის ბინაში, სადაც კახას ცხედარი ესვენა. საშინელი დღეები იყო, მაგრამ ჩვენ მას ძალიან თბილად შევხვდით. ეს იმის მიუხედავად, რომ კახას ანასტასიას შესახებ არც ოჯახში უთქვამს რამე, არც სახალხოდ, არასდროს დაუდასტურებია და დაუფიქსირებია მისი მამობა, ან რაიმე სურვილი და განზრახვა ამ ფაქტის დადასტურებისა; არასდროს აღუნიშნავს იგი თავის ანკეტებში, დოკუმენტებსა და დეკლარაციებში, არ უხსენებია არსად, მის მიერ მიცემულ ასობით ინტერვიუში. შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომ კახამ არ იცოდა მამობის დადგენის და აღიარების იურიდიული, სანოტარო წესების, თუ სამედიცინო-ბიოლოგიური მეთოდების შესახებ თავის სიცოცხლეში, ან თუნდაც, რა გაეკეთებინათ მისი გარდაცვალების შემთხვევაში. თუმცაღა, მას თავის სიცოცხლეში და ანასტასიას დაბადებიდან 24 წლის განმავლობაში, ეს არ გაუკეთებია. როცა კახას ნებაზე საუბრობენ, ვთხოვ იმ ხალხს, რომ რეალობაც გაითვალისწინონ.

მიუხედავად იმისა, რომ ანასტასიას არ ვიცნობდით და არასდროს გვსმენია მის შესახებ, იგი სახლში წავიყვანეთ და მთელი ოჯახი გავაცანით. ვუთხარი, რომ ის აუცილებლად მიიღებდა თავის წილს, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ კახა, როგორც ის ამბობს, ზრუნავდა მასზე. მხოლოდ ერთი რამ ვთხოვე: არ შეეშალა ხელი კახას მეუღლისთვის ამ კანონიერ და ლეგიტიმურ პროცესში და არ მიემართა სასამართლოსათვის. ყველაფრის მოგვარება შეიძლება ოჯახურ წრეში, საჯარო განხილვების გარეშე. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ კახა მის მამობას აწი ვეღარასდროს შეძლებს, მისი მხოლოდ ხსოვნაღა ცოცხლობს, რაც ყველა ადამიანშია, ვისაც იგი ახსოვს. სასამართლოებით და სახალხო კინკლაობით ამ ხსოვნის შებღალვა არ შეიძლება.

სამწუხაროდ, მიუხედავად ჩემი დიდი ოჯახის კეთილგანწყობისა, ის უნდობლობით ეკიდებოდა ყველას, ყველაფერს, ცდილობდა ინფორმაცია მოეპოვებინა კახასა და მისი მემკვიდრეობის შესახებ, ახლობლებს შორის უთანხმოების კვალს ეძებდა. მერე ლონდონში გაემგზავრა და, კახასთან ყოველგვარი ნათესაური კავშირის დადასტურების გარეშე, პოლიციას მისი პირადი ნივთები, ექსპერტიზის პასუხები, მობილური ტელეფონი და დოკუმენტები მოსთხოვა, კომპიუტერი - საქმიანი და პირადი ინფორმაციით. ცხადია, ლონდონელმა ჩინოვნიკებმა მას არაფერი მისცეს, რადგან კანონის თანახმად, ამას მხოლოდ გარდაცვლილის ქვრივს გადასცემენ.

შემდეგ მან შეწყვიტა სატელეფონო ზარები, მოსვლა და საბოლოოდ, სასამართლოში უჩივლა ჩემი ძმის მეუღლეს - ნატაშას, რომელთანაც კახა, დედა, მთელი ჩვენი ოჯახი და მეგობრები 15 წელი სრულ ნდობასა და ურთიერთპატივისცემაში ვცხოვრობდით. თბილისში შეტანილ სარჩელში ის ნატაშასთვის მემკვიდრეობის ჩამორთმევას და ერთადერთ მემკვიდრედ თავის აღიარებას მოითხოვს. არც კი ვიცი, ამაზე რა კომენტარი გავაკეთო.

2004 წლიდან მოყოლებული კახამ 10 წელი იცხოვრა თბილისში, ჩვენ თვალწინ, დიღომში, სახლში, რომელიც ნატაშამ გადააკეთა და მოაწყო. მანამდე ისინი ხუთი წელი მოსკოვში ცხოვრობდნენ. იგი ჭკვიანი, წესიერი და ძალიან ინტელიგენტური, ღირსეული ადამიანია, ხელოვნებათმცოდნე, საერთაშორისო გამოფენების კურატორი, კახა მისით ამაყობდა. კახას გარემოცვაში, მისი საუკეთესო მეგობრების წრეში მოსკოვში და თბილისში ნატაშას დიდ პატივს სცემდნენ და მის მიმართ უაღრესად თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ. ჩემი და კახას ოჯახები დედასთან ერთად, მთელი სამეგობრო და ახლობლები ურთიერთპატივისცემაში და თანხმობაში ვცხოვრობდით. ანასტასია აქ არასდროს ყოფილა. იგი კახასთან ერთად არასდროს ცხოვრობდა. მისი თქმით, ის თბილისში ერთხელ იყო ჩამოსული 2 თუ 3 დღით. კახამ ის არავის არ გააცნო.

ახლა მან ჩვენს ოჯახს სასამართლო დავები, ბრალდებები, სკანდალები და შეურაცხყოფა მოუტანა. იგი მზად არის საჯაროდ განიხილოს კახას პირადი ცხოვრება და ცუდად ისაუბროს მის ახლობლებზე. უცნაურია, რომ იგი ამ ყველაფრიდან აშკარად იღებს სიამოვნებას, იმყოფება რა საზეიმო განწყობაზე, გამუდმებით იღიმის ფოტოკამერებში, გაუგებარი, გამარჯვებული, მოზეიმე სახით.

და მაინც, ვისი დამარცხება უნდა, რისთვის იბრძვის? გვარისთვის? არა, მან მითხრა, რომ ჩვენი გვარი არ სჭირდება. იგი ფულისთვის იბრძვის და ვერც ხვდება, რომ სინამდვილეში კახას ებრძვის, მის სიცოცხლეს, ოჯახს, მის მთავარ ცხოვრებისეულ პრინციპებს. კახა ისე ცხოვრობდა, როგორც მას მიაჩნდა სწორად და მუდამ თვითონ იღებდა გადაწყვეტილებებს. ის ლონდონში, სრულიად საღ გონებაზე მყოფი, აქტიურ სამუშაო პროცესში და საქმიანი შეხვედრების ვითარებაში გარდაიცვალა. მას ყოველთვის ჰქონდა საშუალება, ადვოკატებისთვის თავისი ნებისმიერი გადაწყვეტილება ეკარნახა. და კახას სიკვდილის შემდეგაც არავის აქვს უფლება, მის მიერ, თავის სიცოცხლეში მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლისა.

ყველასთვის, ვინც კი კახას იცნობდა, ნათელია, რომ ანასტასიას საქციელი მას საშინლად გააბრაზებდა და შეურაცხყოფდა - სარჩელი მისი მეუღლის წინააღმდეგ, მისი პირადი ცხოვრების სასამართლოებში განსჯა, ამ ცხოვრების გადასინჯვა და გადაწერა კახას ნების საწინააღმდეგოდ და საკუთარი თავის პიარი მისი სახელის გამოყენებით. ყოველივე ეს ხომ შეუძლებელი იქნებოდა კახას ცხოვრებაში, ეს უბრალოდ, მისი ხსოვნის დაცინვა და ფეხქვეშ გათელვაა.

იგი მის საქმეებში ერევა, მის სახელს წაღმა-უკუღმა ატრიალებს, კახას უნივერსიტეტში პროფესორებს თითს უქნევს, კითხულობს ლექციებს და აცხადებს, რომ მის ბიზნესს განავითარებს, მაშინ, როცა თავად რაიმე სპეციალობით მუშაობის 3-თვიანი სტაჟიც კი არ გააჩნია. ეს, პირდაპირ ვიტყვი, კახას პრინციპებისა და სტუდენტების დაცინვაა. იგი ხომ მთელი ცხოვრება ვერ იტანდა ხალხს, ვინც საკუთარ კეთილდღეობას ცნობილ სახელებსა და გვარებზე, სხვის ავტორიტეტზე იშენებს.

იგი უნდა დაფიქრდეს, საკუთრ თავში გაერკვეს, ასევე, ხალხთან ურთიერთობაშიც - მამამისთან, იმ კაცთან, რომლის გვარსაც - გონჩაროვას - ატარებს და ვინც ამდენი წელი ზრდიდა, ვისაც მთელი ცხოვრება მამას ეძახდა; მამის დედასთან, რომელიც მისი სიტყვებით, მისთვის კარგი ბებია იყო. წარმომიდგენია, რა მტკივნეულია ამ ხალხისთვის, რომ მან ყველას უცბად ხელი ჰკრა და ზურგი აქცია. დროა, იმაზეც დაფიქრდეს, რასაც კახა ყოველთვის და ყველგან ამბობდა: პირადი კარიერა საკუთარი შრომით უნდა შექმნა და არა სხვისი სახელით და სხვის უბედურებაზე; დროა მიხვდეს, რომ ცოცხალი ადამიანები ფულზე და ყოველგვარ ბრძოლებზე მნიშვნელოვანნი არიან.

თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენს პირად ამბად დარჩებოდა და არასდროს ამ თემაზე სახალხოდ კომენტარს არ გავაკეთებდი, რომ არა კახას ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე. ახლა ჩემთვის ყველაზე მთავარი ისაა, თუ რამხელა, შესაძლოა გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ ანასტასია და მისი "მოკავშირეები" ფონდს და უნივერსიტეტებს. იქ ახლა ძალიან ცუდი, საშიში სიტუაციაა. ეს არის ყველაზე მთავარი და ამისათვის სასწრაფოდ რაღაც უნდა ვიღონოთ, რომ ადამიანები და ფონდის ქონება დავიცვათ. ნატალიამ უნდა განხორციელოს ლეგიტიმური პროცედურა არსებული აქტივების აღრიცხვისა, რაც კახას გარდაცვალების შემდეგ დარჩა და შემდეგ მოხდეს ახალ პირობებზე გადასვლა.

რაც შეეხება ანასტასიას, მე მაინც მგონია, რომ ეს სხვების ცუდი გავლენაა, რაც თავგზას ურევს მას, და დიდი იმედი მაქვს, რომ იგი გონს მოვა და დაფიქრდება. ნამდვილად დროა, რომ ის შეჩერდეს", - ნათქვამია ნუნუ ბენდუქიძის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: "კარგი მამა, მე ბოლომდე ვიბრძოლებ" - კახა ბენდუქიძის შვილი ბიზნესმენის მეუღლეს უპირისპირდება

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ინფიცირების მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით?

"ასე მგონია, ფიროსმანის მეეზოვე ვარ" - უშგულელი გენიოსი, მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე გარდაიცვალა