დღეს ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიადა გაიხსნება - ფესტივალის ექსკლუზიური დეტალები

დღეს ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიადა გაიხსნება - ფესტივალის ექსკლუზიური დეტალები

დღეს თბილისში ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ არც საქართველოში და არც პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი წარმომადგენლობითი საერთაშორისო სპორტული ღონისძიება აქამდე არ ჩატარებულა. მასში ევროპის 48 ქვეყნიდან 4 ათასამდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

26 ივლისს ლოკომოტივის სტადიონზე ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნება. ამ დღისთვის მზადება და რეპეტიციები ყოველდღე მიმდინარეობს. სტადიონზე მისული გაგანია მოსაზმადებელ პროცესს შევესწარი. მოცეკვავეები, მოდელები, სტუდენტები, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, დასუფთავების სასმსახურის წარმომადგენლები, დეკორატორები, მხატვრები, მშენებლები... ყველა იქ იყო თავმოყრილი და თავ-თავის საქმეში ჩართული. ისე, რომ ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ. ერთადერთი ხელისშემშლელები აქ უზარმაზარი, (მართლა ვეტმფრენივით) კალიები იყვნენ. არ გამიკვირდება, თუ შევიტყობ, რომ ღონისძიების რეჟისორს, გოჩა კაპანაძეს, ამ შოუს დასრულების შემდგომ, ხმის იოგებზე მკურნალობა დასჭირდა. უკვე მერამდენე დღეა სტადიონს მისი ხმა ავსებს: "მოვემზადეთ", "ღიმილით", "ხაზში იარეთ", "დისტანცია", "ვიცი რომ დაიღალეთ, მაგრამ ეს არავინ არ უნდა იგრძნოს, შემართებით", "მადლობა ყველას. შემდეგი ჯგუფი!"... ბატონი გოჩა სულ რამდენიმე წუთით მოვწყვიტეთ სამუშაო პროცესს, რათა პირადად მისგან შეგვეტყო, თუ როგორ მიმდინარეობს მზადება და როგორი სანახაობა ელის მაყურებელს. (იხილეთ ფოტოგალერეა)

- როგორც ვხვდები, მასშტაბური და გრანდიოზული შოუ ელოდება მაყურებელს.

- მეც ასე ვფიქრობ, - რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობების გათვალიწინებით. იქნება ძალიან დაუვიწყარი სანახაობა. მაყურებელსაც და ტელემაყურებელსაც, მინდა შევახსენო, რომ სპორტსმენების თითქმის ნახევარზე მეტი, - 3600 სპორტსმენი, უკვე მეორე დღესვე იწყებს ასპარეზობაში ჩართვას და ამიტომ დრო განსაზღვრული გვაქვს. სადღაც 10 საათის შემდეგ აღარ უნდა გაგრძელდეს ეს სანახაობა. ჩვენ ამ განსაზღვრულ დროში შევეცდებით ვაჩვენოთ მთლიანად საქართველო, თავისი ყველა სულიერების, კულტურის წარმატებების, ეთნოგრაფიის, ფოლკლორის გათვალისწინებით, თუმცა იქნება მომავალიც. ამ ახალგაზრდულ ოლიმპიადას ხომ ასეთი სლოგანი აქვს: "ნაბიჯი მომავლისაკენ".

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია