სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ჩემს ენაზე მოლაპარაკე" ადამიანი გიორგის სახით აღმოვაჩინე" - როგორ იპოვეს ერთმანეთი თათული ედიშერაშვილმა და გიორგი გასვიანმა
"ჩემს ენაზე მოლაპარაკე" ადამიანი გიორგის სახით აღმოვაჩინე" - როგორ იპოვეს ერთმანეთი თათული ედიშერაშვილმა და გიორგი გასვიანმა

"როცა რე­პე­ტი­ცი­ა­ზეა, მშვი­დად ვარ..."

მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან, პარტნი­ო­რე­ბიც და დღეს ერ­თსა და იმა­ვე სცე­ნა­ზე უწევთ თა­მა­ში. ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში, სპექ­ტაკლში - "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა" მათ­მა ბოლო ნა­მუ­შე­ვარ­მა მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა ნამ­დვი­ლად მი­იქ­ცია. გი­ორ­გი გას­ვი­ანს ლო­რენ­ცოს როლი ერგო, თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვილს - ჯუ­ლი­ე­ტას ძი­ძის. მო­ცე­მულ ამო­ცა­ნას თავი წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თვეს.

გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნი:

- ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში ერთი-ორი თვით ადრე მო­ვე­დი, ვიდ­რე თა­თუ­ლი შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბო­და ანუ რო­გორც იტყვი­ან, და­ვას­წა­რი (იცი­ნის)... ერთ მშვე­ნი­ერ დღეს კი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის კა­ბი­ნეტ­ში თა­თუ­ლიც შე­მო­ვი­და და სწო­რედ მა­შინ გა­ვი­ცა­ნი. შემ­დეგ რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე კარ­გად "შე­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ" ერ­თმა­ნე­თი. მერე ისე მოხ­და, რომ ყო­ვე­ლი რე­პე­ტი­ცი­ის შემ­დეგ, შეს­ვე­ნე­ბა­ზეც ერ­თად გავ­დი­ო­დით, ძა­ლი­ან და­ვახ­ლოვ­დით, შე­მიყ­ვარ­და და დავ­მე­გობ­რდით. დღეს თე­ატ­რში მის გა­რე­შე ერთი დღეც ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია.

თა­თუ­ლი:

- ერთხელ ვუ­თხა­რი კი­დეც და ცოტა არ იყოს, უტაქ­ტოდ გა­მო­მი­ვი­და: როცა აქ ვერ გხე­დავ, სი­ცა­რი­ე­ლეა-მეთ­ქი და გი­ორ­გის­გან სა­ში­ნე­ლი პა­სუ­ხი მი­ვი­ღე (იღი­მის)... თე­ატ­რში რომ მო­ვე­დი, ჩემ­თვის ჯერ კი­დევ უცხო გა­რე­მო­ში ყვე­ლას ჩა­საფ­რე­ბუ­ლი­ვით ვა­მოწ­მებ­დი, ვფრ­თხი­ლობ­დი. მინ­დო­და, თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე ნორ­მა­ლუ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­მეხ­დი­ნა და ბუ­ნებ­რი­ვია, ასეთ დროს გარ­კვე­ულ­წი­ლად, ყვე­ლა­ნი ვიპ­რან­ჭე­ბით... მერე "ჩემს ენა­ზე მო­ლა­პა­რა­კე" ადა­მი­ა­ნი გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნის სა­ხით აღ­მო­ვა­ჩი­ნე. რიგ სა­კი­თხებ­ზე ერ­თნა­ი­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა გვაქვს, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ბუ­ნებ­რი­ვია, ვკა­მა­თობთ კი­დეც, მაგ­რამ ეს კა­მა­თი არა­ნა­ი­რად წყე­ნამ­დე არ მი­დის. მი­ხა­რია, რომ გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნის სა­ხით კარ­გი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე. ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა რო­გორც სცე­ნა­ზე, ისე - სცე­ნის მიღ­მა. ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი აღ­მოგ­ვაჩ­ნდა, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას მოგ­ვიხ­და შეხ­ვედ­რა და მივ­ხვდი, რომ თე­ატ­რის მიღ­მაც კომ­ფორ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნია.

- გი­ორ­გი ას­ტრო­ლო­გი­ით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­კვე­ულ რჩე­ვებს თუ გაძ­ლევს ხოლ­მე?

- ას­ტრო­ლო­გი­ა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვერ ვერ­კვე­ვი. რა­ღა­ცებს რომ მე­უბ­ნე­ბა, თავს ვუქ­ნევ, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ვერც ვხდე­ბი, რას ამ­ბობს (იღი­მის)...

გი­ორ­გი:

- ადა­მი­ა­ნე­ბის პა­რო­დი­ებს ვა­კე­თებ ხოლ­მე, მაგ­რამ თა­თუ­ლის გაც­ნო­ბის შემ­დეგ მისი პა­რო­დია ვე­ღარ გა­ვა­კე­თე - ეს იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა...

თა­თუ­ლი:

- გი­ორ­გი პირ­ვე­ლად ვნა­ხე, "აწ­კე­პი­ლი", წვე­რი­ა­ნი ბიჭი იყო, რა­ღაც­ნა­ი­რი ვარ­ცხნი­ლო­ბით... როცა კარ­გად გა­ვი­ცა­ნი, მერე მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან ბავ­შვუ­რი და გულ­ჩვი­ლია, გა­რეგ­ნო­ბის მი­ხედ­ვით კი მას­ზე სულ სხვა­ნა­ი­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გექ­მნე­ბა...

გი­ორ­გი:

- თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვილ­თან მუ­შა­ო­ბა დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა და ამავდრო­უ­ლად, არის გარ­კვე­უ­ლი პრაქ­ტი­კაც. სცე­ნა­ზე მისი ყუ­რე­ბა, თუნ­დაც - რე­პე­ტი­ცი­ე­ბის დროს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ჩემს ენაზე მოლაპარაკე" ადამიანი გიორგის სახით აღმოვაჩინე" - როგორ იპოვეს ერთმანეთი თათული ედიშერაშვილმა და გიორგი გასვიანმა

"ჩემს ენაზე მოლაპარაკე" ადამიანი გიორგის სახით აღმოვაჩინე" - როგორ იპოვეს ერთმანეთი თათული ედიშერაშვილმა და გიორგი გასვიანმა

"როცა რეპეტიციაზეა, მშვიდად ვარ..."

მსახიობები არიან, პარტნიორებიც და დღეს ერთსა და იმავე სცენაზე უწევთ თამაში. ახმეტელის თეატრში, სპექტაკლში - "რომეო და ჯულიეტა" მათმა ბოლო ნამუშევარმა მაყურებლის ყურადღება ნამდვილად მიიქცია. გიორგი გასვიანს ლორენცოს როლი ერგო, თათული ედიშერაშვილს - ჯულიეტას ძიძის. მოცემულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვეს.

გიორგი გასვიანი:

- ახმეტელის თეატრში ერთი-ორი თვით ადრე მოვედი, ვიდრე თათული შემოგვიერთდებოდა ანუ როგორც იტყვიან, დავასწარი (იცინის)... ერთ მშვენიერ დღეს კი სამხატვრო ხელმძღვანელის კაბინეტში თათულიც შემოვიდა და სწორედ მაშინ გავიცანი. შემდეგ რეპეტიციებზე კარგად "შევათვალიერეთ" ერთმანეთი. მერე ისე მოხდა, რომ ყოველი რეპეტიციის შემდეგ, შესვენებაზეც ერთად გავდიოდით, ძალიან დავახლოვდით, შემიყვარდა და დავმეგობრდით. დღეს თეატრში მის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმომიდგენია.

თათული:

- ერთხელ ვუთხარი კიდეც და ცოტა არ იყოს, უტაქტოდ გამომივიდა: როცა აქ ვერ გხედავ, სიცარიელეა-მეთქი და გიორგისგან საშინელი პასუხი მივიღე (იღიმის)... თეატრში რომ მოვედი, ჩემთვის ჯერ კიდევ უცხო გარემოში ყველას ჩასაფრებულივით ვამოწმებდი, ვფრთხილობდი. მინდოდა, თანამშრომლებზე ნორმალური შთაბეჭდილება მომეხდინა და ბუნებრივია, ასეთ დროს გარკვეულწილად, ყველანი ვიპრანჭებით... მერე "ჩემს ენაზე მოლაპარაკე" ადამიანი გიორგი გასვიანის სახით აღმოვაჩინე. რიგ საკითხებზე ერთნაირი შეხედულება გვაქვს, მაგრამ ზოგჯერ ბუნებრივია, ვკამათობთ კიდეც, მაგრამ ეს კამათი არანაირად წყენამდე არ მიდის. მიხარია, რომ გიორგი გასვიანის სახით კარგი მეგობარი შევიძინე. ჩემთვის საინტერესოა მასთან ურთიერთობა როგორც სცენაზე, ისე - სცენის მიღმა. ბევრი საერთო მეგობარი აღმოგვაჩნდა, სხვადასხვა ადგილას მოგვიხდა შეხვედრა და მივხვდი, რომ თეატრის მიღმაც კომფორტული ადამიანია.

- გიორგი ასტროლოგიით არის გატაცებული. ამ მიმართულებით გარკვეულ რჩევებს თუ გაძლევს ხოლმე?

- ასტროლოგიაში აბსოლუტურად ვერ ვერკვევი. რაღაცებს რომ მეუბნება, თავს ვუქნევ, სინამდვილეში კი ვერც ვხდები, რას ამბობს (იღიმის)...

გიორგი:

- ადამიანების პაროდიებს ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ თათულის გაცნობის შემდეგ მისი პაროდია ვეღარ გავაკეთე - ეს იშვიათი შემთხვევაა...

თათული:

- გიორგი პირველად ვნახე, "აწკეპილი", წვერიანი ბიჭი იყო, რაღაცნაირი ვარცხნილობით... როცა კარგად გავიცანი, მერე მივხვდი, რომ ძალიან ბავშვური და გულჩვილია, გარეგნობის მიხედვით კი მასზე სულ სხვანაირი შთაბეჭდილება გექმნება...

გიორგი:

- თათული ედიშერაშვილთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა და ამავდროულად, არის გარკვეული პრაქტიკაც. სცენაზე მისი ყურება, თუნდაც - რეპეტიციების დროს ძალიან საინტერესოა.

იხილეთ გაგრძელება

"გაზაფხულზე პანდემია რომ დაიწყო, რაღაცების ცხობას შევუდექი... ვცდილობ, როგორც შემიძლია, სხვებსაც დავეხმარო" - ირინა ონაშვილი

"გაცნობიდან მალე მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვეძლო" - გიორგი გასვიანი ქორწინდება, ვინ არის მისი რჩეული?

ცნობილი ქართველი ქალები, რომლებიც შვილს 2021 წელს ელოდებიან