გახდება თუ არა საქართველო თხილის მეორე მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში

გახდება თუ არა საქართველო თხილის მეორე მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში

თხილის წარმოება საქართველოში არა ერთი ოჯახისთვის იქცა შემოსავლის მთავარ წყაროდ, უფრო მეტიც, ბოლო წლებში თხილი საექსპორტო ათეულში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას შეფასებით, 2014 წელს თხილის ექსპორტმა ღვინის ექსპორტსაც კი გადააჭარბა - თხილის ექსპორტიდან შემოსული თანხა 183,4 მილიონი აშშ დოლარი იყო, ხოლო ღვინის ექსპორტიდან - 180 მილიონი დოლარი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს თხილის ექსპორტიდან შემოსული თანხის ოდენობა 10%-ით გაიზარდა, ასევე გაიზარდა მისი წილი მთლიან ექსპორტშიც, თუმცა, უკლებლივ ყველა აღიარებს, რომ თხილის წარმოების სრულფასოვან დარგად ჩამოყალიბებაში მეცნიერების ჩარევა აუცილებელია.

დარგში არსებულ პრობლემებზე და მისი განვითარების გზებზე bpn.ge საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ალექსანდრე მოწერელიას ესაუბრა:

- ხშირად ვამბობ, რომ თხილის წარმოება ეს არის ახალი დარგი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ლამის სტიქიურად განვითარდა. ამ სიტყვას იმიტომ ვიყენებ, რომ თხილის წარმოებას სახელმწიფოს მიერ არანაირი ხელშეწყობა არ ჰქონია - არც პროგრამა, არც სუბსიდია, არც დახმარება და არც სხვა რამ. რაც მთავარია, საქართველოში თხილის წარმოების ტრადიციაც კი არ არსებობდა. ვინაიდან თხილის წარმოება მზარდი ტემპებით ვითარდება და სახელმწიფოს დიდ შემოსავალს აძლევს, ყველა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამ სფეროში მეცნიერების ჩარევა აუცილებელია. დრომ უკვე მოიტანა, რომ მეცნიერები ჩაერთონ ამ საქმეში, ვინაიდან ვერც ერთი დარგი ვერ განვითარდება სრულყოფილად, თუკი პრაქტიკისა და მეცნიერების კავშირს არ დაეფუძნება. იმისათვის, რომ გლეხმა სრულფასოვანი მოსავალი მიიღოს, აუცილებელია ნიადაგის განოყიერება, მელიორაცია, პლანტაციის სწორად გაშენება და მოვლა... ზოგჯერ გლეხმა არც კი იცის, ვის მიმართოს, სად მივიდეს, ან რა სახის სასუქი შეიტანოს - ორგანული, მინერალური, თუ სხვა.

ამის დასტურია ისიც, რომ ხალხმა გაჩეხა ჩაი და დარგო თხილი, რომელმაც იმ ადგილებში ვერ იხარა?

- ვერ იხარა იმიტომ, რომ ჩაი ყოველთვის მჟავე ნიადაგებზე ხარობს, თხილს კი, ასეთი ნიადაგი არ უყვარს. იმისათვის, რომ მოსავალი მიიღო, ასეთ ნიადაგში კირი უნდა შეიტანო. მათ კი, არავის ჰკითხეს, სწორედ ამიტომ არის საჭირო თხილის წარმოებაში მეცნიერების ჩართვა. ყველას, ვისაც თხილი მოჰყავს, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, როგორ მოუაროს ნიადაგს, როგორ შეიტანოს სასუქი, ან როგორ გასხლას.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია