სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ქართული" ბაყაყების ექსპორტი ჩავარდა
"ქართული" ბაყაყების ექსპორტი ჩავარდა

21-ე სა­უ­კუ­ნემ სხვა­დას­ხვა კონ­ტი­ნენტზე მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს და­უ­ახ­ლო­ვა. ისი­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბენ და ეძე­ბენ რა­ღაც ახალს, ეგ­ზო­ტი­კურს, რაც მათ­თვის უცხოა. გა­მო­ნაკ­ლი­სი ამ მხრივ არც კუ­ლი­ნა­რი­აა: არის ხალ­ხი, ვი­საც ღა­მუ­რას ან ტა­რან­ტუ­ლის ხორ­ცი შემ­წვარ კარ­ტო­ფილ­სა და ქათ­მის ხორცს ურ­ჩევ­ნია, ზო­გი­ერ­თი ტუ­რის­ტი კი, საფ­რან­გეთ­ში მარ­ტო ეი­ფე­ლის კოშ­კის სა­ნა­ხა­ვად კი არა, ბა­ყა­ყის თა­თე­ბის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლა­დაც ჩა­დის, ხოლო კამ­ბო­ჯა­ში - გვე­ლის სუ­პის გა­ს­ა­სინ­ჯად. არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ღა­მუ­რას ან ბა­ყა­ყის ხორ­ცი­სა­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი ისე­ვე უყ­ვართ, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცი­ვი ან ხა­ჭა­პუ­რი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო წლებ­ში ფრინ­ვე­ლის გრი­პის და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის გამო, ბა­ყა­ყის ხორ­ცზე მო­თხოვ­ნა საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და. ალ­ბათ ამი­ტო­მაც 5-6 წლის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბა­ყა­ყე­ბის მო­შე­ნე­ბა და საფ­რან­გეთ­ში გა­ტა­ნა და­ი­წყეს. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ტბის ბა­ყა­ყის გემო ევ­რო­პე­ლებს ძა­ლი­ან მოს­წონ­დათ, მაგ­რამ ამ ბიზ­ნეს­მა არ გა­ა­მარ­თლა.

ბა­ყა­ყის თა­თე­ბის ექ­სპორ­ტი ბო­ლოს 2010 წელს და­ფიქ­სირ­და: მა­შინ საფ­რან­გეთ­ში 1 100 კი­ლოგ­რა­მი ბა­ყა­ყის თა­თე­ბის ექ­სპორ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და, ხოლო 2009 წელს ჩვე­ნი ქვეყ­ნი­დან საფ­რან­გეთ­ში 4 175 კგ ცო­ცხა­ლი ბა­ყა­ყი გა­იყ­ვა­ნეს. სა­ბო­ლო­ოდ, "ქარ­თუ­ლი" ბა­ყა­ყე­ბის ექ­სპორ­ტი ჩა­ვარ­და, მაგ­რამ მო­ი­მა­ტა იმ­პორ­ტმა: "საქსტა­ტის" მო­ნა­ცე­მე­ბით, 2014 წელს წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბა­ყა­ყის თა­თე­ბის იმ­პორ­ტი სამ­ჯერ გა­ი­ზარ­და: ქვე­ყა­ნა­ში 0,3 ტონა პრო­დუქ­ტი შე­მო­ვი­და, ეს მა­შინ, რო­დე­საც 2013 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ 0,1 ტონა ბა­ყა­ყის თა­თე­ბი შე­მო­ი­ტა­ნეს. მო­მა­ტე­ბუ­ლია ამ პრო­დუქ­ტის ფა­სიც: 2014 წელს 1 კგ ბა­ყა­ყის თა­თე­ბის ფასი 2,3 დო­ლა­რი­თაა გაძ­ვი­რე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ბა­ყა­ყის თა­თე­ბის მთა­ვა­რი იმ­პორ­ტი­ო­რი ქვე­ყა­ნა და­ნი­აა.

ბა­ყა­ყის ხორცს ძი­რი­თა­დად ჩვე­ნი უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი ეტა­ნე­ბი­ან, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, მას ქარ­თვე­ლე­ბიც მი­ირ­თმე­ვენ - იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ მა­ინც... რეს­ტო­რან "ლე მა­რეს" დი­რექ­ტო­რი მო­ნი­კა მო­სი­ძე ამ­ბობს, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ეგ­ზო­ტი­კურ კერ­ძებს ნაკ­ლე­ბად ეტა­ნე­ბი­ან, მაგ­რამ 5-6 წლის წი­ნან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას თუ შე­ვა­და­რებთ, ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და: "ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში არ გვაქვს ბა­ყა­ყის ხორ­ცი და არც ასეთ კერ­ძებს მი­ვირ­თმევთ, მაგ­რამ უცხო­ეთ­ში მი­მოს­ვლამ, ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლამ ეგ­ზო­ტი­კურ მე­ნი­უ­ზე მო­თხოვ­ნა თა­ვის­თა­ვად გა­ზარ­და. ჩვე­ნი კლი­ენ­ტე­ბი, ვინც ასეთ კერ­ძებს გვიკ­ვე­თავს, სა­დღაც სტუმ­რად იყ­ვნენ, გა­სინ­ჯეს, მო­ე­წო­ნათ, მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღეს და ეგ­ზო­ტი­კურ კერ­ძებს სა­ქარ­თვე­ლო­შიც აგე­მოვ­ნე­ბენ. ამი­ტომ, მსგავ­სი კერ­ძე­ბი ჩვენს სამ­ზა­რე­უ­ლო­შიც მზად­დე­ბა. ათი ან ოცი წლის წინ სა­ზღვარ­გა­რეთ ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბის ხალ­ხი გა­დი­ო­და, ინ­ფორ­მა­ცი­აც ნაკ­ლე­ბი იყო და ასეთ გა­მორ­ჩე­ულ საკ­ვებს ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლე­ბი ეტა­ნე­ბოდ­ნენ, ახლა კი, ქარ­თვე­ლე­ბიც უკ­ვე­თა­ვენ, თუმ­ცა მათი რა­ო­დე­ნო­ბა დიდი არ არის".

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ქართული" ბაყაყების ექსპორტი ჩავარდა

"ქართული" ბაყაყების ექსპორტი ჩავარდა

21-ე საუკუნემ სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს დაუახლოვა. ისინი მოგზაურობენ და ეძებენ რაღაც ახალს, ეგზოტიკურს, რაც მათთვის უცხოა. გამონაკლისი ამ მხრივ არც კულინარიაა: არის ხალხი, ვისაც ღამურას ან ტარანტულის ხორცი შემწვარ კარტოფილსა და ქათმის ხორცს ურჩევნია, ზოგიერთი ტურისტი კი, საფრანგეთში მარტო ეიფელის კოშკის სანახავად კი არა, ბაყაყის თათების დასაგემოვნებლადაც ჩადის, ხოლო კამბოჯაში - გველის სუპის გასასინჯად. არაერთ ქვეყანაში ღამურას ან ბაყაყის ხორცისაგან დამზადებული კერძები ისევე უყვართ, როგორც საქართველოში საცივი ან ხაჭაპური.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ფრინველის გრიპის და სხვა დაავადებების გავრცელების გამო, ბაყაყის ხორცზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ალბათ ამიტომაც 5-6 წლის წინ საქართველოში ბაყაყების მოშენება და საფრანგეთში გატანა დაიწყეს. დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ტბის ბაყაყის გემო ევროპელებს ძალიან მოსწონდათ, მაგრამ ამ ბიზნესმა არ გაამართლა.

ბაყაყის თათების ექსპორტი ბოლოს 2010 წელს დაფიქსირდა: მაშინ საფრანგეთში 1 100 კილოგრამი ბაყაყის თათების ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2009 წელს ჩვენი ქვეყნიდან საფრანგეთში 4 175 კგ ცოცხალი ბაყაყი გაიყვანეს. საბოლოოდ, "ქართული" ბაყაყების ექსპორტი ჩავარდა, მაგრამ მოიმატა იმპორტმა: "საქსტატის" მონაცემებით, 2014 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოში ბაყაყის თათების იმპორტი სამჯერ გაიზარდა: ქვეყანაში 0,3 ტონა პროდუქტი შემოვიდა, ეს მაშინ, როდესაც 2013 წელს საქართველოში მხოლოდ 0,1 ტონა ბაყაყის თათები შემოიტანეს. მომატებულია ამ პროდუქტის ფასიც: 2014 წელს 1 კგ ბაყაყის თათების ფასი 2,3 დოლარითაა გაძვირებული. საქართველოსთვის ბაყაყის თათების მთავარი იმპორტიორი ქვეყანა დანიაა.

ბაყაყის ხორცს ძირითადად ჩვენი უცხოელი სტუმრები ეტანებიან, თუმცა როგორც ჩანს, მას ქართველებიც მიირთმევენ - იშვიათად, მაგრამ მაინც... რესტორან "ლე მარეს" დირექტორი მონიკა მოსიძე ამბობს, რომ ქართველები ეგზოტიკურ კერძებს ნაკლებად ეტანებიან, მაგრამ 5-6 წლის წინანდელ სიტუაციას თუ შევადარებთ, ეგზოტიკური კერძების რეალიზაცია საგრძნობლად გაიზარდა: "ქართულ სამზარეულოში არ გვაქვს ბაყაყის ხორცი და არც ასეთ კერძებს მივირთმევთ, მაგრამ უცხოეთში მიმოსვლამ, ინფორმაციის გაცვლამ ეგზოტიკურ მენიუზე მოთხოვნა თავისთავად გაზარდა. ჩვენი კლიენტები, ვინც ასეთ კერძებს გვიკვეთავს, სადღაც სტუმრად იყვნენ, გასინჯეს, მოეწონათ, მის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და ეგზოტიკურ კერძებს საქართველოშიც აგემოვნებენ. ამიტომ, მსგავსი კერძები ჩვენს სამზარეულოშიც მზადდება. ათი ან ოცი წლის წინ საზღვარგარეთ ნაკლები რაოდენობის ხალხი გადიოდა, ინფორმაციაც ნაკლები იყო და ასეთ გამორჩეულ საკვებს ძირითადად უცხოელები ეტანებოდნენ, ახლა კი, ქართველებიც უკვეთავენ, თუმცა მათი რაოდენობა დიდი არ არის".

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია