სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"რაღა დროს წერო და კომბოსტოა" - როგორ ელაპარაკებიან ცნობილი მშობლები შვილებს სქესობრივ საკითხებზე
"რაღა დროს წერო და კომბოსტოა" - როგორ ელაპარაკებიან ცნობილი მშობლები შვილებს სქესობრივ საკითხებზე

გარ­და­ტე­ხის საკ­მა­ოდ რთულ ეტაპს, თან ახ­ლავს სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის პე­რი­ო­დი, ჰორ­მო­ნე­ბი იწყებს მო­ჭარ­ბე­ბა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბას და მო­ზარ­დი ნელ-ნელა ყა­ლიბ­დებ­და ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნად. რამ­დე­ნად არი­ან გახ­სნი­ლე­ბი მშობ­ლე­ბი შვი­ლებ­თან, ესა­უბ­რე­ბი­ან თუ არა სქე­სობ­რივ სიმ­წი­ფე­ზე, უნდა იყოს თუ არა ოჯახ­ში სა­უ­ბა­რი ამ თე­მა­ზე, რას ფიქ­რო­ბენ სკო­ლა­ში სექ­სო­ლო­გი­ის საგ­ნად შე­ტა­ნა­ზე ცნო­ბი­ლი მშობ­ლე­ბი - ამას ჩვე­ნი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე:

- მა­მა­ჩე­მი მას­წავ­ლე­ბე­ლი, გე­ოგ­რა­ფი კაცი იყო, ჰალ­სტუ­ხით და­დი­ო­და სულ, ტრუ­სი­კით არას­დროს მი­ნა­ხავს და პირ­ვე­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი გაკ­ვე­თი­ლი ჩა­მი­ტა­რა ასე­თი: მან­ქა­ნა­ში "შე­მიხ­მო" და მი­თხრა, მამა, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ და თუ რამე დაგ­ჭირ­დეს ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში – ზე­წა­რი, ბა­ლი­ში ან მატ­რა­სი, არ მო­გე­რი­დო­სო. დღემ­დე სა­ი­დუმ­ლოდ რჩე­ბა ჩემ­თვის, რას ნიშ­ნავ­და ეს ზე­წა­რი, მატ­რა­სი და ბა­ლი­ში, რაში უნდა დამ­ჭირ­ვე­ბო­და, თავ­ქვეშ ამო­სა­დე­ბად, გა­და­სა­ფა­რებ­ლად თუ... ის კი არ უთ­ქვამს, მამა ფრთხი­ლად იყა­ვი, სად­მე რამე არ აი­კი­დო და "ლევი ბოვ­ში" არ მო­მიყ­ვა­ნო სახ­ლშიო. ალ­ბათ რა­ღაც იყო მის და­რი­გე­ბა­ში და უფრო გვი­ან ჩავ­წვდე­ბი ამ სიბ­რძნეს. ვთვლი, რომ მა­მამ მო­ვა­ლე­ო­ბის მოხ­დის მიზ­ნით მი­თხრა ეს ყვე­ლა­ფე­რი, თო­რემ კარ­გად იცო­და, რომ უკვე გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ჩემს შვილ­საც ვუ­ყუ­რებ, ჯერ სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­მო­ტე­ვე­ბი არ აწუ­ხებს, მისი ტემ­პე­რა­მენ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მაგ­რამ როცა ამის დროს მოვა, მისი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვიქ­ნე­ბი. სექ­სუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა ყვე­ლა ოჯახ­ში დგე­ბა. იწყე­ბა ლა­პა­რა­კი, "დედა, ბიჯო, ბა­ღა­ნა გა­ი­ზარ­და და ახლა მა­გას გო­გო­ე­ბი ურე­კა­ვენ, ჩემი სიკ­ვდი­ლიო"... მაგ­რამ ამა­ში გა­და­სა­რე­ვი არა­ფე­რია, გო­გომ და­ურ­ე­კოს არ ჯო­ბია, ვიდ­რე ბიჭ­მა?!

კრის­ტი ყიფ­ში­ძე:

- გარ­და­ტე­ხის ასა­კი საკ­მა­ოდ რთუ­ლი პე­რი­ო­დია რო­გორც მშობ­ლის­თვის, ასე­ვე შვი­ლის­თვის. იმი­სათ­ვის, რომ შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვად გა­და­ი­ლა­ხოს ეს პე­რი­ო­დი, არ­სე­ბობს ლი­ტე­რა­ტუ­რა, კვლე­ვე­ბი, ინ­ფორ­მა­ცი­აა ინ­ტერ­ნეტ­შიც მრავ­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან კარ­გია გა­სა­უბ­რე­ბა ფსი­ქო­ლოგ­თან. თუმ­ცა, ალ­ბათ ყვე­ლას არ აქვს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა. ნა­ტა­ლი­ას შემ­თხვე­ვა­ში ვერ ვი­ტყვი, რომ გარ­თუ­ლე­ბულ ფორ­მებ­ში აქვს გარ­და­ტე­ხის ასა­კი, თუმ­ცა ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბა უკვე ეტყო­ბა, უფრო პრე­ტენ­ზი­უ­ლი და ჯი­უ­ტი გახ­და. მა­გა­ლი­თად, თუ ვურ­ჩევ, რომ არ ჩა­იც­ვას ის კონ­კრე­ტუ­ლი რა­ღაც, თან ვუ­სა­ბუ­თებ, რა­ტომ ვე­უბ­ნე­ბი ამას, არას­დროს არ ვტო­ვებ ახ­სნის გა­რე­შე

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"რაღა დროს წერო და კომბოსტოა" - როგორ ელაპარაკებიან ცნობილი მშობლები შვილებს სქესობრივ საკითხებზე

"რაღა დროს წერო და კომბოსტოა" - როგორ ელაპარაკებიან ცნობილი მშობლები შვილებს სქესობრივ საკითხებზე

გარდატეხის საკმაოდ რთულ ეტაპს, თან ახლავს სქესობრივი მომწიფების პერიოდი, ჰორმონები იწყებს მოჭარბება-გააქტიურებას და მოზარდი ნელ-ნელა ყალიბდებდა ზრდასრულ ადამიანად. რამდენად არიან გახსნილები მშობლები შვილებთან, ესაუბრებიან თუ არა სქესობრივ სიმწიფეზე, უნდა იყოს თუ არა ოჯახში საუბარი ამ თემაზე, რას ფიქრობენ სკოლაში სექსოლოგიის საგნად შეტანაზე ცნობილი მშობლები - ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ხვიჩა მაღლაკელიძე:

- მამაჩემი მასწავლებელი, გეოგრაფი კაცი იყო, ჰალსტუხით დადიოდა სულ, ტრუსიკით არასდროს მინახავს და პირველი სექსუალური გაკვეთილი ჩამიტარა ასეთი: მანქანაში "შემიხმო" და მითხრა, მამა, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ და თუ რამე დაგჭირდეს ქალთან ურთიერთობაში – ზეწარი, ბალიში ან მატრასი, არ მოგერიდოსო. დღემდე საიდუმლოდ რჩება ჩემთვის, რას ნიშნავდა ეს ზეწარი, მატრასი და ბალიში, რაში უნდა დამჭირვებოდა, თავქვეშ ამოსადებად, გადასაფარებლად თუ... ის კი არ უთქვამს, მამა ფრთხილად იყავი, სადმე რამე არ აიკიდო და "ლევი ბოვში" არ მომიყვანო სახლშიო. ალბათ რაღაც იყო მის დარიგებაში და უფრო გვიან ჩავწვდები ამ სიბრძნეს. ვთვლი, რომ მამამ მოვალეობის მოხდის მიზნით მითხრა ეს ყველაფერი, თორემ კარგად იცოდა, რომ უკვე გათვითცნობიერებული ვიყავი. ჩემს შვილსაც ვუყურებ, ჯერ სექსუალური შემოტევები არ აწუხებს, მისი ტემპერამენტიდან გამომდინარე, მაგრამ როცა ამის დროს მოვა, მისი გულშემატკივარი ვიქნები. სექსუალური პრობლემა ყველა ოჯახში დგება. იწყება ლაპარაკი, "დედა, ბიჯო, ბაღანა გაიზარდა და ახლა მაგას გოგოები ურეკავენ, ჩემი სიკვდილიო"... მაგრამ ამაში გადასარევი არაფერია, გოგომ დაურეკოს არ ჯობია, ვიდრე ბიჭმა?!

კრისტი ყიფშიძე:

- გარდატეხის ასაკი საკმაოდ რთული პერიოდია როგორც მშობლისთვის, ასევე შვილისთვის. იმისათვის, რომ შედარებით მარტივად გადაილახოს ეს პერიოდი, არსებობს ლიტერატურა, კვლევები, ინფორმაციაა ინტერნეტშიც მრავლად მოიძებნება. გარდა ამისა, ძალიან კარგია გასაუბრება ფსიქოლოგთან. თუმცა, ალბათ ყველას არ აქვს ამის საშუალება. ნატალიას შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ გართულებულ ფორმებში აქვს გარდატეხის ასაკი, თუმცა ხასიათის ცვლილება უკვე ეტყობა, უფრო პრეტენზიული და ჯიუტი გახდა. მაგალითად, თუ ვურჩევ, რომ არ ჩაიცვას ის კონკრეტული რაღაც, თან ვუსაბუთებ, რატომ ვეუბნები ამას, არასდროს არ ვტოვებ ახსნის გარეშე

განაგრძეთ კითხვა

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს