გლდანში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის გამაგრება 700 000 ლარით დაფინანსდება

გლდანში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის გამაგრება 700 000 ლარით დაფინანსდება

გლდანის მე-6 მიკრორაიონში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის გამაგრება შესაძლოა 700 000 ლარით დაფინანსდეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დღეს თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუანაშვილმა განუცხადა.

გოჩა ბაბუნაშვილის თქმით, დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღეს, რომ დაზიანებულ კორპუსს ექსპერტიზა ჩაუტარდეს და გამაგრების სამუშაოები დააფინანსონ. მისივე თქმით, სავარაუდოდ, 700 000 ლარი დასჭირდება კორპუსის აღდგენას.

"ჯერ საექსპერტო დასკვნა არ გვაქვს, მაგრამ როგორც ექსპერტები აცხადებენ კორპუსის გამაგრება შესაძლებელია და შემდგომ რომ იქ ოჯახებმა იცხოვრონ, სარემონტო თანხად 700 000 ლარი სახელდება, ჩვენ მივეცით თანხმობა ბიუროს სხდომაზე, რათა დაიდოს საექსპერტო დასკვნები და თუ საჭირო გახდება გაიზარდოს ან შემცირდეს აღნიშნული თანხა", - განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული კორპუსიდან 47 ოჯახია გასახლებული, რომლებიც ამჟამად სასტუმროში არიან გადაყვანილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია