სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ხურვალეთსა და წითელუბანთან რუსმა და ოსმა სამხედროებმა საქართველოს დროშა ჩამოხსნეს
ხურვალეთსა და წითელუბანთან რუსმა და ოსმა სამხედროებმა საქართველოს დროშა ჩამოხსნეს

სოფ­ლე­ბის, ხურ­ვა­ლე­თის და წი­თე­ლუბ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვი­თა­რე­ბა და­ი­ძა­ბა. იმ ად­გი­ლას, სა­დაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ დე ფაქ­ტო სამ­ხრეთ ოსე­თის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის აღმნიშ­ვნე­ლი მწვა­ნე ბა­ნე­რი იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, ცოტა ხნის წინ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­ა­ნე­ბი გა­მოჩ­ნდნენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი რუ­სუ­ლი სა­ჯა­რი­სო და­ნა­ყო­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ასე­ვე ოსუ­რი სპეც­რაზ­მის წევ­რე­ბი არი­ან. მათ­თან ერ­თად ცოტა ხნის წინ ცხინ­ვა­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რო­ბერტ გა­ზა­ე­ვი გა­მოჩ­ნდა. აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის აქ­ცი­ის დროს მოგ­ლე­ჯი­ლი ბა­ნე­რის ად­გილ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი დრო­შა ჩა­მოხ­სნეს.

"აქ გა­დის ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან თავს არ შე­ი­კა­ვებთ შე­სა­ბა­მის ზო­მებს მი­ვი­ღებთ", - გა­ნუ­ცხა­და გა­ზა­ევ­მა ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

რო­ბერტ გა­ზა­ე­ვის თქმით, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მსჯე­ლო­ბა ორ­შა­ბათს, ერგნეთ­ში ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ის ფორ­მატ­ში და­გეგ­მილ რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე შედ­გე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სხდო­მის და­ნიშ­ვნა დღეს გა­და­წყდა. სოფ­ლე­ბის, წი­თე­ლუბ­ნის და ხურ­ვა­ლე­თის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ცოტა ხნის წინ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ მის­ცეს. ასე­ვე, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წი­თე­ლუბ­ნე­ლე­ბი პი­რუ­ტყვს აძო­ვებ­დნენ და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ფორ­მი­ა­ნებ­მა მა­თაც მოს­თხო­ვეს, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია.

ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბიც და ამ წუ­თებ­ში ცხინ­ვა­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს, რო­ბერს გა­ზა­ევს შიდა ქარ­თლის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, და­ვით ბა­ი­და­უ­რი ესა­უბ­რე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ხურვალეთსა და წითელუბანთან რუსმა და ოსმა სამხედროებმა საქართველოს დროშა ჩამოხსნეს

ხურვალეთსა და წითელუბანთან რუსმა და ოსმა სამხედროებმა საქართველოს დროშა ჩამოხსნეს

სოფლების, ხურვალეთის და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება დაიძაბა. იმ ადგილას, სადაც რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერი იყო დამონტაჟებული, ცოტა ხნის წინ შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, შეიარაღებული პირები რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლები და ასევე ოსური სპეცრაზმის წევრები არიან. მათთან ერთად ცოტა ხნის წინ ცხინვალის ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი რობერტ გაზაევი გამოჩნდა. აღნიშნულმა პირებმა მედიის წარმომადგენლების აქციის დროს მოგლეჯილი ბანერის ადგილზე დამონტაჟებული დროშა ჩამოხსნეს.

"აქ გადის ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი და იმ შემთხვევაში, თუ გადაადგილებისგან თავს არ შეიკავებთ შესაბამის ზომებს მივიღებთ", - განუცხადა გაზაევმა ქართველ ჟურნალისტებს.

რობერტ გაზაევის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში კონფლიქტის ზონაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯელობა ორშაბათს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ფორმატში დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე შედგება.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, აღნიშნული სხდომის დანიშვნა დღეს გადაწყდა. სოფლების, წითელუბნის და ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობას ცოტა ხნის წინ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების საშუალება აღარ მისცეს. ასევე, ამ ტერიტორიაზე წითელუბნელები პირუტყვს აძოვებდნენ და შეიარაღებულმა ფორმიანებმა მათაც მოსთხოვეს, რომ დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ აღნიშნული ტერიტორია.

ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცავებიც და ამ წუთებში ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენელს, რობერს გაზაევს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, დავით ბაიდაური ესაუბრება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია