რომელი სარეცხი ფხვნილია ყველაზე ტოქსიკური და ეფექტური - ექსპერტიზის შედეგები

რომელი სარეცხი ფხვნილია ყველაზე ტოქსიკური და ეფექტური - ექსპერტიზის შედეგები

რამდენად უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის ის სარეცხი საშუალებები, რომელსაც ოჯახში ვიყენებთ და რომელი სარეცხი საშუალება უფრო ეფექტურია? აქედან მეორე შეკითხვაზე ბევრი დაფიქრებულა, პირველზე კი, სამწუხაროდ, ხშირად არ ვფიქრობთ. ძირითადად არჩევანს ვაკეთებს რეკლამის, ნაცნობების და გამყიდველის რჩევით.

მსოფლიო მეცნიერული კლასიფიკაციით სარეცხი საშუალებები განეკუთვნება ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის ყველაზე საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს მათ შორის, რომლებიც საყოფაცხოვრებო მოხმარებაშია.

სარეცხი ფხვნილის ყველაზე საშიშ კომპონენტებს განეკუთვნება ფოსფატები და ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (anionic surfactants), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, იმუნიტეტის დაქვეითება, უარყოფითად მოქმედებენ კანის უჯრედებზე, მაღალი კონცენტრაციით კი შეუძლიათ დააზიანონ ღვიძლი, თირკმლები, ფილტვები და ნერვული სისტემა. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები შეიძლება დაგროვდეს ჩვენს ორგანიზმში.

ფხვნილში ფოსფატების არსებობა პირველ რიგში სახიფათოა გარემოსთვის, სადაც სარეცხი მანქანისგან გამომავალი წყალი ხვდება. ფოსფატები შეუქცევლად ანადგურებენ წყალსაცავების ეკოსისტემას. ამიტომ დღეს უკვე ბევრი ორგანიზაცია ცდილობს მიაღწიოს სარეცხი საშუალებების შემადგენლობაში მათი გამოყენების აკრძალვას.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს