თბილისში ჩამოსული ნიკა ცისკარიძე ალყაში მოაქციეს - რატომ გაიქცა შეხვედრიდან ცნობილი ბალერონი

თბილისში ჩამოსული ნიკა ცისკარიძე ალყაში მოაქციეს - რატომ გაიქცა შეხვედრიდან ცნობილი ბალერონი

29 ივნისს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ნიკა ცისკარიძესთან შეხვედრა გაიმართა. საღამოზე მოცეკვავის სასცენო მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ნიკა საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ყველა შეკითხვას უპასუხებდა, რაც ხალხს აინტერესებდა, თუმცა დაგეგმილი დიალოგი, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩაიშალა...

ხმაურით შეწუხებულმა მოცეკვავემ ჯერ დარბაზში მყოფთ სიჩუმისკენ მოუწოდა, მაგრამ მის თხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია. შემდეგ მაგიდასთან მყოფი ცისკარიძის გარშემო შეკრებილი ადამიანების წრე ნელ-ნელა შევიწროვდა და ბოლოს მოცეკვავე ალყაში ისე მოაქციეს, რომ გაუსაძლის სიცხეში თავისუფლად სუნთქვის საშუალება დაკარგა. ნიკა ცისკარიძე იძულებული გახდა, შეხვედრა დაეტოვებინა, რაც, ასეთ შემთხვევაში, სრულიად ადეკვატური ნაბიჯი იყო მისი მხრიდან...

თუმცა მანამდე მან სოფო ნიჟარაძესთან ერთად სპონტანურად ორი სიმღერის შესრულება შეძლო. სოფო ნიჟარაძემ ნიკასთან შეხვედრა ასე გაიხსენა: ''პატარა გოგო ვიყავი, 17 წლის, როცა მოსკოვში მიუზიკლ ''რომეო და ჯულიეტაში''როლი მივიღე. მანამდე, რა თქმა უნდა, დიდ თეატრში ნანახი მქონდა ნიკას არაჩვეულებრივი არაერთი როლი. ყურებს არ ვუჯერებდი, როცა მითხრეს, რომ მექნებოდა ბედნიერება, მასთან ერთად ერთ სცენაზე ვმდგარიყავი. ორი წლის განმავლობაში მიდიოდა მიუზიკლი ''რომეო და ჯულიეტა''. ნიკა სიკვდილის როლს ასრულებდა. 200-ზე მეტი სპექტაკლი ვითამაშეთ და ნიკას ხელით 230-ჯერ მოვიკალი თავი. ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო, რომ ასეთ ვარსკვლავთან ერთად ვიდექი სცენაზე...''

მიუზიკლში სოფოს დუბლებიც ჰყავდა, თუმცა ნიკა ცისკარიძემ სოფო გამოარჩია: ''ჯულიეტას სხვაც თამაშობდა, მაგრამ იმ შემადგენლობიდან სოფიკო ჩემთვის უსაყვარლესი ჯულიეტა იყო. მისი ''მოკვლა''მიჭირდა, მაგრამ იმავდროულად განსაკუთრებით მსიამოვნებდა კიდეც (იღიმის). სპექტაკლის პრემიერა 2004 წელს შედგა, რის შემდეგაც ეს დიდი ქეიფით აღვნიშნეთ, მე და სოფიკომ ''თბილისო''და ''ციცინათელა''ვიმღერეთ''.

ახლაც სწორედ ეს ორი სიმღერა შეასრულეს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში. ვინაიდან ჩაშლილ შეხვედრაზე უკვე მოგახსენეთ, მოცეკვავეზე წიგნის მასალებიდან და სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მისი ინტერვიუებიდან თავად მოგითხრობთ. მოგეხსენებათ, მოცეკვავეები ადრე ასრულებენ აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას. ასე მოხდა მის შემთხვევაშიც _ 35 წლიდან ''პენსიაზეა''.

ბალეტის მოცეკვავეები ბავშვობიდან სწავლობენ ტკივილის იგნორირებას. ერთხელ, უმძიმესი ტრავმის მიღების მიუხედავად, რეპეტიციას კიდევ 20 წუთს აგრძელებდა და მუხლის გარშემო მთელი მყესები და კუნთები დაუწყდა. ეს კინაღამ დამღუპველი აღმოჩნდა _ ოპერაცია დასჭირდა, სტაფილოკოკით ინფიცირებული რამდენიმე კვირა სიკვდილს ებრძოდა, სეფსისი განუვითარდა. არათუ ფეხის შენარჩუნება, მისი სიცოცხლეც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა ''გამოძვრა''და ცხრაჯერ ნაოპერაციევი ფეხით სცენას დაუბრუნდა.

იხილეთ გაგრძელება

"დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა მე ძალიან მომწონს!" - მსახიობი ანი ბებია ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს

“ბნელი 90-იანების დროს მე გავხდი ძალადობის მსხვერპლი" - ლელა წურწუმია

"პატიება უნდა ვიცოდეთ, ხალხო... მეგობრები არიან, უყვართ საქართველო და ქართველები" - რას ამბობს იმ ქალის დედა, რომელმაც პოზნერს საქართველოში უმასპინძლა