5 გარდაცვლილი და 45 უსახლკაროდ დარჩენილი: რა მდგომარეობაში არიან გლდანში აფეთქების შედეგად დაშავებულები

5 გარდაცვლილი და 45 უსახლკაროდ დარჩენილი: რა მდგომარეობაში არიან გლდანში აფეთქების შედეგად დაშავებულები

გლდანში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული ორი გოგონას მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ერთი მათგანი სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის რეანიმაციულ დეპარტამენტში რჩება, მეორე კი, უმძიმესი მდგომარეობით დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქირურგიის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, დაშავებულ 25 წლის ქალს გუშინ ორი ურთულესი – ნეიროქირურგიული და ტრავმატოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და რეანიმაციულ დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია. მას მთელი სხეული და სასუნთქი გზები აქვს დამწვარი, აღენიშნება ბაროტრავმა. დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

გლდანის მე-6 მიკრორაიონის #2 კორპუსში აფეთქება გუშინ მოხდა. აფეთქების შედეგად, 5 ადამიანი გარდაიცვალა. 45 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე|მაშველებმა აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მეხუთე ცხედარი ამოიყვანეს

პირველი კადრები გლდანში მომხდარი აფეთქების შემდეგ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია