ავარია ფოთში - გარდაცვლილია მამაკაცი

ავარია ფოთში - გარდაცვლილია მამაკაცი

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში მსხვერპლით დასრულდა. ქალაქის შესასვლელში, მე-7 კილომეტრის წყალგამყოფ ხიდთან ერთმანეთს საპირისპირო მხრიდან მოძრავი 06-ის მარკის ავტომანქანა და სატვირთო მიკროავტობუსი შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად 06-ის მარკის ავტომანქანის მძღოლი, 49 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. იგი ახალციხის მკვიდრია. მიკროავტობუსში მსხდომ პირებს კი დაზიანებები არ აღენიშნებათ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების წარმომადგენლები. გარდაცვლილი ქუთაისში პროზექტურაში გადაასვენეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია