სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
''გაუცინარ'' თათუკას გიგომ ხასიათი შეუცვალა - "სასიამოვნოა, როცა შენით ინტერესდებიან..."
''გაუცინარ'' თათუკას გიგომ ხასიათი შეუცვალა - "სასიამოვნოა, როცა შენით ინტერესდებიან..."

თა­თუ­კა ნარ­ტყოშ­ვი­ლი "რუს­თა­ვი 2"-ში წლე­ბია მუ­შა­ობს, პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია, ძა­ლი­ან უყ­ვარს წერა და პო­პუ­ლა­რულ შო­უ­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა. წელს კი კა­მე­რის წინ დად­გა და გიგო ში­უ­კაშ­ვილ­თან ერ­თად "X ფაქ­ტორს" უძღვე­ბა.

რუს­თა­ვი-ში 2007 წლი­დან ვმუ­შა­ობ, და­ვი­წყე ჟურ­ნა­ლის­ტად, მე­ო­რე "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მი­ა­ში" რე­დაქ­ტო­რი გახ­ლდით, შემ­დეგ "ნი­ჭი­ერ­ში" სცე­ნა­რის­ტი და გა­და­ვი­ნაც­ვლე "ყურ­ში", წამ­ყვა­ნებ­თან. მას შემ­დეგ ამ ყვე­ლაფ­რით მო­ვი­წამ­ლე და დიდი პრო­ექ­ტე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია.

კა­მე­რის იქით კი სპონ­ტა­ნუ­რად გა­და­ვი­ნაც­ვლე. რო­დე­საც გიგო კას­ტინგზე მო­ვი­და, ტექ­სტი ვი­ცო­დი და ვინ­მეს­თან ერ­თად მისი ჩა­წე­რა გვინ­დო­და, არა­ვინ იყო გვერ­დით და მე და­ვუ­დე­ქი. რა­ტომ­ღაც აქამ­დე ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა ჩემი თავი კა­მე­რის წინ. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ პირ­ველ კურ­სზე ტე­ლე­მა­რა­თონ­ზე ჩარ­თვებ­ზე და­მა­ყე­ნეს და მა­შინ ჩემი თავი ძა­ლი­ან არ მო­მე­წო­ნა (იღი­მის). ალ­ბათ, მას მერე რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი ვის­წავ­ლე, წამ­ყვა­ნებ­თან მი­წევ­და მუ­შა­ო­ბა, ამი­ტო­მაც აღარ გამ­ჭირ­ვე­ბია კა­მე­რის წინ დად­გო­მა.

სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა შე­ნით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, ქუ­ჩა­ში გცნო­ბენ და ძი­რი­თა­დად და­დე­ბი­თად გეხ­მა­უ­რე­ბი­ან. არის კრი­ტი­კაც, რო­მელ­საც "ფე­ის­ბუქ­ზე" მწე­რენ, მაგ­რამ ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით. არის რა­ღა­ცე­ბი, რაც მეც არ მომ­წონს, ვახ­ვევ გა­და­ცე­მას და ვუ­ყუ­რებ ხოლ­მე, მერე ვცდი­ლობ, არ გა­ვი­მე­ო­რო, მაგ­რამ ზოგ­ჯერ იმა­ვე შეც­დო­მას მა­ინც ვუშ­ვებ.

- შენი თა­ნა­წამ­ყვა­ნი გიგო ში­უ­კაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნია. მას­თან ერ­თად წამ­ყვა­ნო­ბა ალ­ბათ სა­ხა­ლი­სოა.

- რე­ა­ლუ­რად გი­გოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში უამ­რა­ვი რამ შეც­ვა­ლა და ბევრ რა­მეს სრუ­ლი­ად სხვა თვა­ლით შევ­ხე­დე. ბევ­რი პო­ზი­ტი­ვი და­ვი­ნა­ხე. ამ­ბო­ბენ, რომ უხა­სი­ა­თო და ჩა­კე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. ეს აზრი ჩემ­ზე ალ­ბათ იმან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ გა­ღი­მე­ბა არ მიყ­ვარს. გი­გომ მას­წავ­ლა გა­ღი­მე­ბა. ძა­ლი­ან მომ­წონს და შე­მიყ­ვარ­და, გა­მი­ჭირ­დე­ბა, როცა პრო­ექ­ტი დას­რულ­დე­ბა და მას ასე ხში­რად ვერ ვნა­ხავ.

გი­გოს იმპრო­ვი­ზა­ცი­ის უნა­რი აქვს. ტუ­რი­დან ტუ­რამ­დე იზ­რდე­ბა. "ბითლზის" ტუ­რის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი მო­ვი­და, უამ­რა­ვი რამ წა­უ­კი­თხავს. იდე­ე­ბი შე­მომ­თა­ვა­ზა, ასე გა­ვა­კე­თო­თო. ხში­რად ვი­ზი­ა­რებ მის იდე­ებს. ვფიქ­რობ, მის ცხოვ­რე­ბა­ში დად­გე­ბა მო­მენ­ტი, რო­დე­საც და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც შეძ­ლებს გა­ძღო­ლას.

- რო­გორ შეხ­ვდნენ მე­გობ­რე­ბი შენს წამ­ყვა­ნო­ბას?

- ჩემი მე­გობ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი ჩემი კო­ლე­გე­ბი არი­ან, ყვე­ლა ძა­ლი­ან კარ­გად შეხ­ვდა.

- ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბაც მოს­წონთ?

- ეს გან­სა­კუთ­რე­ბით (იღი­მის). სი­ნამ­დვი­ლე­ში არ ვარ ცუდ ხა­სი­ათ­ზე, მაგ­რამ რად­გან არ ვი­ცი­ნი, ჰგო­ნი­ათ, რომ კარგ გან­წყო­ბა­ზე არ ვარ. შე­საძ­ლოა, ეს გე­ნე­ტი­კუ­რი­ცაა, რად­გან დე­და­ჩე­მიც ასე­თია, არა­და, სა­უ­კე­თე­სო ხა­სი­ა­თი აქვს, მაგ­რამ გა­ღი­მე­ბა არ უყ­ვარს. სა­მა­გი­ე­როდ, ჩემი შვი­ლი, ელი­სა­ბე­დი, მუდ­მი­ვად იცი­ნის.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

''გაუცინარ'' თათუკას გიგომ ხასიათი შეუცვალა - "სასიამოვნოა, როცა შენით ინტერესდებიან..."

''გაუცინარ'' თათუკას გიგომ ხასიათი შეუცვალა - "სასიამოვნოა, როცა შენით ინტერესდებიან..."

თათუკა ნარტყოშვილი ''რუსთავი 2''-ში წლებია მუშაობს, პროფესიით ჟურნალისტია, ძალიან უყვარს წერა და პოპულარულ შოუებზე მუშაობა. წელს კი კამერის წინ დადგა და გიგო შიუკაშვილთან ერთად ''X ფაქტორს'' უძღვება.

რუსთავი-ში 2007 წლიდან ვმუშაობ, დავიწყე ჟურნალისტად, მეორე ''ვარსკვლავების აკადემიაში'' რედაქტორი გახლდით, შემდეგ ''ნიჭიერში'' სცენარისტი და გადავინაცვლე ''ყურში'', წამყვანებთან. მას შემდეგ ამ ყველაფრით მოვიწამლე და დიდი პროექტების გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

კამერის იქით კი სპონტანურად გადავინაცვლე. როდესაც გიგო კასტინგზე მოვიდა, ტექსტი ვიცოდი და ვინმესთან ერთად მისი ჩაწერა გვინდოდა, არავინ იყო გვერდით და მე დავუდექი. რატომღაც აქამდე ვერ წარმომედგინა ჩემი თავი კამერის წინ. ალბათ იმიტომ, რომ პირველ კურსზე ტელემარათონზე ჩართვებზე დამაყენეს და მაშინ ჩემი თავი ძალიან არ მომეწონა (იღიმის). ალბათ, მას მერე რაღაც-რაღაცები ვისწავლე, წამყვანებთან მიწევდა მუშაობა, ამიტომაც აღარ გამჭირვებია კამერის წინ დადგომა.

სასიამოვნოა, როცა შენით ინტერესდებიან, ქუჩაში გცნობენ და ძირითადად დადებითად გეხმაურებიან. არის კრიტიკაც, რომელსაც ''ფეისბუქზე'' მწერენ, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით. არის რაღაცები, რაც მეც არ მომწონს, ვახვევ გადაცემას და ვუყურებ ხოლმე, მერე ვცდილობ, არ გავიმეორო, მაგრამ ზოგჯერ იმავე შეცდომას მაინც ვუშვებ.

- შენი თანაწამყვანი გიგო შიუკაშვილი ძალიან დადებითი ადამიანია. მასთან ერთად წამყვანობა ალბათ სახალისოა.

- რეალურად გიგოსთან ურთიერთობამ ჩემს ცხოვრებაში უამრავი რამ შეცვალა და ბევრ რამეს სრულიად სხვა თვალით შევხედე. ბევრი პოზიტივი დავინახე. ამბობენ, რომ უხასიათო და ჩაკეტილი ადამიანი ვარ. ეს აზრი ჩემზე ალბათ იმან განაპირობა, რომ გაღიმება არ მიყვარს. გიგომ მასწავლა გაღიმება. ძალიან მომწონს და შემიყვარდა, გამიჭირდება, როცა პროექტი დასრულდება და მას ასე ხშირად ვერ ვნახავ.

გიგოს იმპროვიზაციის უნარი აქვს. ტურიდან ტურამდე იზრდება. ''ბითლზის'' ტურისთვის მომზადებული მოვიდა, უამრავი რამ წაუკითხავს. იდეები შემომთავაზა, ასე გავაკეთოთო. ხშირად ვიზიარებ მის იდეებს. ვფიქრობ, მის ცხოვრებაში დადგება მომენტი, როდესაც დამოუკიდებლადაც შეძლებს გაძღოლას.

- როგორ შეხვდნენ მეგობრები შენს წამყვანობას?

- ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი ჩემი კოლეგები არიან, ყველა ძალიან კარგად შეხვდა.

- ხასიათის ცვლილებაც მოსწონთ?

- ეს განსაკუთრებით (იღიმის). სინამდვილეში არ ვარ ცუდ ხასიათზე, მაგრამ რადგან არ ვიცინი, ჰგონიათ, რომ კარგ განწყობაზე არ ვარ. შესაძლოა, ეს გენეტიკურიცაა, რადგან დედაჩემიც ასეთია, არადა, საუკეთესო ხასიათი აქვს, მაგრამ გაღიმება არ უყვარს. სამაგიეროდ, ჩემი შვილი, ელისაბედი, მუდმივად იცინის.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება