პარიზის ჩრდილოეთით, Primark-ის მაღაზიაში რამდენიმე შეიარაღებულ პირს დაახლოებით 10 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი. "ფრანს პრესის" ცნობით, მაღაზიაზე თავდასხმა ქალაქ ვილინიუ-ლა-გარენში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა.
"დღეს დილით ორი თუ სამი შეიარაღებული ადამიანი Primark-ის მაღაზიაში შეიჭრა. ჩვენი აზრით, თავდამსხმელები მაღაზიაში ძარცვის მიზნით შევარდნენ", - განუცხადა ადგილობრივი პოლიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა AFP-ს.
ამ დროისთვის უცნობია, რა მოთხოვნები აქვთ თავდამსხმელებს. "ბიბისის" ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სპეცსამსახურები.