ვაკის პარკთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა

ვაკის პარკთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა

პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა ჭავჭავაძის გამზირზე. სამართალდამცველები ადგილზე ცოტა ხნის წინ ყვითელი ავტობუსებით მიიყვანეს.

ამ დროისთვის ვაკის პარკთან სამართალდამცველებით სავსე რამდენიმე ათეული, დაახლოებით 30-ზე მეტი ყვითელი ავტობუსი დგას. ადგილზე ცოტა ხნის წინ რკინის ჯებირების დამატებითი პარტია მიიტანეს, რითაც გარკვეული ტერიტორიების შემოსაზღვრა მიმდინარეობს.

ამ დროისთვის რკინის კონსტრუქციებით უკვე ჩაკეტილია ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელი, საიდანაც პარკში არავის, მათ შორის, არც მედიის წარმომადგენლებს უშვებენ. მსურველებს პარკში შესვლა აბაშიძის ქუჩიდან შეუძლიათ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია