"კარგია დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება და ცილისწამება, არა?", - წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა "ფეისბუქზე" და შსს-ს გვერდზე გამოქვეყნებულ, მუქარის შემცველ კომენტარს ასაჯაროვებს.
"უცებ წარმოვიდგინე, რომ ვანო მერაბიშვილია შსს მინისტრი და კიკიანი ათი დღის ჩალურჯებულ ფეხს აჩვენებს საზოგადოებას, წარმოდგენაც არ მინდა :)))))))))))))) დღეს კი გაქვთ ენები წაგდებული, ისეთებს ვკითხულობ შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე, ამის ერთ მეათედს არავინ გაგაბედინებდა იმ დროს! კარგია დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება და ცილისწამება არა? :))))))))))))
აიი, ეს კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე, წარმოიდგინეთ ვანოს გვერდზე რომ დაედო ვინმეს:)))
Nikoloz Humanoidi ესეთი ყ**ჯოგი როგორ ხართ, რომ იმას ვერ ხვდებით, რომ ეს ბანძი ვიდეო უუუფრო დიდ ეჭვს ბადებს, რომ არსებული შემთხვევა იმაზე უფრო მძაფრი იყო, ვიდრე მონაყოლია და სანამ ქვებით არ დაგილეწავთ მინის კოშკებს, მგონი ვერ დააყენებთ მაგ გამოუწმენდავ ტ***ს თქვე ახვრებო!!!".
ეს პირველი პოსტი არ არის, რომელშიც ჟურნალისტი ლიკა კიკიანს ახსენებს.
"მდაა, ერთი უცნაური დეტალი შევიტყვე ახლა: არვიცი ეს უბრალოდ დამთხვევაა საკრალური თუ სხვა რამ, მაგრამ ეს ლიკა კიკიანი იმ ეკა კიკიანის დაა, რომლის სახლშიც ზურაბ ჟვანია, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს!
ის ეკა კიკიანი ერთხელ მახსოვს, იმ ტრაგედიის პირველ დღეს მისცა სატელევიზიო ინტერვიუ, რომ რამდენიმე თვის წინ ჩემგან იქირავა ბინა ვასიკო მაღლაფერიძემოო, გამართული მქონდა ყველაფწრიო და მეორე დღეს გააქრეს საერთოდ და დაამუნჯეს.
რაღაც ძალიან უცნაუროდ დაიწყო დამთხვევები ბევრი რამის", - დაწერა რამდენიმე საათის წინ ნინო ჟღარკავამ.
ჟვანიას საქმესთან კავშირზე ლიკა კიკიანმა "ამბები.გე"-სთან ისაუბრა.
"რა უნდა ვთქვა ამაზე? ჩემი დის იყო სახლი, რომელიც იქირავეს და სადაც გ
არდაიცვალა ზურაბ ჟვანია. მაშინ სკოლაში დავდიოდი და როცა მითხრეს, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ, მახსოვს, ვიტირე. იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა. წლების შემდეგ პოლიციამ შეურაცხყოფა რომ მომაყენა, თურმე იმიტომ ვიღებ ხმას, რომ ეკა კიკიანის და ვარ. ეს სრული აბსურდია, რადგან ჩემს სახლში ჟვანია მოკვდა, მე ხმა არ უნდა ამოვიღო, იმიტომ რომ იმ ამბავს არ მიაწერონ?! რა კავშირი უნდა ჰქონდეს ამას ჟვანიას საქმესთან, მის შვილთან ვიჩხუბე, თუ მკვლელთან?", - განუცხადა ლიკა კიკიანმა "ამბები.გე"-ს.