7 ივლისს კიდევ ერთი ენით აუწერელი ტრაგედია დატრიალდა, მამკოდის გზაზე ავტოკატასტროფას ოთხი ახალგაზრდა ემსხვერპლა: 21 წლის ირაკლი ჭანია, 22 წლის ზუკა ლემონჯავა, 21 წლის შოთა ანჯაფარიძე და 22 წლის კოკა ჯობავა, ეს უკანასკნელი იმ დღეს იუბილარი იყო.
მეგობრის იუბილის აღნიშვნა მეგობრებმა ბუნებაში, მამკოდის ტყეში გადაწყვიტეს... შეღამებულზე კი თბილისისკენ გამოემართნენ.
"კვირის პალიტრასთან" გარდაცვლილთა ახლობლები ამბობენ, რომ მძღოლი მანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. მანქანაში რვანი ისხდნენ.
ოთხი ბიჭი ადგილზე დაიღუპა, დანარჩენები გადარჩნენ.
"განუყრელი მეგობრები იმქვეყნადაც ერთად წავიდნენ" - ამბობენ გარდაცვლილთა ახლობლები. მეგობრები ერთ სადარბაზოში ცხოვრობდნენ, ახლა იქ ოთხი მიცვალებული ასვენია. უბანში ენით აუწერელი მწუხარება ტრიალებს.
"კვირის პალიტრა" გარდაცვლილების ახლობელს, კახა გოგოხიას ესაუბრა:- ეს ბიჭები ჩემ თვალწინ გაიზარდნენ, ჩემი პატარა მეგობრები იყვნენ. იმ დღეს კოკას დაბადების დღე აღნიშნეს. შებინდებისას შინ ბუნდებოდნენ. როგორც გავიგეთ, მძღოლი ცოტა ნასვამი ყოფილა და მანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავდაო. ეტყობა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავრდა...
იხილეთ ვიდეო| სოფელ გლდანში მომხდარი ავარიის შემზარავი კადრები: დაღუპულია ოთხი 20 წლამდე ახალგაზრდა