სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ახალდაბა - მეწყერის ახალი ზონა: დაზიანებული გაზსადენი, საავტომობილო გზა და სტიქიის განმეორების საფრთხე
ახალდაბა - მეწყერის ახალი ზონა: დაზიანებული გაზსადენი, საავტომობილო გზა და სტიქიის განმეორების საფრთხე

თბი­ლის­ში, სო­ფელ ახალ­და­ბას­თან ახ­ლოს დღეს, 07:00 სა­ათ­ზე მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, რომ მე­წყერ­მა და­ა­ზი­ა­ნა გაზ­სა­დე­ნი, ასე­ვე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც უკვე გაწ­მენ­დი­ლია. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა, ასე­ვე არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბიც.

მომ­ხდა­რის გამო, სო­ფელ ახალ­და­ბას გაზ­მო­მა­რა­გე­ბა შე­უ­წყდა. "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­ში" აცხა­დე­ბენ, რომ სო­ფელ ახალ­და­ბას­თან ჩა­მო­წო­ლილ­მა მი­წის მა­სამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზი­ა­ნა შპს "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის" კუთ­ვნი­ლი გაზ­სა­დე­ნი, რის გა­მოც სო­ფელ ახალ­და­ბას ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყდა.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი წყნე­თი-ახალ­და­ბის გზის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვა­რი­ან­ტის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ. სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გე­ო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, მე­რაბ გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ მისი წი­ნა­და­დე­ბაა, ღა­მის სა­ა­თებ­ში და წვი­მი­ან პე­რი­ოდ­ში სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა შე­ი­ზღუ­დოს. გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, 13-14 ივ­ნისს ჩა­მო­წო­ლი­ლი მე­წყე­რის შემ­დეგ, გან­მე­ო­რე­ბი­თი მე­წყე­რე­ბის საფრ­თხე არ­სე­ბობს.

"ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი კუ­ბო­მეტ­რი მა­სა­ლაა ჩარ­ჩე­ნი­ლი 13-14 ივ­ნისს წარ­მო­შო­ბი­ლი მე­წყრის ად­გილ­ზე. ის მოძ­რა­ო­ბა­ში დღეს ან ხვალ აუ­ცი­ლებ­ლად მოვა და მე­წყე­რის გან­მე­ო­რე­ბის საფრ­თხე, რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს. იმ მას­შტა­ბებს, რაც იყო, გა­მოვ­რი­ცხავ, თუმ­ცა შე­და­რე­ბით და­ბა­ლი მას­შტა­ბე­ბის მე­წყე­რე­ბი იქ­ნე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბას ეს საფრ­თხეს არ შე­უქ­მნის, არც მდი­ნა­რე ვე­რეს და­აწ­ვე­ბა, თუმ­ცა საფრ­თხე არის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე. ამი­ტომ, შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს მი­ღე­ბუ­ლი აქვთ ზო­მე­ბი. ამ გზა­ზე და­წეს­დე­ბა მი­მოს­ვლის სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მი. ჩემი წი­ნა­და­დე­ბაა, ღა­მის სა­ა­თებ­ში და წვი­მი­ან პე­რი­ოდ­ში მოძ­რა­ო­ბა შევ­ზღუ­დოთ", - აღ­ნიშ­ნა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­მო­მავ­ლოდ უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, თუ წყნე­თი-ახალ­და­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვა­რი­ან­ტი შე­მუ­შავ­დე­ბა.

წყნე­თი-ახალ­და­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე დღეს დი­ლით მე­წყე­რის ჩა­მო­წო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით გზა გა­და­კე­ტი­ლია ნა­წი­ლობ­რივ.

"დღეს გამ­თე­ნი­ი­სას წყნე­თი-ახალ­და­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე დიდი მე­წყრუ­ლი სხე­უ­ლი­დან აღ­მო­სავ­ლე­თით 200 მ-ის და­შო­რე­ბით ად­გი­ლი ჰქონ­და 13-14 ივ­ნისს წარ­მოქ­ნი­ლი ძვე­ლი მე­წყრუ­ლი სხე­უ­ლის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას. დრო­ე­ბით გა­და­ი­კე­ტა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა. მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და აღ­დგე­ნი­ლი მა­გის­ტრა­ლუ­რი გაზ­სა­დე­ნის მილი. ამ­ჟა­მად უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით გზა გა­და­კე­ტი­ლია ნა­წი­ლობ­რივ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მის და­წე­სე­ბა. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყ­ვნენ შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. კერ­ძოდ, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­ა­გენ­ტოს გე­ო­ლო­გე­ბი, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია, შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი", - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ ახალ­და­ბი­სა და ბე­თა­ნი­ის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბის ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ი­სათ­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­სა და თბი­ლი­სის მე­რი­ის კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე გე­ო­ლო­გე­ბი.

"ჩა­მო­წო­ლო­ლი მე­წყე­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ი­ნიშ­ნე­ბა ნაპ­რა­ლე­ბი და მო­სა­ლოდ­ნე­ლია მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბაც. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ტე­რი­ტო­რი­ას­თან ახ­ლოს გა­დის მა­ღა­ლი ძაბ­ვის ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი, უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით შე­ზღუ­დუ­ლია ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბის ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც სო­ფელ ახალ­და­ბას ბე­თა­ნი­ას­თან და­ა­კავ­ში­რებს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ახალდაბა - მეწყერის ახალი ზონა: დაზიანებული გაზსადენი, საავტომობილო გზა და სტიქიის განმეორების საფრთხე

ახალდაბა - მეწყერის ახალი ზონა: დაზიანებული გაზსადენი, საავტომობილო გზა და სტიქიის განმეორების საფრთხე

თბილისში, სოფელ ახალდაბასთან ახლოს დღეს, 07:00 საათზე მეწყერი ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მეწყერმა დააზიანა გაზსადენი, ასევე საავტომობილო გზის ნაწილი, რომელიც უკვე გაწმენდილია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ასევე არ დაზიანებულა საცხოვრებელი სახლებიც.

მომხდარის გამო, სოფელ ახალდაბას გაზმომარაგება შეუწყდა. "ყაზტრანსგაზ-თბილიში" აცხადებენ, რომ სოფელ ახალდაბასთან ჩამოწოლილმა მიწის მასამ მნიშვნელოვნად დააზიანა შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" კუთვნილი გაზსადენი, რის გამოც სოფელ ახალდაბას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

სპეციალისტები წყნეთი-ახალდაბის გზის ალტერნატიული ვარიანტის აუცილებლობაზე საუბრობენ. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ მისი წინადადებაა, ღამის საათებში და წვიმიან პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდოს. გაფრინდაშვილის განმარტებით, 13-14 ივნისს ჩამოწოლილი მეწყერის შემდეგ, განმეორებითი მეწყერების საფრთხე არსებობს.

"ნახევარი მილიონი კუბომეტრი მასალაა ჩარჩენილი 13-14 ივნისს წარმოშობილი მეწყრის ადგილზე. ის მოძრაობაში დღეს ან ხვალ აუცილებლად მოვა და მეწყერის განმეორების საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს. იმ მასშტაბებს, რაც იყო, გამოვრიცხავ, თუმცა შედარებით დაბალი მასშტაბების მეწყერები იქნება. მოსახლეობას ეს საფრთხეს არ შეუქმნის, არც მდინარე ვერეს დააწვება, თუმცა საფრთხე არის საავტომობილო გზაზე. ამიტომ, შესაბამის უწყებებს მიღებული აქვთ ზომები. ამ გზაზე დაწესდება მიმოსვლის სპეციალური რეჟიმი. ჩემი წინადადებაა, ღამის საათებში და წვიმიან პერიოდში მოძრაობა შევზღუდოთ", - აღნიშნა გაფრინდაშვილმა.

მისივე თქმით, სამომავლოდ უმჯობესი იქნება, თუ წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზის ალტერნატიული ვარიანტი შემუშავდება.

წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე დღეს დილით მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად უსაფრთხოების მიზნით გზა გადაკეტილია ნაწილობრივ.

"დღეს გამთენიისას წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე დიდი მეწყრული სხეულიდან აღმოსავლეთით 200 მ-ის დაშორებით ადგილი ჰქონდა 13-14 ივნისს წარმოქნილი ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას. დროებით გადაიკეტა საავტომობილო გზა. მწყობრიდან გამოვიდა აღდგენილი მაგისტრალური გაზსადენის მილი. ამჟამად უსაფრთხოების მიზნით გზა გადაკეტილია ნაწილობრივ, აუცილებელია სატრანსპორტო მოძრაობის სპეციალური რეჟიმის დაწესება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. კერძოდ, გარემოს ეროვნული საააგენტოს გეოლოგები, საპატრულო პოლიცია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ახალდაბისა და ბეთანიის დამაკავშირებელი ალტერნატიული გზების ძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის ადგილზე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე გეოლოგები.

"ჩამოწოლოლი მეწყერის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება ნაპრალები და მოსალოდნელია მეწყრული პროცესების გააქტიურებაც. გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორიასთან ახლოს გადის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება. ამჟამად მიმდინარეობს ალტერნატიული გზების ძიება, რომელიც სოფელ ახალდაბას ბეთანიასთან დააკავშირებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია