სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე ჟანა ფრისკეს მკურნალობაზე ექიმებმა უარი განაცხადეს
გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე ჟანა ფრისკეს მკურნალობაზე ექიმებმა უარი განაცხადეს

რუ­სუ­ლი ონ­კო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრის ექი­მებ­მა ჟანა ფრის­კეს­თვის მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უარი თქვეს, რად­გან რის­კე­ბი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო. მომ­ღერ­ლის მკურ­ნა­ლი ექი­მის თქმით, ის ცენ­ტრში უკვე ძა­ლებ­და­კარ­გუ­ლი მი­იყ­ვა­ნეს. ფრის­კე იმ სა­ღა­მოს­ვე, 41 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

რუ­სუ­ლი ონ­კო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრის ექი­მე­ბის კონ­სი­ლი­უმ­მა, რო­გორც ამ ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ყვე­ბა, იმი­ტომ გა­ნა­ცხა­და უარი მომ­ღერ­ლის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, რომ თვლიდ­ნენ, ფრის­კეს სხე­უ­ლი ვერ გა­უძ­ლებ­და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბას. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ფრის­კე ორი თვით ადრე მი­ვი­და, უკვე დაბრმა­ვე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

"ის ჯერ გერ­მა­ნი­ა­ში მკურ­ნა­ლობ­და, შემ­დეგ ამე­რი­კა­ში. ჩვენ­თან უკვე და­სას­რულს მო­ვი­და. ამე­რი­კე­ლებ­მა მას მის­ცეს წამ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში არ არის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ჯან­მრთე­ლო­ბის სა­მი­ნის­ტროს­გან ამ პრე­პა­რატ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი თან­ხმო­ბა მი­ვი­ღეთ, რომ კვი­რა­ში ერთხელ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ინექ­ცია", - ყვე­ბა პრო­ფე­სო­რი და­ვი­დო­ვი.

ფრის­კე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყოფ­ნის დროს არა­ნა­ირ პრე­ტენ­ზი­ას არ გა­მოთ­ქვამ­და. მისი მკურ­ნა­ლი ექი­მი მი­ხა­ილ ლი­ჩინ­ცე­რი ყვე­ბა, რომ რუ­სეთ­ში მომ­ღე­რა­ლი უკვე უკა­ნას­კნელ გზა­ზე ჩა­მო­ვი­და. მისი თქმით, და­ა­ვა­დე­ბა ძა­ლი­ან სწრა­ფად პროგ­რე­სი­რებ­და და გან­კურ­ნე­ბა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

ჟანა ფრის­კე 15 ივ­ნისს გარ­და­იც­ვა­ლა. თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნე მას 2013 წელს აღ­მო­უ­ჩი­ნეს, მშო­ბი­ა­რო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში. 2014 წლის ბო­ლოს მან მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი და­ას­რუ­ლა და ჩი­ნე­თი­დან მოს­კოვ­ში დაბ­რუნ­და. უკა­ნას­კნელ თვე­ებ­ში მომ­ღე­რა­ლი მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და მე­უღ­ლეს­თან და პა­ტა­რა შვილ­თან ერ­თად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე ჟანა ფრისკეს მკურნალობაზე ექიმებმა უარი განაცხადეს

გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე ჟანა ფრისკეს მკურნალობაზე ექიმებმა უარი განაცხადეს

რუსული ონკოლოგიური ცენტრის ექიმებმა ჟანა ფრისკესთვის მკურნალობის გაგრძელებაზე უარი თქვეს, რადგან რისკები ძალიან მაღალი იყო. მომღერლის მკურნალი ექიმის თქმით, ის ცენტრში უკვე ძალებდაკარგული მიიყვანეს. ფრისკე იმ საღამოსვე, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რუსული ონკოლოგიური ცენტრის ექიმების კონსილიუმმა, როგორც ამ ცენტრის დირექტორი ყვება, იმიტომ განაცხადა უარი მომღერლის მკურნალობაზე, რომ თვლიდნენ, ფრისკეს სხეული ვერ გაუძლებდა მედიკამენტების მიღებას. საავადმყოფოში ფრისკე ორი თვით ადრე მივიდა, უკვე დაბრმავებული და ძალიან მძიმე მდგომარეობაში.

”ის ჯერ გერმანიაში მკურნალობდა, შემდეგ ამერიკაში. ჩვენთან უკვე დასასრულს მოვიდა. ამერიკელებმა მას მისცეს წამლები, რომლებიც რუსეთში არ არის რეგისტრირებული. ჯანმრთელობის სამინისტროსგან ამ პრეპარატზე სპეციალური თანხმობა მივიღეთ, რომ კვირაში ერთხელ გაგვეკეთებინა ინექცია”, - ყვება პროფესორი დავიდოვი.

ფრისკე საავადმყოფოში ყოფნის დროს არანაირ პრეტენზიას არ გამოთქვამდა. მისი მკურნალი ექიმი მიხაილ ლიჩინცერი ყვება, რომ რუსეთში მომღერალი უკვე უკანასკნელ გზაზე ჩამოვიდა. მისი თქმით, დაავადება ძალიან სწრაფად პროგრესირებდა და განკურნება უკვე შეუძლებელი იყო.

ჟანა ფრისკე 15 ივნისს გარდაიცვალა. თავის ტვინის სიმსივნე მას 2013 წელს აღმოუჩინეს, მშობიარობიდან რამდენიმე თვეში. 2014 წლის ბოლოს მან მკურნალობის კურსი დაასრულა და ჩინეთიდან მოსკოვში დაბრუნდა. უკანასკნელ თვეებში მომღერალი მოსკოვში ცხოვრობდა მეუღლესთან და პატარა შვილთან ერთად.

რუსმა მომღერალმა მოყვა, როგორ გაიტაცეს თბილისში, გასტროლებზე ყოფნის დროს

16 წლის ზუგდიდელმა გოგონამ ემინემის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა - "მეგობრებმა და დედამ მთხოვეს ეს ვიდეო ჩამეწერა..."

რატომ ზრდის შვილს ძიძის გარეშე ჯანეტ ქერდიყოშვილი და როგორ უვლის თავს ახალბედა დედა - "28 იანვრის მერე მივხვდი, რისთვის ვარ ამქვეყნად"