ლიკა კიკიანმა მედიას სხეულზე ის დაზიანებები გადააღებინა, რომელიც მისი მტკიცებით, მას პოლიციელებმა მიაყენეს. ამის შესახებ "რუსთავი 2" ვიდეოს ავრცელებს.
კლუბ "ვიტამინის" მენეჯერი აცხადებს, რომ 6 ივლისის ღამეს ის კუს ტბის ფასიან ავტოსადგომზე 20-მდე პოლიციელმა სცემა. მისი მტკიცებით, შემთხვევა სათვალთვალო კამერებმაც გადაიღო.
ლიკა კიკიანის სხეულზე არსებულ დაზიანებებს "ნიუ ჰოსპიტალის" ექიმიც ადასტურებს, სადაც დაშავებულმა დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაიტარა.
თუმცა, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ კუს ტბაზე მომხდარი შემთხვევის შესწავლა დაასრულა და მათ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
იხილეთ: კუს ტბაზე მომხდარი შემთხვევის ვიდეომასალა და გენინსპექციის დასკვნა