სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მეწველი ძროხა ჰგონია ხელისუფლებას ემიგრანტები" - საბერძნეთში მყოფი ემიგრანტები მთავრობას მიმართავენ
"მეწველი ძროხა ჰგონია ხელისუფლებას ემიგრანტები" -  საბერძნეთში მყოფი ემიგრანტები მთავრობას მიმართავენ

სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან დახ­მა­რე­ბას ითხო­ვენ. გან­ცხა­დე­ბა ქარ­თველ ემიგ­რან­ტთა სა­ხე­ლით, ათე­ნის ქარ­თველ ემიგ­რან­ტთა სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ავ­თან­დილ გი­უ­ნაშ­ვილ­მა,ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თაი-2"-ის გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვან­ში" გა­ა­კე­თა. მისი თქმით, ემიგ­რან­ტე­ბი ითხო­ვენ, შე­მუ­შავ­დეს კონ­კრე­ტუ­ლი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის­თვის შე­იქ­მნე­ბა. მისი თქმით, სა­ბერ­ძნეთ­ში ვი­თა­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, რაც იქ მცხოვ­რებ ემიგ­რან­ტებ­ზეც აი­სა­ხე­ბა. გი­უ­ნაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის დიდ ნა­წილს შე­საძ­ლოა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­უ­წი­ოს. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მზად არ აღ­მოჩ­ნდა.

"რო­დე­საც აქ ათენ­ში დარ­ბოდ­ნენ დრო­შე­ბით და ემიგ­რა­ცი­ას ჰპირ­დე­ბოდ­ნენ, რომ და­აბ­რუ­ნებ­დნენ, ახლა სად არი­ან? რა­ტომ არ ჩა­მო­დი­ან, რა­ტომ არ ეხ­მა­რე­ბი­ან აქ ხალ­ხს? ეს არის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ბერ­ძნე­თი­დან გად­მო­რი­ცხუ­ლი თან­ხე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე უფრო ნირ­ვი­უ­ლობს, ვიდ­რე ემიგ­რან­ტე­ბის ბედ­ზე. მეწ­ვე­ლი ძრო­ხა ჰგო­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ემიგ­რან­ტე­ბი და, რო­დე­საც ფული შე­მო­აკ­ლდე­ბათ, მა­შინ ახ­სენ­დე­ბათ. ლტოლ­ვი­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ერ­თა­შო­რი­სო მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი სა­ერ­თოდ არ მუ­შა­ობს. მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან იგ­რძნო­ბო­და უყუ­რა­დღე­ბო­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ნუ­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მეწველი ძროხა ჰგონია ხელისუფლებას ემიგრანტები" - საბერძნეთში მყოფი ემიგრანტები მთავრობას მიმართავენ

"მეწველი ძროხა ჰგონია ხელისუფლებას ემიგრანტები" -  საბერძნეთში მყოფი ემიგრანტები მთავრობას მიმართავენ

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. განცხადება ქართველ ემიგრანტთა სახელით, ათენის ქართველ ემიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა,ტელეკომპანია "რუსთაი-2"-ის  გადაცემა "არჩევანში" გააკეთა. მისი თქმით, ემიგრანტები ითხოვენ, შემუშავდეს კონკრეტული პროგრამა, რომელიც ქართველი ემიგრანტებისთვის შეიქმნება. მისი თქმით, საბერძნეთში ვითარება საკმაოდ რთულია, რაც იქ მცხოვრებ ემიგრანტებზეც აისახება. გიუნაშვილი აცხადებს, რომ ქართველი ემიგრანტების დიდ ნაწილს შესაძლოა საქართველოში დაბრუნება მოუწიოს. მისივე განცხადებით, დღეს ხელისუფლება არსებულ სიტუაციაში მზად არ აღმოჩნდა.

"როდესაც აქ ათენში დარბოდნენ დროშებით და ემიგრაციას ჰპირდებოდნენ, რომ დააბრუნებდნენ, ახლა სად არიან? რატომ არ ჩამოდიან, რატომ არ ეხმარებიან აქ ხალხს? ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. ხელისუფლება საბერძნეთიდან გადმორიცხული თანხების შემცირებაზე უფრო ნირვიულობს, ვიდრე ემიგრანტების ბედზე. მეწველი ძროხა ჰგონია ხელისუფლებას ემიგრანტები და, როდესაც ფული შემოაკლდებათ, მაშინ ახსენდებათ. ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს საერთაშორისო მიგრაციის დეპარტამენტი საერთოდ არ მუშაობს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან იგრძნობოდა უყურადღებობა", - განაცხადა გინუაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."