სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ალბათ, არ იყო ეს ჩემი საუკეთესო გამოსვლა, ამიტომაც დამატოვებინეს პროექტი" - ლინდას და თიკოს პირველი კომენტარი შოუს საბედისწერო ეპიზოდის შემდეგ
"ალბათ, არ იყო ეს ჩემი საუკეთესო გამოსვლა, ამიტომაც დამატოვებინეს პროექტი" - ლინდას და თიკოს პირველი კომენტარი შოუს საბედისწერო ეპიზოდის შემდეგ

"X ფაქ­ტო­რი" აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­ვი­და. კონ­კურ­სან­ტებ­მა გუ­შინ­დელ კონ­ცერ­ტზე "Beatles"-ის სიმ­ღე­რე­ბი შე­ას­რუ­ლეს - მუ­სი­კამ, რო­მელ­მაც თა­ო­ბებს გა­უძ­ლო, მენ­ტო­რე­ბი და დარ­ბა­ზი გულ­გრი­ლი არ და­ტო­ვა. გუ­შინ­დე­ლი დღე პრო­ექ­ტის ორი კონ­კურ­სან­ტის­თვის სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა, - "X ფაქ­ტორს" ლინ­და ადა­მია და გი­ორ­გი ფრუ­ი­ძე გა­მო­ე­თი­შა. მა­ყუ­რებ­ლის რჩე­უ­ლი - გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე, მენ­ტო­რე­ბის ფა­ვო­რი­ტი კი თიკო მო­სემღვდლიშ­ვი­ლი გახ­და.

ლინ­და ადა­მი­ას­თვის მა­ყუ­რებ­ლის არ­ჩე­ვა­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა. კონ­კურ­სან­ტი, რო­მელ­საც მენ­ტო­რი ანრი ჯო­ხა­ძე თა­ვი­დან­ვე შემ­დგარ მომ­ღერ­ლად მი­იჩ­ნევ­და, აუტ­სა­ი­დე­რებ­ში მე­სა­მედ იდგა და ამ­ჯე­რად პრო­ექტს გა­მო­ე­თი­შა.

- ვე­ლო­დი პრო­ექ­ტის და­ტო­ვე­ბას. არ შე­მომ­დი­ო­და ზა­რე­ბი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ აუტ­სა­ი­დე­რი გავ­ხდე­ბო­დი. ერთი დღით წყდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი; ვინც უკე­თე­სად იმ­ღე­რებს, ის დარ­ჩე­ბა პრო­ექ­ტში. ალ­ბათ, არ იყო დღეს ჩემი სა­უ­კე­თე­სო გა­მოს­ვლა, ამი­ტო­მაც და­მა­ტო­ვე­ბი­ნეს პრო­ექ­ტი.

თიკო მო­სემღვდლიშ­ვი­ლი აუტ­სა­ი­დე­რებ­ში გუ­შინ პირ­ვე­ლად მოხ­ვდა. თუმ­ცა მენ­ტო­რე­ბის ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით პრო­ექ­ტის ფი­ნალ­ში მა­ინც გა­და­ვი­და.

- პირ­ვე­ლად მოვ­ხვდი აუტ­სა­ი­დე­რებ­ში. ვერ ვი­ტყვი, რომ არ ვე­ლო­დი. ყვე­ლა "ლა­ივ­ზე" მქონ­და ამის მო­ლო­დი­ნი, სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რა მოხ­დე­ბო­და, თუ ვიქ­ნე­ბო­დი აუტ­სა­ი­დე­რი. რთუ­ლი იყო ჩემს გუნ­დელ­თან ერ­თად აუტ­სა­ი­დე­რებ­ში დგო­მა, ეს პირ­ველ რიგ­ში, მძი­მე იყო სო­ფოს­თვის, შემ­დეგ ჩემ­თვის და ლინ­დას­თვის. თან ლინ­და ორ­სუ­ლად არის. მა­ხა­რებს ჟი­უ­რის ასე­თი არ­ჩე­ვა­ნი, როცა შენი მენ­ტო­რი აკე­თებს ამას, ეს ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ალბათ, არ იყო ეს ჩემი საუკეთესო გამოსვლა, ამიტომაც დამატოვებინეს პროექტი" - ლინდას და თიკოს პირველი კომენტარი შოუს საბედისწერო ეპიზოდის შემდეგ

"ალბათ, არ იყო ეს ჩემი საუკეთესო გამოსვლა, ამიტომაც დამატოვებინეს პროექტი" - ლინდას და თიკოს პირველი კომენტარი შოუს საბედისწერო ეპიზოდის შემდეგ

"X ფაქტორი" აქტიურ ფაზაში შევიდა. კონკურსანტებმა გუშინდელ კონცერტზე "Beatles"-ის სიმღერები შეასრულეს  - მუსიკამ, რომელმაც თაობებს გაუძლო, მენტორები და დარბაზი გულგრილი არ დატოვა. გუშინდელი დღე პროექტის ორი კონკურსანტისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, -  "X ფაქტორს" ლინდა ადამია და გიორგი ფრუიძე გამოეთიშა. მაყურებლის რჩეული - გიორგი ნაკაშიძე, მენტორების ფავორიტი კი თიკო მოსემღვდლიშვილი გახდა.

ლინდა ადამიასთვის მაყურებლის არჩევანი მოულოდნელი არ ყოფილა. კონკურსანტი, რომელსაც მენტორი ანრი ჯოხაძე თავიდანვე შემდგარ მომღერლად მიიჩნევდა, აუტსაიდერებში მესამედ იდგა და ამჯერად პროექტს გამოეთიშა.

- ველოდი პროექტის დატოვებას. არ შემომდიოდა ზარები და დარწმუნებული ვიყავი, რომ აუტსაიდერი  გავხდებოდი. ერთი დღით წყდება ყველაფერი; ვინც უკეთესად იმღერებს, ის დარჩება პროექტში. ალბათ, არ იყო დღეს ჩემი საუკეთესო გამოსვლა, ამიტომაც დამატოვებინეს პროექტი.

თიკო მოსემღვდლიშვილი აუტსაიდერებში გუშინ პირველად მოხვდა. თუმცა მენტორების ხმათა უმრავლესობით პროექტის ფინალში მაინც გადავიდა.

- პირველად მოვხვდი აუტსაიდერებში. ვერ ვიტყვი, რომ არ ველოდი. ყველა "ლაივზე" მქონდა ამის მოლოდინი, სულ მაინტერესებდა, რა მოხდებოდა, თუ ვიქნებოდი აუტსაიდერი. რთული იყო ჩემს გუნდელთან ერთად აუტსაიდერებში დგომა, ეს პირველ რიგში, მძიმე იყო სოფოსთვის, შემდეგ ჩემთვის და ლინდასთვის. თან ლინდა ორსულად არის. მახარებს ჟიურის ასეთი არჩევანი, როცა შენი მენტორი აკეთებს ამას, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება