სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნანუკა ჟორჟოლიანის ვოიაჟი კიევში - ტელეწამყვანმა ადეიშვილი მოინახულა
ნანუკა ჟორჟოლიანის ვოიაჟი კიევში - ტელეწამყვანმა ადეიშვილი მოინახულა

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი უკ­რა­ი­ნა­ში, კი­ევ­ში იმ­ყო­ფე­ბა, თუმ­ცა რო­გორც "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, "კი­ევ­ში პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხზე არ ჩა­სუ­ლა".

ცნო­ბი­ლია, რომ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი იმ ადა­მი­ა­ნებ­თან მე­გობ­რობს, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თავ­დნენ. მათ შო­რის არის სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა და კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის სა­კი­თხებ­შია ჩარ­თუ­ლი.

"ამ კა­ცის ჭკუ­ის 30% მქონ­დეს და მერე მე ვიცი:)", - ამ მი­ნა­წე­რით აქ­ვეყ­ნებს "სელფს" ტე­ლე­წამ­ყვა­ნი "ფე­ის­ბუქ­ზე".

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი კი­ევ­ში ყოფ­ნის დროს გე­ნე­რალ გიგი კა­ლან­და­ძე­საც შეხ­ვდა.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი კი­ე­ვი­დან­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი ქო­ნე­ბის გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა.

"ამ და­ჭე­რილ ხალ­ხს თა­ვი­დან რომ იჭერთ და ამ გაქ­ცე­ულ ხალ­ხს თა­ვი­დან რომ აყე­ნებთ ძებ­ნა­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რო­ბა­ნას თა­მა­შობთ თუ რას შვე­ბით.

მუ­შა­ო­ბა­ზე რომ გა­დახ­ვი­დეთ და გა­არ­კვი­ოთ ჯან­ყა­რაშ­ვი­ლის ამ­ბე­ბი, ლუ­კო­ი­ლის და ფარ­ცხა­ლა­ძის ამ­ბა­ვი ბა­თუ­მის პორ­ტში, და­რი­გე­ბუ­ლი პრე­მი­ე­ბი, ბი­უ­ჯე­ტი­დან მით­ვი­სე­ბუ­ლი თან­ხე­ბი, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი რე­ა­გი­რე­ბა სტი­ქი­ის ღა­მეს, რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მეც გა­სარ­კვე­ვი გაქვთ. კი­დევ ჟვა­ნი­ას საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას და­პირ­დით ხალ­ხს.

ძაან პა­ტა­რე­ბი ყო­ფილ­ხართ თუ გგო­ნი­ათ რომ ხალ­ხი ამას ჭამს:) ქაქს გე­მოს რომ ისინ­ჯა­ვენ აღარ ჭა­მენ მერე", - და­წე­რა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა და მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ასე­ვე იხი­ლეთ| ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: "და­თოს არა­ერ­თხელ შევ­ხვდი..."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ნანუკა ჟორჟოლიანის ვოიაჟი კიევში - ტელეწამყვანმა ადეიშვილი მოინახულა

ნანუკა ჟორჟოლიანის ვოიაჟი კიევში - ტელეწამყვანმა ადეიშვილი მოინახულა

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი უკრაინაში, კიევში იმყოფება, თუმცა როგორც "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს, "კიევში პოლიტიკურ საკითხზე არ ჩასულა".

ცნობილია, რომ ტელეწამყვანი იმ ადამიანებთან მეგობრობს, რომლებიც ქვეყანას წლების განმავლობაში მართავდნენ. მათ შორის არის საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებშია ჩართული.

"ამ კაცის ჭკუის 30% მქონდეს და მერე მე ვიცი:)", - ამ მინაწერით აქვეყნებს "სელფს" ტელეწამყვანი "ფეისბუქზე".

ნანუკა ჟორჟოლიანი კიევში ყოფნის დროს გენერალ გიგი კალანდაძესაც შეხვდა.

ტელეწამყვანი კიევიდანვე გამოეხმაურა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილებასაც, რომელმაც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ქონების გამოძალვის ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

"ამ დაჭერილ ხალხს თავიდან რომ იჭერთ და ამ გაქცეულ ხალხს თავიდან რომ აყენებთ ძებნაზე, პროკურატურობანას თამაშობთ თუ რას შვებით.

მუშაობაზე რომ გადახვიდეთ და გაარკვიოთ ჯანყარაშვილის ამბები, ლუკოილის და ფარცხალაძის ამბავი ბათუმის პორტში, დარიგებული პრემიები, ბიუჯეტიდან მითვისებული თანხები, დაგვიანებული რეაგირება სტიქიის ღამეს, რაფალიანცის საქმეც გასარკვევი გაქვთ. კიდევ ჟვანიას საქმის გამოძიებას დაპირდით ხალხს.

ძაან პატარები ყოფილხართ თუ გგონიათ რომ ხალხი ამას ჭამს:) ქაქს გემოს რომ ისინჯავენ აღარ ჭამენ მერე", - დაწერა ჟორჟოლიანმა და მასთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.

ასევე იხილეთ| ნანუკა ჟორჟოლიანი: „დათოს არაერთხელ შევხვდი...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია