სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სად გადავლენ სამუშაოდ საბერძნეთში მყოფი ემიგრანტები - ქართველთა ყოფა ეკონომიკური კრიზისის პირობებში
სად გადავლენ სამუშაოდ საბერძნეთში მყოფი ემიგრანტები - ქართველთა ყოფა ეკონომიკური კრიზისის პირობებში

სა­ბერ­ძნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ეკო­ნო­მი­უ­რი კრი­ზი­სი მძი­მე ტვირ­თად და­აწ­ვა ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით 200 000-ზე მე­ტია. მათი უმე­ტე­სო­ბა იქ არა­ლე­გა­ლუ­რა­დაა და­საქ­მე­ბუ­ლი და საკ­მა­ოდ მძი­მე პი­რო­ბებ­შიც უწევთ მუ­შა­ო­ბა. სა­ბერ­ძნე­თი დე­ფოლ­ტის პი­რას დგას, ქვე­ყა­ნა­ში ბან­კებ­მა რამ­დე­ნი­მე დღით შე­წყვი­ტეს მუ­შა­ო­ბა, ბან­კო­მა­ტე­ბი­დან მხო­ლოდ ლი­მი­ტე­რე­ბუ­ლად (დღე­ში 60 ევრო) არის შე­საძ­ლე­ბე­ლი თან­ხის გა­მო­ტა­ნა, კონ­ტროლ­დე­ბა გა­და­რი­ცხვე­ბი. Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, თუ რას აპი­რე­ბენ შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი; დარ­ჩე­ბი­ან სა­ბერ­ძნეთ­ში, დაბ­რუნ­დე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუ სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­დავ­ლენ სარ­ჩოს მო­სა­პო­ვებ­ლად. ჩვენ რამ­დე­ნი­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა მო­ვის­მი­ნეთ.

თა­მარ ება­ნო­ი­ძე (55 წლის, ემიგ­რან­ტი) - 5 წე­ლია აქ ვარ. დალ­ხე­ნი­ლი ყოფა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ახლა მარ­თლა გა­უ­საძ­ლი­სია აქ გა­ჩე­რე­ბა. ეკო­ნო­მი­უ­რი კრი­ზი­სის გამო ხალ­ხი ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი და აგერ­სი­უ­ლია, რაც ჩვენს მძი­მე ყო­ფას კი­დევ უფრო ამ­ძი­მებს. პი­რა­დად მე გა­მი­მარ­თლა და კარგ ოჯახ­ში ვარ, მაგ­რამ კრი­ზი­სი ამ ოჯახ­ზეც აი­სა­ხა და მი­თხრეს, რომ აგ­ვის­ტო­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მიშ­ვე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე არც ვფიქ­რობ, რად­გან მანდ რომ ჩა­მო­ვი­დე, უმუ­შე­ვა­რად მო­მი­წევს ყოფ­ნა. სა­ვა­რა­უ­დოდ, იტა­ლი­ა­ში გა­და­ვალ და იქ გა­ვაგ­რძე­ლებ მუ­შა­ო­ბას. ენა, ასე თუ ისე ვიცი და წე­სით არ გა­მი­ჭირ­დე­ბა სამ­სა­ხუ­რის ნახ­ვა.

ფატი ცერ­ცვა­ძე (50 წლის, ემიგ­რან­ტი) - წა­დიო არ უთ­ქვამთ, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით 40%-ით შე­მიმ­ცი­რეს ხელ­ფა­სი. ბუ­ნებ­რი­ვია, ასეთ ხელ­ფას­ზე მუ­შა­ო­ბას აზ­რიც არ აქვს, ამი­ტომ ალ­ბათ, წა­ვალ. მე­გო­ბა­რი თურ­ქეთ­ში მუ­შა­ობს და მეც იქ წა­ვალ. კი, იქ გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი ხელ­ფა­სი მექ­ნე­ბა, მაგ­რამ თვე­ში ერთხელ მა­ინც მექ­ნე­ბა იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე და ოჯა­ხის წევ­რე­ბი მო­ვი­ნა­ხუ­ლო. ხალ­ხს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და... ბან­კებ­მა, რად­გან თვი­თო­ნაც კრი­ზის­ში არი­ან, კი­დევ უფრო გა­ზარ­დეს პრო­ცენ­ტე­ბი, რაც რი­გით ბერ­ძნებს და­აწ­ვათ ზურ­გზე. თან­ხის გად­მო­რი­ცხვის კონ­ტრო­ლიც და­ი­წყეს და რომც ვი­შო­ვო რა­ი­მე, ფული სახ­ლში გაგ­ზავ­ნა გა­მი­ჭირ­დე­ბა.

გი­ორ­გი სირ­ბი­ლა­ძე (49 წლის, ემიგ­რან­ტი) - 3 წე­ლია აქ ვარ და ხან ზე­თის­ხი­ლის პლან­ტა­ცი­ებ­ში ვმუ­შა­ობ და ხან სად. ერთი კონ­კრე­ტუ­ლი სამ­სა­ხუ­რი არ მქო­ნია. იყო ფირ­მა, რო­მელ­თა­ნაც ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი და ის მიშ­ვებ­და სა­მუ­შა­ოდ, მაგ­რამ ახლა ეს ფირ­მა გა­კოტ­რდა, ხელ­მძღვა­ნელს იმ­დე­ნი ვალი და­ე­დო, ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცა (ჩემი 1 000 ევ­როც თან გა­ი­ყო­ლა). იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ ახლა მი­ზე­რულ ხელ­ფას­ზეც კი ვი­მუ­შაო, მაგ­რამ იმ­დე­ნი სა­წარ­მო და­ი­ხუ­რა, რომ თვი­თონ ბერ­ძნებ­საც უჭირთ სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნა. ადრე იაფი მუშა-ხელი გვერ­ქვა, ახლა კი, ალ­ბათ, ჩვენ­ზე ია­ფად ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი და­თან­ხმდე­ბი­ან სამ­სა­ხურს. დიდი ალ­ბა­თო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბი, 1-2 თვე და­ვის­ვე­ნებ და მერე ისევ სად­მე წა­ვალ. ინ­ჟი­ნე­რი ვარ, მაგ­რამ ჩემი სპე­ცი­ა­ლო­ბა ჩვენ­თან არა­ვის სჭირ­დე­ბა. ვიცი, ვერც ევ­რო­პა­ში ვი­მუ­შა­ვებ ინ­ჟი­ნე­რად, მაგ­რამ სა­დაც ვი­მუ­შა­ვებ, ადა­მი­ა­ნუ­რად მა­ინც გა­დი­მიხ­დი­ან.

სან­დრო გე­გე­ლია (35 წლის, ემიგ­რან­ტი) - აქ იმი­ტომ ჩა­მო­ვე­დი, რომ მი­თხრეს აქე­დან იტა­ლი­ა­ში ად­ვი­ლად გა­და­ვი­დო­დი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, აქ სა­მუ­შა­ოდ არ ჩა­მოვ­სულ­ვარ და არც იტა­ლი­ა­ში ვა­პი­რებ­დი მუ­შა­ო­ბას. იმას, რის­თვი­საც იტა­ლი­ა­ში მინ­დო­და წას­ვლა, აქაც მი­ვა­გე­ნი, იმ­დენს ვშო­უ­ლობ­დი, რომ თავ­საც ვი­ნა­ხავ­დი და ოჯახ­შიც ვგზავ­ნი­დი. ახლა ყვე­ლა­ფე­რი გარ­თულ­და....

სა­ბერ­ძნეთს ეკო­ნო­მი­უ­რი კრი­ზი­სის გამო ევ­რო­ზო­ნი­დან გა­რი­ცხვაც ემუქ­რე­ბა, რაც გა­სა­ჭირ­ში მყოფ ქვე­ყა­ნას კი­დევ უფრო გა­უ­უ­ა­რე­სებს სი­ტუ­ა­ცი­ას. 400 მი­ლი­არ­დი­ა­ნი ვა­ლის რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. ერ­თა­დერ­თი გა­მო­სავ­ლი ისევ სა­ერ­თა­შო­რი­სო დახ­მა­რე­ბა ან სა­გა­და­სა­ხა­დო კა­ნო­ნე­ბის გამ­კაც­რე­ბაა, თუმ­ცა ამ უკა­ნას­კნელს ხალ­ხი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერც ამ შემ­თხვე­ვა­ში დაძ­ლევს არ­სე­ბულ კრი­ზისს.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სად გადავლენ სამუშაოდ საბერძნეთში მყოფი ემიგრანტები - ქართველთა ყოფა ეკონომიკური კრიზისის პირობებში

სად გადავლენ სამუშაოდ საბერძნეთში მყოფი ემიგრანტები - ქართველთა ყოფა ეკონომიკური კრიზისის პირობებში

საბერძნეთში მიმდინარე ეკონომიური კრიზისი მძიმე ტვირთად დააწვა ქართველ ემიგრანტებს, რომელთა რაოდენობაც, არაოფიციალური მონაცემებით 200 000-ზე მეტია. მათი უმეტესობა იქ არალეგალურადაა დასაქმებული და საკმაოდ მძიმე პირობებშიც უწევთ მუშაობა. საბერძნეთი დეფოლტის პირას დგას, ქვეყანაში ბანკებმა რამდენიმე დღით შეწყვიტეს მუშაობა, ბანკომატებიდან მხოლოდ ლიმიტერებულად (დღეში 60 ევრო) არის შესაძლებელი თანხის გამოტანა, კონტროლდება გადარიცხვები. Ambebi.ge დაინტერესდა, თუ რას აპირებენ შექმნილ სიტუაციაში ქართველი ემიგრანტები; დარჩებიან საბერძნეთში, დაბრუნდებიან საქართველოში, თუ სხვა ქვეყნებში გადავლენ სარჩოს მოსაპოვებლად. ჩვენ რამდენიმე განსხვავებული მოსაზრება მოვისმინეთ.

თამარ ებანოიძე (55 წლის, ემიგრანტი) - 5 წელია აქ ვარ. დალხენილი ყოფა არასოდეს ყოფილა, მაგრამ ახლა მართლა გაუსაძლისია აქ გაჩერება. ეკონომიური კრიზისის გამო ხალხი ძალიან დაძაბული და აგერსიულია, რაც ჩვენს მძიმე ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს. პირადად მე გამიმართლა და კარგ ოჯახში ვარ, მაგრამ კრიზისი ამ ოჯახზეც აისახა და მითხრეს, რომ აგვისტოში სავარაუდოდ, გამიშვებენ. საქართველოში დაბრუნებაზე არც ვფიქრობ, რადგან მანდ რომ ჩამოვიდე, უმუშევარად მომიწევს ყოფნა. სავარაუდოდ, იტალიაში გადავალ და იქ გავაგრძელებ მუშაობას. ენა, ასე თუ ისე ვიცი და წესით არ გამიჭირდება სამსახურის ნახვა.

ფატი ცერცვაძე (50 წლის, ემიგრანტი) - წადიო არ უთქვამთ, მაგრამ დაახლოებით 40%-ით შემიმცირეს ხელფასი. ბუნებრივია, ასეთ ხელფასზე მუშაობას აზრიც არ აქვს, ამიტომ ალბათ, წავალ. მეგობარი თურქეთში მუშაობს და მეც იქ წავალ. კი, იქ გაცილებით დაბალი ხელფასი მექნება, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც მექნება  იმის საშუალება, რომ საქართველოში დავბრუნდე და ოჯახის წევრები მოვინახულო. ხალხს ძალიან გაუჭირდა... ბანკებმა, რადგან თვითონაც კრიზისში არიან, კიდევ უფრო გაზარდეს პროცენტები, რაც რიგით ბერძნებს დააწვათ ზურგზე. თანხის გადმორიცხვის კონტროლიც დაიწყეს და რომც ვიშოვო რაიმე, ფული სახლში გაგზავნა გამიჭირდება.

გიორგი სირბილაძე (49 წლის, ემიგრანტი) - 3 წელია აქ ვარ და ხან ზეთისხილის პლანტაციებში ვმუშაობ და ხან სად. ერთი კონკრეტული სამსახური არ მქონია. იყო ფირმა, რომელთანაც ვთანამშრომლობდი და ის მიშვებდა სამუშაოდ, მაგრამ ახლა ეს ფირმა გაკოტრდა, ხელმძღვანელს იმდენი ვალი დაედო, ქვეყნიდან გაიქცა (ჩემი 1 000 ევროც თან გაიყოლა). იძულებული ვარ ახლა მიზერულ ხელფასზეც კი ვიმუშაო, მაგრამ იმდენი საწარმო დაიხურა, რომ თვითონ ბერძნებსაც უჭირთ სამსახურის პოვნა. ადრე იაფი მუშა-ხელი გვერქვა, ახლა კი, ალბათ, ჩვენზე იაფად ადგილობრივები დათანხმდებიან სამსახურს. დიდი ალბათობით საქართველოში დავბრუნდები, 1-2 თვე დავისვენებ და მერე ისევ სადმე წავალ. ინჟინერი ვარ, მაგრამ ჩემი სპეციალობა ჩვენთან არავის სჭირდება. ვიცი, ვერც ევროპაში ვიმუშავებ ინჟინერად, მაგრამ სადაც ვიმუშავებ, ადამიანურად მაინც გადიმიხდიან.

სანდრო გეგელია  (35 წლის, ემიგრანტი) - აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ მითხრეს აქედან იტალიაში ადვილად გადავიდოდი. სიმართლე გითხრათ, აქ სამუშაოდ არ ჩამოვსულვარ და არც იტალიაში ვაპირებდი მუშაობას. იმას, რისთვისაც იტალიაში მინდოდა წასვლა, აქაც მივაგენი, იმდენს ვშოულობდი, რომ თავსაც ვინახავდი და ოჯახშიც ვგზავნიდი. ახლა ყველაფერი გართულდა....

საბერძნეთს ეკონომიური კრიზისის გამო ევროზონიდან გარიცხვაც ემუქრება, რაც გასაჭირში მყოფ ქვეყანას კიდევ უფრო გაუუარესებს სიტუაციას. 400 მილიარდიანი ვალის რესტრუქტურიზაცია თითქმის შეუძლებელია.  ერთადერთი გამოსავლი ისევ საერთაშორისო დახმარება ან საგადასახადო კანონების გამკაცრებაა, თუმცა ამ უკანასკნელს ხალხი ეწინააღმდეგება, რადგან მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ხელისუფლება ვერც ამ შემთხვევაში დაძლევს არსებულ კრიზისს.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია