სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თურქმენეთის პრეზიდენტმა, რომელიც ახლა თბილისშია, საკუთარ თავს ძეგლი დაუდგა
თურქმენეთის პრეზიდენტმა, რომელიც ახლა თბილისშია, საკუთარ თავს ძეგლი დაუდგა

58 წლის გურ­ბან­გუ­ლი ბერ­დი­მუ­ხა­მე­დო­ვი 2006 წლი­დან თურ­ქმე­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტია. პრო­ფე­სი­ით სტო­მა­ტო­ლო­გი თურ­ქმე­ნე­თის მთავ­რო­ბა­ში პირ­ვე­ლად 1997 წელს, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე მო­ვი­და. 2001 წელს გახ­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, 2006 წლის 21 დე­კემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი კი, მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, სა­ფარ­მუ­რატ ნი­ა­ზო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ქვე­ყა­ნას სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ბერ­დი­მუ­ხა­მე­დოვ­მა თურ­ქმე­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში სა­კუ­თარ თავს გი­გან­ტუ­რი ძეგლი და­უდ­გა. მო­ნუ­მენტზე პრე­ზი­დენ­ტი ოქ­როს­ფერ ცხენ­ზე ზის, რო­მე­ლიც 24 კა­რა­ტი­ა­ნი ოქ­რო­თია და­ფა­რუ­ლი. მი­წი­დან ძეგლის სი­მაღ­ლე ოცი მეტ­რია და თეთ­რი მარ­მა­რი­ლოს კვარ­ცხლბეგ­ზე დგას.

ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ძეგლი თურ­ქმე­ნი ხალ­ხის მო­თხოვ­ნით და­იდ­გა. "ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ვემ­სა­ხუ­რო სა­კუ­თარ ხალ­ხს და სამ­შობ­ლოს. ამი­ტომ მე მუ­დამ მო­ვუს­მენ მათ მო­საზ­რე­ბებს და მო­ვიქ­ცე­ვი ისე, რო­გორც ხალ­ხი ისურ­ვებს", - გა­ნა­ცხა­და ბერ­დი­მუ­ხა­მე­დოვ­მა 2014 წელს, რო­დე­საც მისი ძეგლის აღ­მარ­თვის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია theguardian.com-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თურქმენეთის პრეზიდენტმა, რომელიც ახლა თბილისშია, საკუთარ თავს ძეგლი დაუდგა

თურქმენეთის პრეზიდენტმა, რომელიც ახლა თბილისშია, საკუთარ თავს ძეგლი დაუდგა

58 წლის გურბანგული ბერდიმუხამედოვი 2006 წლიდან თურქმენეთის პრეზიდენტია. პროფესიით სტომატოლოგი თურქმენეთის მთავრობაში პირველად 1997 წელს, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მოვიდა. 2001 წელს გახდა პრემიერ-მინისტრი, 2006 წლის 21 დეკემბრიდან მოყოლებული კი, მაშინდელი პრეზიდენტის, საფარმურატ ნიაზოვის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანას სათავეში ჩაუდგა.

რამდენიმე თვის წინ, ბერდიმუხამედოვმა თურქმენეთის დედაქალაქში საკუთარ თავს გიგანტური ძეგლი დაუდგა. მონუმენტზე პრეზიდენტი ოქროსფერ ცხენზე ზის, რომელიც 24 კარატიანი ოქროთია დაფარული. მიწიდან ძეგლის სიმაღლე ოცი მეტრია და თეთრი მარმარილოს კვარცხლბეგზე დგას.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ძეგლი თურქმენი ხალხის მოთხოვნით დაიდგა. "ჩემი მთავარი მიზანია ვემსახურო საკუთარ ხალხს და სამშობლოს. ამიტომ მე მუდამ მოვუსმენ მათ მოსაზრებებს და მოვიქცევი ისე, როგორც ხალხი ისურვებს", - განაცხადა ბერდიმუხამედოვმა 2014 წელს, როდესაც მისი ძეგლის აღმართვის საკითხი განიხილეს.

მომზადებულია theguardian.com-ს მიხედვით.