სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"შემდეგი ორშაბათიდან "რეიტინგის" ერთი, 13-წლიანი ეპოქა სრულდება..." - ცნობილი ჟურნალის რედაქტორის ემოციური წერილი
"შემდეგი ორშაბათიდან "რეიტინგის" ერთი, 13-წლიანი ეპოქა სრულდება..." - ცნობილი ჟურნალის რედაქტორის ემოციური წერილი

ჟურ­ნალ "რე­ი­ტინ­გის" რე­დაქ­ტო­რი ნინო მურ­ღუ­ლია "ფე­ის­ბუქ­ზე" ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც ჟურ­ნა­ლის ერთი, 13 წლი­ა­ნი ეპო­ქის დას­რუ­ლე­ბა­ზე სა­უბ­რობს და გუნდს მად­ლო­ბას უხ­დის.

"13 წე­ლია, ერ­თსა და იმა­ვე საქ­მეს ვა­კე­თებ. გა­ფა­ცი­ცე­ბით ვუ­ყუ­რებ ტე­ლე­ვი­ზორს, რომ რა­ი­მე აქ­ტუ­ა­ლუ­რი ამ­ბა­ვი არ გა­მომ­რჩეს, ვი­ქე­ქე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, თუკი მოვ­კა­რი ყური რო­მე­ლი­მე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ ამ­ბავს, ვცდი­ლობ, პირ­ვე­ლი ვიყო, ვინც მას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წერს. ყვე­ლა­ფერ ამას ჩემი საყ­ვა­რე­ლი ჟურ­ნა­ლის­თვის ვა­კე­თებ, რომ­ლის­თვი­საც 13 წე­ლია, არ მი­ღა­ლა­ტია.

და­მე­თან­ხმე­ბით, ეს დიდი დროა. ერ­თგუ­ლე­ბა ამ სფე­რო­ში ცოტა ძნე­ლი მო­სა­ძებ­ნია. მე კი ამ­დე­ნი წე­ლია, არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ ერთ დღეს რეს­პონ­დენ­ტის­თვის და­მე­რე­კა და არ მეთ­ქვა, "გა­მარ­ჯო­ბა, ჟურ­ნალ "რე­ი­ტინ­გი­დან" გა­წუ­ხებთ". ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ნა­პი­რო­ბა ძა­ლი­ან კარ­გმა და მე­გობ­რულ­მა გუნ­დმა, რო­მელ­თან ერ­თა­დაც წლე­ბი გა­ვა­ტა­რე. მად­ლო­ბა "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­სა და დიდ ოჯახს, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის იყო ღია ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლის­თვის.

ყვი­თე­ლი პრე­სა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემ თვალ­წინ გან­ვი­თარ­და. ეს ახა­ლი ხილი იყო 13 წლის წინ, ამი­ტო­მაც ჩვენც ვსწავ­ლობ­დით, ზოგ­ჯერ შეც­დო­მე­ბიც იყო, მაგ­რამ ამის გა­რე­შე არც ერთი საქ­მე არ გა­მო­დის.

მე­ა­მა­ყე­ბა, რომ "რე­ი­ტინ­გმა" წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო თემა გა­ა­შუ­ქა და ექ­სკლუ­ზი­ვიც მრავ­ლად იყო ჩვენს ფურ­ცლებ­ზე.

შემ­დე­გი ორ­შა­ბა­თი­დან "რე­ი­ტინ­გის" ერთი, 13-წლი­ა­ნი ეპო­ქა სრულ­დე­ბა... მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და და მა­თაც, ვინც არ თა­ნამ­შრომ­ლობ­და. რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ? ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ და ამ კი­თხვას მეც და­ვუს­ვამ ჩემს თავს თქვენ­თან ერ­თად", - წერს ნინო მურ­ღუ­ლია.

რა გეგ­მე­ბი აქვს ჟურ­ნალ "რე­ი­ტინგს" სა­მო­მავ­ლოდ და რას გუ­ლის­ხმობს ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ტო­რი 13 წლი­ა­ნი ეპო­ქის დას­რუ­ლე­ბა­ში, Ambebi.ge ამის გარ­კვე­ვას უკვე ცდი­ლობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"შემდეგი ორშაბათიდან "რეიტინგის" ერთი, 13-წლიანი ეპოქა სრულდება..." - ცნობილი ჟურნალის რედაქტორის ემოციური წერილი

"შემდეგი ორშაბათიდან "რეიტინგის" ერთი, 13-წლიანი ეპოქა სრულდება..." - ცნობილი ჟურნალის რედაქტორის ემოციური წერილი

ჟურნალ "რეიტინგის" რედაქტორი ნინო მურღულია "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ჟურნალის ერთი, 13 წლიანი ეპოქის დასრულებაზე საუბრობს და გუნდს მადლობას უხდის.

"13 წელია, ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებ. გაფაციცებით ვუყურებ ტელევიზორს, რომ რაიმე აქტუალური ამბავი არ გამომრჩეს, ვიქექები ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში, თუკი მოვკარი ყური რომელიმე წარმატებული ადამიანის შესახებ ამბავს, ვცდილობ, პირველი ვიყო, ვინც მასთან ინტერვიუს ჩაწერს. ყველაფერ ამას ჩემი საყვარელი ჟურნალისთვის ვაკეთებ, რომლისთვისაც 13 წელია, არ მიღალატია.

დამეთანხმებით, ეს დიდი დროა. ერთგულება ამ სფეროში ცოტა ძნელი მოსაძებნია. მე კი ამდენი წელია, არასდროს მიფიქრია, რომ ერთ დღეს რესპონდენტისთვის დამერეკა და არ მეთქვა, "გამარჯობა, ჟურნალ "რეიტინგიდან" გაწუხებთ". ეს ყველაფერი განაპირობა ძალიან კარგმა და მეგობრულმა გუნდმა, რომელთან ერთადაც წლები გავატარე. მადლობა "პალიტრა მედიის" ხელმძღვანელობასა და დიდ ოჯახს, რომელიც ყოველთვის იყო ღია ბევრი საინტერესო სიახლისთვის.

ყვითელი პრესა საქართველოში ჩემ თვალწინ განვითარდა. ეს ახალი ხილი იყო 13 წლის წინ, ამიტომაც ჩვენც ვსწავლობდით, ზოგჯერ შეცდომებიც იყო, მაგრამ ამის გარეშე არც ერთი საქმე არ გამოდის.

მეამაყება, რომ "რეიტინგმა" წლების განმავლობაში ბევრი საინტერესო თემა გააშუქა და ექსკლუზივიც მრავლად იყო ჩვენს ფურცლებზე.

შემდეგი ორშაბათიდან "რეიტინგის" ერთი, 13-წლიანი ეპოქა სრულდება... მადლობა ყველას, ვინც ჩვენთან თანამშრომლობდა და მათაც, ვინც არ თანამშრომლობდა. რა იქნება შემდეგ? ჟურნალისტი ვარ და ამ კითხვას მეც დავუსვამ ჩემს თავს თქვენთან ერთად", - წერს ნინო მურღულია.

რა გეგმები აქვს ჟურნალ "რეიტინგს" სამომავლოდ და რას გულისხმობს ჟურნალის რედაქტორი 13 წლიანი ეპოქის დასრულებაში, Ambebi.ge ამის გარკვევას უკვე ცდილობს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები