ახალციხის ციხეს ივნისში 25 695 ვიზიტორი ჰყავდა

ახალციხის ციხეს ივნისში 25 695 ვიზიტორი ჰყავდა

ახალციხის ციხის ადმინისტრაცია 2015 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ციხის ტერიტორიაზე შესულ ვიზიტორთა რაოდენობას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, 2015 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ციხის ტერიტორია 49 855-მა ვიზიტორმა მოინახულა. აქედან ყველაზე მეტი ვიზიტორი ივნისში, ყველაზე ცოტა კი იანვარში იყო.

იანვარში ციხემ 1 705 ვიზიტორი მიიღო, გაყიდული ბილეთებისა და გიდის მომსახურებიდან მიღებული თანხა 8 413 ლარს შეადგენს.

ციხეს ყველაზე მეტი, 25 695 ვიზიტორი მიმდინარე წლის ივნისში ჰყავდა, საიდანაც ციხის ბიუჯეტში 93 992 ლარი შევიდა.

ახალციხის ციხის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ იანვარ-ივნისში გაყიდული ბილეთებიდან და გიდის მომსახურებიდან მიღებული თანხა 206 275 ლარია.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა