"ჟიურის უსაქციელობა ყოველგვარ ზღვარს გადასცდა" - სკანდალი "იმედზე", რომელსაც ამბობენ, რომ ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა

"ჟიურის უსაქციელობა ყოველგვარ ზღვარს გადასცდა" - სკანდალი "იმედზე", რომელსაც ამბობენ, რომ ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა

30 ივნისს, "ერთი ერთშის" მორიგ ეპიზოდში ინციდენტი მოხდა. ქულების გადანაწილებისას ზურა მანჯავიძემ, რომელმაც შარლ აზნავური განასახიერა, ჟიურისგან დაბალი ქულები მიიღო. როდესაც კონკურსანტების მიერ ერთმანეთის შეფასების ჯერი დადგა, მანჯავიძე კრიტიკული სიტყვით გამოვიდა ჟიურის და დარბაზის წინაშე:

"დიდი მადლობა ჟიურის ზღვარგადასული კომპეტენტურობისთვის. ერთადერთი, რის გამოც ჩემს თავს ვცემ პატივს და არ ვიტყვი რაღაცებს, არის ბადრი პატარკაციშვილის სული, თორემ ის, რა საქციელიც ხდება აქ ჟიურისგან, უფრო სწორედ უსაქციელობა, ყოველგვარ ზღვარს გადასცდა".

სოციალურ ქსელსა და საინფორმაციო პორტალებზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გადაცემის დამთავრების შემდეგ ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. Ambebi.ge ინფორმაციის გადამოწმებისთვის შოუს წამყვანს, დუტა სხირტლაძეს და შოუს კონკურსანტს, ზურა მანჯავიძეს დაუკავშირდა, თუმცა მათ ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს. Ambebi.ge გადაცემის პროდიუსერთან დაკავშირებასაც ცდილობს, თუმცა ის ჩვენს ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება