სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვარსკვლავები, რომლებიც ნაშვილებ ბავშვებს ზრდიან
ვარსკვლავები, რომლებიც ნაშვილებ ბავშვებს ზრდიან

უცხო ბავ­შვის ბავ­შვთა სახ­ლი­დან აყ­ვა­ნა დიდი კე­თილ­შო­ბი­ლე­ბაა. მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი იღებს ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. დღეს მო­გიყ­ვე­ბით იმ ვარ­სკვლა­ვე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც სიყ­ვა­რუ­ლი და მზრუნ­ვე­ლო­ბა აჩუ­ქეს ბავ­შვებს, ვი­საც ეს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბო­და.

ბრედ პიტი და ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი

მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ წყვილს შვი­დი შვი­ლი ჰყავს, სამი - ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ოთხი - აყ­ვა­ნი­ლი. უფ­რო­სი ბიჭი ჯო­ლიმ ჯერ კი­დევ ბრედ­თან შეხ­ვედ­რამ­დე აიყ­ვა­ნა, რო­დე­საც ჯერ კი­დევ ბილი ბობ ტორნ­ტო­ნის ცოლი იყო. კი­დევ ორი ბავ­შვი უკვე ბრედ­თან ქორ­წი­ნე­ბა­ში, ხოლო მე­ო­თხე წელს თე­ბერ­ვალ­ში იშ­ვი­ლა. ყვე­ლა ბავ­შვი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­და­ნაა - კამ­ბო­ჯა, ვი­ეტ­ნა­მი, ეთი­ო­პია და სი­რია.

შარ­ლიზ ტე­რო­ნი

შარ­ლიზ­მა სამ­ხრეთ აფ­რი­კი­დან 2012 წელს იშ­ვი­ლა ბი­ჭუ­ნა და ჯექ­სო­ნი და­არ­ქვა. ვარ­სკვლავს თით­ქმის ყველ­გან თან დაჰ­ყავს შვი­ლი, რომ დიდ­ხანს მისი მარ­ტო და­ტო­ვე­ბა არ მო­უ­წი­ოს.

ჰიუ ჯეკ­მა­ნი

ჯეკ­მან­მა და მის­მა მე­უღ­ლემ ორი შვი­ლი, ოს­კა­რი და ავა აიყ­ვა­ნეს და ძა­ლი­ან ამა­ყო­ბენ თა­ვი­ან­თი ბავ­შვე­ბით.

შე­რონ სტო­უ­ნი

ცნო­ბილ მსა­ხი­ობს სამი შვი­ლი ჰყავს და სა­მი­ვე აყ­ვა­ნი­ლი. რო­გორც მე­დია და სტო­უნ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წრე იტყო­ბი­ნე­ბა, ვარ­სკვლა­ვი სა­ოც­რად მზრუნ­ვე­ლი მშო­ბე­ლია.

მა­დო­ნა

პო­პის დე­დო­ფალს თა­ვის ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლე­ბიც ჰყავს და აყ­ვა­ნი­ლიც. მას შემ­დეგ, რაც გო­გო­ნა და ბიჭი გა­ა­ჩი­ნა, მა­დო­ნამ კი­დევ ორი ბავ­შვი იშ­ვი­ლა. 2006 წელს მან აიყ­ვა­ნა ბი­ჭუ­ნა დე­ვი­დი, 2007 წელს კი გო­გო­ნა მერ­სი. ორი­ვე ბავ­შვი მომ­ღე­რალ­მა მა­ლა­ვის რეს­პუბ­ლი­კი­დან იშ­ვი­ლა.

ტომ კრუ­ზი და ნი­კოლ კიდ­მა­ნი

სა­ნამ და­შორ­დე­ბოდ­ნენ, კრუზ­მა და კიდ­მან­მა სა­ბავ­შვო სახ­ლი­დან ორი ბავ­შვი, კო­ნო­რი და იზა­ბე­ლი აიყ­ვა­ნეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტომი და ნი­კო­ლი და­შორ­დნენ, ისი­ნი მა­ინც ძვე­ლე­ბუ­რად ზრუ­ნა­ვენ თა­ვი­ანთ შვი­ლებ­ზე.

კეტ­რინ ჰე­ი­ლი

ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი და მისი მე­უღ­ლე უკვე მე­ო­რედ გახ­დნენ აყ­ვა­ნი­ლი ბავ­შვის მშობ­ლე­ბი. პირ­ვე­ლად, 2009 წელს მათ გო­გო­ნა იშ­ვი­ლეს სამ­ხრეთ კო­რე­ი­დან, 2012 წელს კი კი­დევ ერთი ბავ­შვი - ლუ­ი­ზი­ა­ნი­დან.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია news.day.az-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვარსკვლავები, რომლებიც ნაშვილებ ბავშვებს ზრდიან

ვარსკვლავები, რომლებიც ნაშვილებ ბავშვებს ზრდიან

უცხო ბავშვის ბავშვთა სახლიდან აყვანა დიდი კეთილშობილებაა. მრავალი ადამიანი იღებს ასეთ გადაწყვეტილებას. დღეს მოგიყვებით იმ ვარსკვლავების შესახებ, რომლებმაც სიყვარული და მზრუნველობა აჩუქეს ბავშვებს, ვისაც ეს ძალიან სჭირდებოდა.

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი

მსოფლიოს ყველაზე ცნობილ წყვილს შვიდი შვილი ჰყავს, სამი - ბიოლოგიური, ოთხი - აყვანილი. უფროსი ბიჭი ჯოლიმ ჯერ კიდევ ბრედთან შეხვედრამდე აიყვანა, როდესაც ჯერ კიდევ ბილი ბობ ტორნტონის ცოლი იყო. კიდევ ორი ბავშვი უკვე ბრედთან ქორწინებაში, ხოლო მეოთხე წელს თებერვალში იშვილა. ყველა ბავშვი სხვადასხვა ქვეყნიდანაა - კამბოჯა, ვიეტნამი, ეთიოპია და სირია.

შარლიზ ტერონი

შარლიზმა სამხრეთ აფრიკიდან 2012 წელს იშვილა ბიჭუნა და ჯექსონი დაარქვა. ვარსკვლავს თითქმის ყველგან თან დაჰყავს შვილი, რომ დიდხანს მისი მარტო დატოვება არ მოუწიოს.

ჰიუ ჯეკმანი

ჯეკმანმა და მისმა მეუღლემ ორი შვილი, ოსკარი და ავა აიყვანეს და ძალიან ამაყობენ თავიანთი ბავშვებით.

შერონ სტოუნი

ცნობილ მსახიობს სამი შვილი ჰყავს და სამივე აყვანილი. როგორც მედია და სტოუნთან დაახლოებული წრე იტყობინება, ვარსკვლავი საოცრად მზრუნველი მშობელია.

მადონა

პოპის დედოფალს თავის ბიოლოგიური შვილებიც ჰყავს და აყვანილიც. მას შემდეგ, რაც გოგონა და ბიჭი გააჩინა, მადონამ კიდევ ორი ბავშვი იშვილა. 2006 წელს მან აიყვანა ბიჭუნა დევიდი, 2007 წელს კი გოგონა მერსი. ორივე ბავშვი მომღერალმა მალავის რესპუბლიკიდან იშვილა.

ტომ კრუზი და ნიკოლ კიდმანი

სანამ დაშორდებოდნენ, კრუზმა და კიდმანმა საბავშვო სახლიდან ორი ბავშვი, კონორი და იზაბელი აიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ტომი და ნიკოლი დაშორდნენ, ისინი მაინც ძველებურად ზრუნავენ თავიანთ შვილებზე.

კეტრინ ჰეილი

ამერიკელი მსახიობი და მისი მეუღლე უკვე მეორედ გახდნენ აყვანილი ბავშვის მშობლები. პირველად, 2009 წელს მათ გოგონა იშვილეს სამხრეთ კორეიდან, 2012 წელს კი კიდევ ერთი ბავშვი - ლუიზიანიდან.

მომზადებულია news.day.az-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება