სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალაიას წერილს აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით, "იმედმა" დაბლოკა
ანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალაიას წერილს აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით, "იმედმა" დაბლოკა

გუ­შინ, "იმე­დის კვი­რა­ში" პოლ­კოვ­ნიკ სერ­გო თეთ­რა­ძის საქ­მის შე­სა­ხებ გა­სულ სი­უ­ჟეტს [მეტი], რო­მელ­შიც ბაჩო ახა­ლა­ი­ას ბრა­ლე­უ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო სა­უ­ბა­რი, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა. "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე იგი ბაჩო ახა­ლა­ი­ას წე­რილს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც მისი თქმით, გა­და­ცე­მა­ში არ მოხ­ვდა:

"ტვ "იმე­დის" მიერ ცი­ხე­ში გაგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი და ბაჩო ახა­ლა­ი­ას პა­სუ­ხი სერ­გო თეთ­რა­ძის საქ­მე­ზე, მოკ­ლედ, ის რაც ტვ "იმედ­მა" დაბ­ლო­კა!!!

ბაჩო ახა­ლა­ია:

ბრალ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი პა­სუ­ხი: ეს აბ­სურ­დია, აბ­სურ­დი, აბ­სურ­დი!!!

რაც შე­ე­ხე­ბა იმას თუ რა ხდე­ბა ახლა, უნდა გი­თხრათ ერთი რამ, თა­ვი­დან მე­გო­ნა, რომ ამ მო­გო­ნილ საქ­მეს არც არა­ვინ წა­მო­წევ­და ასე­თი ბინ­ძუ­რი სა­ხით, მხო­ლოდ იმი­ტომ რომ ვფიქ­რობ­დი, ერ­თია ვინ შე­თხზა ლე­გენ­და, რო­გორც გა­მო­ი­ყე­ნეს ეს ტყუ­ი­ლე­ბი თა­ვის დრო­ზე, მაგ­რამ როცა სა­კი­თხში რე­ა­ლუ­რად გა­ერ­კვე­ოდ­ნენ მქონ­და პრაგ­მა­ტუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა, რომ არ­ჩევ­დნენ სხვა საქ­მე­ე­ბის შე­თი­თხვნას, ვიდ­რე გარ­დაც­ვლი­ლით სპე­კუ­ლი­რე­ბას. პრინ­ციპ­ში, ეს ასეც იყო, სა­ნამ ძა­ლი­ან არ გა­უ­ჭირ­დათ, რად­გან თუ არა ამ მას­შტა­ბის სი­ბინ­ძუ­რე ბოლო პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა ჩემ­თვის თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, მე ვე­რა­ფერს გე­ტყვით ჯა­შუ­შე­ბის მო­რა­ლურ ქცე­ვა­ზე, ამას ვერ ვწვდე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც იყო ჯა­შუ­შო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, ჰქონ­და ერთი მო­მა­ვა­ლი თა­ვის კო­ლე­გებ­თან ერ­თად, ის ცი­ხეს და­ტო­ვებ­და როცა რუ­სეთ­ში და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ჯა­შუ­შო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და­ტო­ვებ­დნენ ცი­ხეს. შე­სა­ბა­მი­სად ბუ­ნე­ბაშ არ არ­სე­ბობ­და არა­თუ მისი სიკ­ვდი­ლის, არ­ცერ­თი სხვა ჯა­შუ­ში­სათ­ვი­საც არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბის დაშ­ვე­ბის შან­სი მი­ნი­მუმ იმი­ტომ, რომ ეს პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბო­და რუ­სეთ­ში მყოფ ქარ­თვე­ლებ­ზე რო­გორც ეს იყო მა­გა­ლი­თად იმ რუსი პი­ლო­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ბომ­ბავ­დნენ 2008-ში, ჩვენს მიერ იქ­ნენ ჩა­მოგ­დე­ბულ­ნი და ისე მო­უ­ა­რეთ გაც­ვლამ­დე, რომ თი­თიც არა­ვის და­უ­კა­რე­ბია. ეს მოვ­ლე­ნა­თა ლო­გი­კის შე­სა­ხებ, ნიშ­ნად იმი­სა რომ წა­მე­ბა არა­მარ­ტო და­უშ­ვე­ბე­ლია, არა­მედ სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლეც.

ასე­ვე იხი­ლეთ| ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლის მი­მარ­თვა ინგა გრი­გო­ლი­ას თეთ­რა­ძის შე­სა­ხებ სი­უ­ჟეტ­ზე და მა­სა­ლის ავ­ტო­რის პა­სუ­ხი

რაც შე­ე­ხე­ბა ამ ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდილს, ახ­ლაც ყვე­ლამ იცის, რო­გორც ჩანს მას გული გა­უს­კდა და ამი­ტომ დად­გა სიკ­ვდი­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს ვერ­სია გა­და­ა­მოწ­მა, ჩა­ა­ტა­რა ექსგუ­მა­ცია, და­მა­ტე­ბი­თი ექ­სპერ­ტი­ზა და დად­გინ­და, რომ სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი სწო­რედ ეს იყო, ხოლო გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა სა­ერ­თოდ გა­მო­ი­რი­ცხა. და ახლა ჩემ­თვის სრუ­ლი­ად აუხ­სნე­ლია რა­ტომ აყე­ნე­ბენ ადა­მი­ანს ისეთ შე­უ­არ­ცხყო­ფას, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, რომ მის­თვის არა­ვის მი­უ­ყე­ნე­ბია სი­ცო­ცხლე­ში. ამი­ტო­მაც მო­ი­გო­ნეს ახლა რა­ღაც ცე­ლოფ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვის სმე­ნია, თუ არ არის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, რამე მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ჯა­ლა­თო­ბა მა­ინც უნდა ამ­ტკი­ცონ.

ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა იმ და­ნარ­ჩენ ოფი­ცი­ა­ლურ ჯა­შუ­შებს (გვა­რებს ვერ ვიხ­სე­ნებ) ერთი მათ­გა­ნი უკვე რუ­სეთ­შია, და­ნარ­ჩე­ნე­ბი აქ აგ­რძე­ლე­ბენ სა­ზი­ზღრო­ბებს. ყვე­ლას გახ­სოვთ 2008 წლის ომი, აფხა­ზეთ­ში თა­ვის დრო­ზე კო­ორ­დი­ნა­ტე­ბის რუ­სე­ბის­თვის მი­წო­დე­ბა, ეს სწო­რედ ასე­თი ხალ­ხის ნა­ხე­ლა­ვია.

კი­დევ ერთხელ გე­ტყვით, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნის ოჯა­ხის გლო­ვა ეს არ არის სა­მარ­თლებ­რი­ვი არ­გუ­მენ­ტი, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამას მხო­ლოდ ერთი მიზ­ნით იყე­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა - სი­ტუ­ა­ცი­ის უფრო დრა­მა­ტი­ზე­ბი­სათ­ვის.

სა­მარ­თლებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით დად­გე­ნი­ლია, რომ ის ადა­მი­ა­ნი არა­ვის მო­უკ­ლავს, დად­გნე­ი­ლია, რომ არც არა­ვის გა­უ­უ­პა­ტი­უ­რე­ბია, რომ სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვია გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბამ, ეს ისე­თი რა­მაა, რომ ამის­გან არა­ვინ არის და­ზღვე­უ­ლი, არც მე ახლა როცა ამას ვწერ.

და და­უკ­ვირ­დით კი­დევ ერთ რა­მეს, რო­გორც ამ­ბო­ბენ ის ადა­მი­ა­ნი "მოკ­ლეს" ამ დროს მკვლე­ლო­ბა­ზე კი ბრა­ლიც არა­ვის წარ­დგე­ნია. მეს­მის გლო­ვა, ვინც მას გლო­ვობს, მაგ­რამ გლო­ვით სპე­კუ­ლი­რე­ბის არა.

ბო­ლოს გე­ტყვით ერთ რა­მეს, აქ ბუ­ნებ­რი­ვია ყვე­ლა წვრილ­მან­ზე ვერ დავ­წერ, არ გა­მო­დის, მაგ­რამ მე სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი იმის­თვის, რომ ყვე­ლა კი­თხვა­ზე გა­მე­ცა პა­სუ­ხი. სწო­რედ ამი­ტო­მაც ვარ პირ­ვე­ლი დღი­დან პა­ტიმ­რო­ბა­ში, რომ არ მქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მის, რად­გან არ­სე­ბობს ყვე­ლაფ­რის წი­ნა­აღ­მდეგ კონ­კრე­ტუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი, ყვე­ლა აბ­სურ­დი ქარ­წყლდე­ბა თუ მარ­თა­ლი ხარ, მაგ­რამ ამის­თვის სა­ჭი­როა მი­ნი­მუმ სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა გქონ­დეს.

და თუ ახლა იქ ვინ­მე არ­გუ­მენ­ტად მო­იყ­ვანს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ და რო­გორც ჩვე­ვია ბევ­რს იტყვის, სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი უკვე და­მა­ნა­შა­ვეა, ამის­თვის ძა­ლი­ან მოკ­ლედ გე­ტყვით ერთ რა­მეს - მე ახლა სას­ჯელს ვიხ­დი ადა­მი­ა­ნის ცე­მის­თვის რუს­თავ­ში, როცა იმა­ვე საქ­მის ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბით და დო­კუ­მენ­ტით ეს ადა­მი­ა­ნი იმ დროს იმ­ყო­ფე­ბო­და ქუ­თა­ის­ში.

ამა­შია მთე­ლი არსი, ჩაგ­ვკე­ტონ, არ გა­პა­სუ­ხე­ბი­ნონ, გამ­ყო­ფონ იზო­ლა­ცი­ა­ში და მერე თვი­თონ იძა­ხონ რა­საც ჩათ­ვლი­ან სა­ჭი­როდ. ამ კონ­კრე­ტულ ბრალ­დე­ბა­ზე კი არ­სე­ბობს რო­გორც გი­თხა­რით ერთი პა­სუ­ხი: ეს აბ­სურ­დია, აბ­სურ­დი, ოღონდ ისე­თი, რომ­ლის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა" - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის| "შარ­ვა­ლი აი­წია და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ბე­ტონ­ზე სა­ხით და­ე­ცა" - სერ­გო თეთ­რა­ძის წა­მე­ბის შემ­ზა­რა­ვი დე­ტა­ლე­ბი და საქ­მის ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალაიას წერილს აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით, "იმედმა" დაბლოკა

ანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალაიას წერილს აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით, "იმედმა" დაბლოკა

გუშინ, "იმედის კვირაში" პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმის შესახებ გასულ სიუჟეტს [მეტი], რომელშიც ბაჩო ახალაიას ბრალეულობასთან დაკავშირებით იყო საუბარი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლე ანი ნადარეიშვილი ეხმაურება. "ფეისბუქის" გვერდზე იგი ბაჩო ახალაიას წერილს აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით, გადაცემაში არ მოხვდა:

"ტვ "იმედის" მიერ ციხეში გაგზავნილი კითხვები და ბაჩო ახალაიას პასუხი სერგო თეთრაძის საქმეზე, მოკლედ, ის რაც ტვ "იმედმა" დაბლოკა!!!

ბაჩო ახალაია:

ბრალდებასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან მარტივი პასუხი: ეს აბსურდია, აბსურდი, აბსურდი!!!

რაც შეეხება იმას თუ რა ხდება ახლა, უნდა გითხრათ ერთი რამ, თავიდან მეგონა, რომ ამ მოგონილ საქმეს არც არავინ წამოწევდა ასეთი ბინძური სახით, მხოლოდ იმიტომ რომ ვფიქრობდი, ერთია ვინ შეთხზა ლეგენდა, როგორც გამოიყენეს ეს ტყუილები თავის დროზე, მაგრამ როცა საკითხში რეალურად გაერკვეოდნენ მქონდა პრაგმატული შეხედულება, რომ არჩევდნენ სხვა საქმეების შეთითხვნას, ვიდრე გარდაცვლილით სპეკულირებას. პრინციპში, ეს ასეც იყო, სანამ ძალიან არ გაუჭირდათ, რადგან თუ არა ამ მასშტაბის სიბინძურე ბოლო პატიმრობის შეფარდება ჩემთვის თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. სამწუხაროდ, მე ვერაფერს გეტყვით ჯაშუშების მორალურ ქცევაზე, ამას ვერ ვწვდები.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ ადამიანს, რომელიც იყო ჯაშუშობაში ბრალდებული, ჰქონდა ერთი მომავალი თავის კოლეგებთან ერთად, ის ციხეს დატოვებდა როცა რუსეთში დაპატიმრებული ჯაშუშობაში ბრალდებულები დატოვებდნენ ციხეს. შესაბამისად ბუნებაშ არ არსებობდა არათუ მისი სიკვდილის, არცერთი სხვა ჯაშუშისათვისაც არასათანადო პირობის შექმნის შესაძლებლობის დაშვების შანსი მინიმუმ იმიტომ, რომ ეს პირდაპირ აისახებოდა რუსეთში მყოფ ქართველებზე როგორც ეს იყო მაგალითად იმ რუსი პილოტების შემთხვევაში, რომელიც საქართველოს ბომბავდნენ 2008-ში, ჩვენს მიერ იქნენ ჩამოგდებულნი და ისე მოუარეთ გაცვლამდე, რომ თითიც არავის დაუკარებია. ეს მოვლენათა ლოგიკის შესახებ, ნიშნად იმისა რომ წამება არამარტო დაუშვებელია, არამედ სრული სისულელეც.

ასევე იხილეთ| ანი ნადარეიშვილის მიმართვა ინგა გრიგოლიას თეთრაძის შესახებ სიუჟეტზე და მასალის ავტორის პასუხი

რაც შეეხება ამ ადამიანის სიკვდილს, ახლაც ყველამ იცის, როგორც ჩანს მას გული გაუსკდა და ამიტომ დადგა სიკვდილი. ხელისუფლებამ ეს ვერსია გადაამოწმა, ჩაატარა ექსგუმაცია, დამატებითი ექსპერტიზა და დადგინდა, რომ სიკვდილის მიზეზი სწორედ ეს იყო, ხოლო გაუპატიურება საერთოდ გამოირიცხა. და ახლა ჩემთვის სრულიად აუხსნელია რატომ აყენებენ ადამიანს ისეთ შეუარცხყოფას, როგორც აღმოჩნდა, რომ მისთვის არავის მიუყენებია სიცოცხლეში. ამიტომაც მოიგონეს ახლა რაღაც ცელოფნები, რომელიც ამ წლების განმავლობაში არავის სმენია, თუ არ არის გაუპატიურება, რამე მიახლოებული ჯალათობა მაინც უნდა ამტკიცონ.

ხოლო რაც შეეხება იმ დანარჩენ ოფიციალურ ჯაშუშებს (გვარებს ვერ ვიხსენებ) ერთი მათგანი უკვე რუსეთშია, დანარჩენები აქ აგრძელებენ საზიზღრობებს. ყველას გახსოვთ 2008 წლის ომი, აფხაზეთში თავის დროზე კოორდინატების რუსებისთვის მიწოდება, ეს სწორედ ასეთი ხალხის ნახელავია.

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის გლოვა ეს არ არის სამართლებრივი არგუმენტი, ქართულ საზოგადოებაში ამას მხოლოდ ერთი მიზნით იყენებს ხელისუფლება - სიტუაციის უფრო დრამატიზებისათვის.

სამართლებრივი თვალსაზრისით დადგენილია, რომ ის ადამიანი არავის მოუკლავს, დადგნეილია, რომ არც არავის გაუუპატიურებია, რომ სიკვდილი გამოიწვია გულის უკმარისობამ, ეს ისეთი რამაა, რომ ამისგან არავინ არის დაზღვეული, არც მე ახლა როცა ამას ვწერ.

და დაუკვირდით კიდევ ერთ რამეს, როგორც ამბობენ ის ადამიანი "მოკლეს" ამ დროს მკვლელობაზე კი ბრალიც არავის წარდგენია. მესმის გლოვა, ვინც მას გლოვობს, მაგრამ გლოვით სპეკულირების არა.

ბოლოს გეტყვით ერთ რამეს, აქ ბუნებრივია ყველა წვრილმანზე ვერ დავწერ, არ გამოდის, მაგრამ მე საქართველოში დავბრუნდი იმისთვის, რომ ყველა კითხვაზე გამეცა პასუხი. სწორედ ამიტომაც ვარ პირველი დღიდან პატიმრობაში, რომ არ მქონდეს შესაძლებლობა პასუხების გაცემის, რადგან არსებობს ყველაფრის წინააღმდეგ კონკრეტული არგუმენტები, ყველა აბსურდი ქარწყლდება თუ მართალი ხარ, მაგრამ ამისთვის საჭიროა მინიმუმ საუბრის საშუალება გქონდეს.

და თუ ახლა იქ ვინმე არგუმენტად მოიყვანს სასამართლოს გადაწყვეტილებებს ჩემს წინააღმდეგ და როგორც ჩვევია ბევრს იტყვის, სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ადამიანი უკვე დამანაშავეა, ამისთვის ძალიან მოკლედ გეტყვით ერთ რამეს - მე ახლა სასჯელს ვიხდი ადამიანის ცემისთვის რუსთავში, როცა იმავე საქმის ყველა მტკიცებულებით და დოკუმენტით ეს ადამიანი იმ დროს იმყოფებოდა ქუთაისში.

ამაშია მთელი არსი, ჩაგვკეტონ, არ გაპასუხებინონ, გამყოფონ იზოლაციაში და მერე თვითონ იძახონ რასაც ჩათვლიან საჭიროდ. ამ კონკრეტულ ბრალდებაზე კი არსებობს როგორც გითხარით ერთი პასუხი: ეს აბსურდია, აბსურდი, ოღონდ ისეთი, რომლის გამოაშკარავება შეიძლება" - ნათქვამია წერილში.

მეტი ინფორმაციისთვის| "შარვალი აიწია და რამდენიმე წუთში ბეტონზე სახით დაეცა" - სერგო თეთრაძის წამების შემზარავი დეტალები და საქმის ახალი გარემოებები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს