წყალტუბოში, "სილქნეტის" წყალტუბოს სერვისცენტრის დირექტორი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი წყალტუბოდან იტყობინება, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც იგი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით ბოძზე ავიდა, რა დროსაც მას დენმა დაარტყა და ადგილზევე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 170-მე მუხლით მიმდინარეობს, რაც შრომის უსაფრთხოების დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს.