სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
112-ის თანამშრომლების განცხადება ბახტრიონზე მტაცებელი ცხოველის "დაფიქსირების" შესახებ
112-ის თანამშრომლების განცხადება ბახტრიონზე მტაცებელი ცხოველის "დაფიქსირების" შესახებ

ბახ­ტრი­ონ­ზე მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლის და­ფიქ­სი­რე­ბის შე­სა­ხებ 112-ში მო­სახ­ლე­ო­ბის­გან შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­ვი­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" 112-ში გა­ნუ­ცხა­დეს, შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­სა­ბა­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია გა­ვი­და.

"ქალი, რო­მელ­მაც ჩვენ­თან და­რე­კა, აცხა­დებს, რომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვე­ფხვი 08:00 სა­ათ­ზე და­ი­ნა­ხა და ფო­ტო­ე­ბი გა­და­უ­ღო, თუმ­ცა 112-ში ამის შე­სა­ხებ 12:00 სა­ა­თის­თვის და­რე­კა. შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს გა­და­ე­ცა და ად­გილ­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია მი­ვი­და, რო­მელ­მაც თა­ვის მხრივ ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი გა­მო­ი­ძა­ხა, თუმ­ცა ტე­რი­ტო­რი­ის შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ მტა­ცე­ბე­ლი იქ არ აღ­მოჩ­ნდა", - აცხა­დე­ბენ 112-ში.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორ­მა ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ად­გილ­ზე 2 ვე­ტე­რი­ნა­რი იყო გა­სუ­ლი. "მათ ცხო­ვე­ლის არა­ნა­ი­რი კვა­ლი არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბი­ათ", - გა­ნა­ცხა­და გუ­რი­ე­ლი­ძემ.

რო­გორც გუ­რი­ე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დღეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ნახა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ცხო­ვე­ლი ვე­ფხვი არ არის, კა­ტაა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

112-ის თანამშრომლების განცხადება ბახტრიონზე მტაცებელი ცხოველის "დაფიქსირების" შესახებ

112-ის თანამშრომლების განცხადება ბახტრიონზე მტაცებელი ცხოველის "დაფიქსირების" შესახებ

ბახტრიონზე მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ 112-ში მოსახლეობისგან შეტყობინება შევიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" 112-ში განუცხადეს, შეტყობინების საფუძველზე შესაბამის ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია გავიდა.

"ქალი, რომელმაც ჩვენთან დარეკა, აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, ვეფხვი 08:00 საათზე დაინახა და ფოტოები გადაუღო, თუმცა 112-ში ამის შესახებ 12:00 საათისთვის დარეკა. შეტყობინება შესაბამის სამსახურს გადაეცა და ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა, რომელმაც თავის მხრივ ცხოველთა მონიტორინგის სამსახური გამოიძახა, თუმცა ტერიტორიის შემოწმების შემდეგ მტაცებელი იქ არ აღმოჩნდა", - აცხადებენ 112-ში.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა, ადგილზე 2 ვეტერინარი იყო გასული. "მათ ცხოველის არანაირი კვალი არ დაუფიქსირებიათ", - განაცხადა გურიელიძემ.

როგორც გურიელიძემ აღნიშნა, მან სოციალურ ქსელში დღეს გამოქვეყნებული ფოტოები ნახა და დარწმუნებულია, რომ ფოტოზე გამოსახული ცხოველი ვეფხვი არ არის, კატაა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია