სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გიორგი აბაშიშვილი - მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საფინანსო ინსტიტუტები ეროვნული ბანკზე პრემიერს მიმართვას უგზავნიან
გიორგი აბაშიშვილი - მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საფინანსო ინსტიტუტები ეროვნული ბანკზე პრემიერს მიმართვას უგზავნიან

ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლის, გი­ორ­გი აბა­შიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­დან სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო ფუნ­ქცი­ის გა­მო­ყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­სა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილს ერ­თობ­ლივ მი­მარ­თვას უგ­ზავ­ნი­ან.

რო­გორც აბა­შიშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა ტვ"-ის გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" გა­ნა­ცხა­და, მი­მარ­თვა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვალ­ტო ფონ­დი, მსოფ­ლიო ბან­კი, ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი და აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ურ­ჩევს, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­დან სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო ფუნ­ქცი­ის გა­მო­ყო­ფა არ მო­ახ­დი­ნოს.

"მინ­და გა­გაც­ნოთ დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და. ეს შე­ე­ხე­ბა ოთხი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტის - სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვალ­ტო ფონ­დის, მსოფ­ლიო ბან­კის, ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის და აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის ერ­თობ­ლივ მი­მარ­თვას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რი­სად­მი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ არ მო­ახ­დი­ნონ სა­ბან­კო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ბან­კის­გან გა­მო­ყო­ფა. დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ არ­გუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ბან­კო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ფუნ­ქცი­ის ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­დან გა­ტა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით არის გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი, არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია... თუ არ იქნა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, რა­ტომ ხდე­ბა ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­დან სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო ფუნ­ქცი­ის გა­მო­ყო­ფა, კა­ნონპ­რო­ექ­ტის არა­ნა­ირ დე­ტა­ლურ გან­ხილ­ვას აზრი არ აქვს, რად­გან სა­კი­თხის მთა­ვა­რი ღერ­ძი სწო­რედ ესაა. ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ზე­ზის და­სა­ბუ­თე­ბაა მთა­ვა­რი, თო­რემ კა­ნო­ნი რა დე­ტა­ლურ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას მი­ი­ღებს, ამას თით­ქმის აღარ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რად­გან ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პი ირ­ღვე­ვა, რაც გუ­ლის­ხმობს სა­ბან­კო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ყოფ­ნას", - გა­ნა­ცხა­და აბა­შიშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლის თქმით, ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­მარ­თვა­ში ხაზ­გას­მი­თაა აღ­ნიშ­ნუ­ლი ბოლო წლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის სა­ბან­კო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­სა და მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის ერთი ქოლ­გის ქვეშ ყოფ­ნა უმ­ჯო­ბე­სად იქნა მიჩ­ნე­უ­ლი. "დიახ, სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი გა­ყო­ფი­ლია რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში, თუმ­ცა 2008-2009 წლე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის შემ­დეგ გა­ყო­ფის ტენ­დენ­ცია ფუნ­და­მენ­ტურ შეც­დო­მად იქნა მიჩ­ნე­უ­ლი, რად­გან სა­ფი­ნან­სო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის, სა­ბან­კო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­სა და მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის გან­ცალ­კე­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში, ვერ ხდე­ბო­და ფი­ნან­სურ კრი­ზის­თან ეფექ­ტი­ა­ნი გამ­კლა­ვე­ბა. ამი­ტომ მიჩ­ნე­ულ იქნა, რომ ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის სა­ბან­კო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა და მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა ერთი ქოლ­გის ქვეშ უნდა იყოს. სწო­რედ ეს არის აღ­ნიშ­ნუ­ლი ამ გან­ცხა­დე­ბა­შიც, რო­მელ­საც ეკო­ნო­მი­კა­ში ოთხი ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია აწერს ხელს", - გან­მარ­ტა პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გიორგი აბაშიშვილი - მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საფინანსო ინსტიტუტები ეროვნული ბანკზე პრემიერს მიმართვას უგზავნიან

გიორგი აბაშიშვილი - მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საფინანსო ინსტიტუტები ეროვნული ბანკზე პრემიერს მიმართვას უგზავნიან

ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ერთობლივ მიმართვას უგზავნიან.

როგორც აბაშიშვილმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა, მიმართვაში საერთაშორისო სავალტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა არ მოახდინოს.

"მინდა გაგაცნოთ დოკუმენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ეს შეეხება ოთხი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის - საერთაშორისო სავალტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და აზიის განვითარების ბანკის ერთობლივ მიმართვას საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისადმი იმასთან დაკავშირებით, რომ არ მოახდინონ საბანკო ზედამხედველობის ეროვნული ბანკისგან გამოყოფა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არგუმენტები, რომლებიც საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკიდან გატანასთან დაკავშირებით არის გაჟღერებული, არადამაჯერებელია... თუ არ იქნა დასაბუთებული, რატომ ხდება ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა, კანონპროექტის არანაირ დეტალურ განხილვას აზრი არ აქვს, რადგან საკითხის მთავარი ღერძი სწორედ ესაა. ცვლილებების მიზეზის დასაბუთებაა მთავარი, თორემ კანონი რა დეტალურ ინტერპრეტაციას მიიღებს, ამას თითქმის აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან ფუნდამენტური პრინციპი ირღვევა, რაც გულისხმობს საბანკო ზედამხედველობის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში ყოფნას", - განაცხადა აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიმართვაში ხაზგასმითაა აღნიშნული ბოლო წლების გამოცდილებაც, რომლის მიხედვითაც ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის საბანკო ზედამხედველობისა და მონეტარული პოლიტიკის ერთი ქოლგის ქვეშ ყოფნა უმჯობესად იქნა მიჩნეული. "დიახ, საზედამხედველო სამსახური გაყოფილია რამდენიმე ქვეყანაში, თუმცა 2008-2009 წლების ეკონომიკური კრიზისის შემდეგ გაყოფის ტენდენცია ფუნდამენტურ შეცდომად იქნა მიჩნეული, რადგან საფინანსო ზედამხედველობის, საბანკო ზედამხედველობისა და მონეტარული პოლიტიკის განცალკევების პირობებში, ვერ ხდებოდა ფინანსურ კრიზისთან ეფექტიანი გამკლავება. ამიტომ მიჩნეულ იქნა, რომ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის საბანკო ზედამხედველობა და მონეტარული პოლიტიკა ერთი ქოლგის ქვეშ უნდა იყოს. სწორედ ეს არის აღნიშნული ამ განცხადებაშიც, რომელსაც ეკონომიკაში ოთხი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია აწერს ხელს", - განმარტა პრეზიდენტის მრჩეველმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."