26 ივნისს საქართველოს დელეგაციის მე-13 მედალი, პირველი ოქრო საქართველოს ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოუტანა. მანამდე საქართველოს სახელით მოასპარეზეებმა 4 ვერცხლი და 8 ბრინჯაო მოიპოვეს.
81 კგ. წონით კატეგორიაში ჭრიკიშვილი დამაჯერებლად გავიდა ფინალში, სადაც რუს ივან ნიფონტოვს შეხვდა.
მიუხედავად, აშკარად მიკერძოებული მსაჯობისა, ქართველმა ძიუდოისტმა (თითო ვაზარი და ერთი გაფრთხილება რუსს) მაინც მოახერხა გამარჯვება და ოქროს მედალის მოპოვება.