ამ წუთებში იოსებიძის ქუჩა N47-ში მდებარე სკვერში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა განუცხადა, მამაკაცს ორმა უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახლობლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაჭრილი ამავე უბნის მცხოვრებია.
შემთხვევის დროს სკვერში ბავშვები და ქალებიც იმყოფებოდნენ.