სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გენერალური შტაბი სტიქიის ღამეს ვერტმფრენების გამოუყენებლობის მიზეზებს განმარტავს
გენერალური შტაბი სტიქიის ღამეს ვერტმფრენების გამოუყენებლობის მიზეზებს განმარტავს

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბი სტი­ქი­ის ღა­მეს ვერ­ტმფრე­ნე­ბის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის მი­ზე­ზებს გან­მარ­ტავს. რო­გორც გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ამ ეტა­პის­თვის სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკვე მი­ი­ღო 2500-ზე მეტ­მა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რემ და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 90-მდე სპე­ცი­ა­ლურ­მა ტექ­ნი­კამ. ასე­ვე, მი­აჩ­ნი­ათ, რომ პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს კი­თხვას, რო­მე­ლიც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას შე­ე­ხე­ბა.

"სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე, 13 ივ­ნი­სის ღა­მით, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მოქ­მე­დებ­დნენ ერ­თა­დერ­თი მიზ­ნით - და­მა­ტე­ბი­თი მსხვერ­პლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა და სა­ერ­თო სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის და­უბ­რკო­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის შექ­მნა. თბი­ლი­სი თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით საკ­მა­ოდ რთუ­ლი სტრუქ­ტუ­რი­საა და მას შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბის სის­ტე­მა არ გა­აჩ­ნია, რა­მაც ვერ­ტმფრე­ნის ქა­ლა­ქის პი­რო­ბებ­ში უსაფრ­თხო ფრე­ნა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს (შუ­ქუ­რე­ბი მა­ღა­ლი შე­ნო­ბე­ბის სა­ხუ­რა­ვებ­ზე, სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო ნიშ­ნე­ბი მა­ღა­ლი ძაბ­ვის ელექტრო­გა­დამ­ცემ ხა­ზებ­სა და სხვა სა­ჰა­ე­რო სა­კო­მუ­ნი­კა­ციო არ­ხებ­ზე - ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი­სა და წყლის მი­ლე­ბი). ასე­ვე, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი ქა­ლაქ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია უსის­ტე­მოდ, რაც ქმნის სხვას­დას­ხვა ტი­პის კა­ბე­ლე­ბი­სა და ხა­ზე­ბის "ბა­დე­ებს". ამას­თან ერ­თად, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის საფ­რე­ნოს­ნო პარკში არ­სე­ბუ­ლი ვერ­ტმფრე­ნე­ბის რო­ტო­რის რა­დი­უ­სი და უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი მო­ი­თხოვს დაბ­რკო­ლე­ბე­ბი­სა­გან თა­ვი­სუ­ფალ ზო­ნას, არა­ნაკ­ლებ 25 მეტ­რის რა­დი­უ­სით.

შე­სა­ბა­მი­სად, სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრში, სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბი, ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბის ქსე­ლი და მა­ღა­ლი ხე­ე­ბი არა­მარ­ტო ხელს უშ­ლის ვერ­ტმფრე­ნი­დან სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ღა­მით და დიდი ნა­ლე­ქის პი­რო­ბებ­ში, არა­მედ შე­უძ­ლე­ბელს ხდის ვერ­ტმფრე­ნის ოპე­რი­რე­ბას და­ბალ სი­მაღ­ლე­ზე, დღი­სა და თუნ­დაც, ხელ­შემ­წყობ მე­ტე­ო­პი­რო­ბებ­შიც კი", - ნათ­ქვა­მია გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ზო­ო­პარ­კი­სა და "მზი­უ­რის" რა­ი­ო­ნებს, შტა­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ მთა­ვარ შე­მა­ფერ­ხე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებს ელექტრო­გა­დამ­ცემ ხა­ზებ­თან, და­ბალ ხილ­ვა­დო­ბას­თან და ძლი­ერ წვი­მას­თან ერ­თად ხში­რი და მა­ღა­ლი ხე­ე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ.

"ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აღ­ნიშ­ნულ პი­რო­ბებ­ში ვერ­ტმფრე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­მო­იწ­ვევ­და ეკი­პა­ჟი­სა და საფ­რე­ნი აპა­რა­ტის და­ნა­კარგს, რა­საც თა­ვის მხრივ, დიდი ალ­ბა­თო­ბით მოყ­ვე­ბო­და და­მა­ტე­ბი­თი მსხვერ­პლი მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და რა­ი­ონ­ში მოქ­მედ მაშ­ვე­ლებს შო­რის. ამ­დე­ნად, სწო­რად შე­ფას­და რის­კე­ბი და საფრ­თხე­ე­ბი. მე­ო­რე დღეს, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ვერ­ტმფრე­ნებ­მა და უპი­ლო­ტო საფ­რენ­მა აპა­რა­ტებ­მა, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს მო­თხოვ­ნის­თა­ნა­ვე, ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ი­წყეს სტი­ქი­ით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი რა­ი­ო­ნე­ბი­სა და საფრ­თხის შემ­ცვე­ლი კე­რე­ბის დაზ­ვერ­ვი­სა და გა­მოვ­ლე­ნის­თვის სა­ჭი­რო ფრე­ნე­ბის აქ­ტი­უ­რი შეს­რუ­ლე­ბა", - ნათ­ქვა­მია გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გენერალური შტაბი სტიქიის ღამეს ვერტმფრენების გამოუყენებლობის მიზეზებს განმარტავს

გენერალური შტაბი სტიქიის ღამეს ვერტმფრენების გამოუყენებლობის მიზეზებს განმარტავს

თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი სტიქიის ღამეს ვერტმფრენების გამოუყენებლობის მიზეზებს განმარტავს. როგორც გენერალური შტაბის განცხადებაშია ნათქვამი, ამ ეტაპისთვის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებში მონაწილეობა უკვე მიიღო 2500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ და თავდაცვის სამინისტროს 90-მდე სპეციალურმა ტექნიკამ. ასევე, მიაჩნიათ, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რომელიც შეიარაღებული ძალების საფრენი აპარატების სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობას შეეხება.

"სამაშველო ოპერაციების საწყის ეტაპზე, 13 ივნისის ღამით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები მოქმედებდნენ ერთადერთი მიზნით - დამატებითი მსხვერპლის თავიდან აცილება და საერთო სამაშველო ოპერაციის დაუბრკოლებელი პირობების შექმნა. თბილისი თავისი ისტორიული ურბანული განვითარების კუთხით საკმაოდ რთული სტრუქტურისაა და მას შესაბამისი ინფრასტრუქტურული გაფრთხილების სისტემა არ გააჩნია, რამაც ვერტმფრენის ქალაქის პირობებში უსაფრთხო ფრენა უნდა უზრუნველყოს (შუქურები მაღალი შენობების სახურავებზე, საიდენტიფიკაციო ნიშნები მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებსა და სხვა საჰაერო საკომუნიკაციო არხებზე - ბუნებრივი აირისა და წყლის მილები). ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროგადამცემი ხაზები ქალაქში დამონტაჟებულია უსისტემოდ, რაც ქმნის სხვასდასხვა ტიპის კაბელებისა და ხაზების "ბადეებს". ამასთან ერთად, შეიარაღებული ძალების საფრენოსნო პარკში არსებული ვერტმფრენების როტორის რადიუსი და უსაფრთხოების წესები მოითხოვს დაბრკოლებებისაგან თავისუფალ ზონას, არანაკლებ 25 მეტრის რადიუსით.

შესაბამისად, სტიქიის ეპიცენტრში, სვანიძის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობი, ელექტროგადამცემი ხაზების ქსელი და მაღალი ხეები არამარტო ხელს უშლის ვერტმფრენიდან სამაშველო სამუშაოების განხორციელებას ღამით და დიდი ნალექის პირობებში, არამედ შეუძლებელს ხდის ვერტმფრენის ოპერირებას დაბალ სიმაღლეზე, დღისა და თუნდაც, ხელშემწყობ მეტეოპირობებშიც კი", - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში. რაც შეეხება ზოოპარკისა და "მზიურის" რაიონებს, შტაბის ინფორმაციით, აქ მთავარ შემაფერხებელ გარემოებებს ელექტროგადამცემ ხაზებთან, დაბალ ხილვადობასთან და ძლიერ წვიმასთან ერთად ხშირი და მაღალი ხეები წარმოადგენდნენ.

"ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირობებში ვერტმფრენის გამოყენება გამოიწვევდა ეკიპაჟისა და საფრენი აპარატის დანაკარგს, რასაც თავის მხრივ, დიდი ალბათობით მოყვებოდა დამატებითი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობასა და რაიონში მოქმედ მაშველებს შორის. ამდენად, სწორად შეფასდა რისკები და საფრთხეები. მეორე დღეს, შეიარაღებული ძალების ვერტმფრენებმა და უპილოტო საფრენმა აპარატებმა, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მოთხოვნისთანავე, ოპერატიულად დაიწყეს სტიქიით დაზარალებული რაიონებისა და საფრთხის შემცველი კერების დაზვერვისა და გამოვლენისთვის საჭირო ფრენების აქტიური შესრულება", - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."