ზოოპარკის ტერიტორიაზე პინგვინი იპოვეს

ზოოპარკის ტერიტორიაზე პინგვინი იპოვეს

ზოოპარკში სამხედროებმა გაწმენდითი სამუშაოების დროს პინგვინი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ზოოპარკის პრესსამსახურის უფროსმა, მზია შარაშიძემ განუცხადა, პინგვინი მტაცებლების ვოლირების გასუფთავების დროს იპოვეს.

მისივე თქმით, პინგვინს დაზიანებები არ აღენიშნება და ვოლიერში გადაიყვანეს.

როგორც მზია შარაშიძემ აღნიშნა, 13 ივნისის სტიქიამდე ზოოპარში 17 პინგვინი ჰყავდათ და ბოლო მონაცემებით 10 გადარჩა.

აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი პინგვინი 5 დღის წინ კომპანია "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურზე თანამშრომლებმა იპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს