უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თამარ მეფის გამზირს, აღმაშენებლის გამზირს, უზნაძის, თვალჭრელიძის, ჭოროხის, სანაპიროს, ცაბაძის, მაიაკოვსკის, აგლაძის, ყიფიანის, გოგოლის, ფიროსმანის, ჩიტაიას, კონსტიტუციის, დოლიძის, კლდიაშვილისა და ცოტნე დადიანის ქუჩებს. 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება წერეთლის გამზირის, წინამძღვრიშვილის და ბაქრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება შეეღუდება ისნის რაიონის ნაწილს, კერძოდ, 11:00-დან 17:00 საათამდე ვაზისუბნის III მიკრორაიონს, ვაზისუბნის III მიკრორაიონს I კვარტლის და ვაზის ქუჩის მაცხოვრებლებს. მთაწმინდის რაიონში კი 10:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება რუსთაველის გამზირის, გრიბოედოვის, ჭავჭავაძის, ასათიანის, ძმები ზუბალაშვილების, ძმები კაკაბაძეების, სარაჯიშვილის და 8 მარტის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლეონიძის, ინგოროყვას, ლერმონტოვის, ქიქოძოს, იაშვილისა და ჭონქაძის ქუჩებს.

ხვალვე, 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის და ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის მაცხოვრებლებს, ხოლო 11:00-დან 16:00 საათამდე _ ახალშენის, ჩაილურის, იოსელიანის და ბალანჩივაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის VII მიკრორაიონის მაცხოვრებლებსსაც.

გარდა ამისა, 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყდებათ ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის, ფალიაშვილის და არაყიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოები დაგეგმილია სამგორისა და ნაძალადევის რაიონებშიც, კერძოდ, 12:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თეთრი ხევის დასახლების, სოფელ დიდი ლილოს და ახვლედიანის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11:00-დან 16:00 საათამდე _ გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების IV, X კვარტლების, ურეკის, ჟღენტის, ხვანჭკარას, ტყიბულის, შატილის, საჩხერის, ირემაშვილის, ჩარგლის, ცოდნისკარის და მაღალაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია "თელასი" მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია