სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ქალებს სიშიშვლის რცხვენოდათ და ბევრი სწორედ ამ სირცხვილის გამო დაიხრჩო, არ გამოვიდა აბანოდან"
"ქალებს სიშიშვლის რცხვენოდათ და ბევრი სწორედ ამ სირცხვილის გამო დაიხრჩო, არ გამოვიდა აბანოდან"

1956 წელი - რას ჰყვე­ბა ძია ჟორა, რო­მელ­მაც სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბი­სას ხალ­ხი გა­და­არ­ჩი­ნა

"ჩემი თვა­ლით ვნა­ხე, მტკვარს შიშ­ვე­ლი ხალ­ხი რო­გორ მიჰ­ქონ­და"

თბი­ლი­სი სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­დაც­იაზე­ მუ­შა­ობს, რაც, ალ­ბათ, მო­ხერ­ხდე­ბა, თუმ­ცა, სიცო­ცხლის აღ­დგე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია. და კი­დევ: შვე­ბა დიდ უბე­დუ­რე­ბა­შიც არის - სტი­ქი­ამ ჩვე­ნი ნა­ცარ­წაყ­რი­ლი ღირ­სე­ბე­ბი­ და თა­ნად­გო­მის უნა­რი აღად­გი­ნა - კი­დევ ერთ­ხელ გვაგ­რძნო­ბი­ნა, რომ უბე­დუ­რე­ბას­თან და­სა­პი­რის­პი­რებ­ლად ერ­თმა­ნე­თის გვერ­დში­ დგო­მა შეგ­ვიძ­ლია.

სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბი კი ჩვენს დე­და­ქა­ლაქს არა­ერ­თხელ დას­ტყდო­მია თავს. 60 წლის წი­ნაც მოხ­და, მაგ­რამ ამ ხსოვ­ნის გა­საქ­რო­ბად სა­გან­გე­ბოდ იმუ­შა­ვა საბ­ჭო­თა სა­ხელ­მწი­ფომ. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ჯერ კი­დევ არ­სე­ბო­ბენ ენით აუ­წე­რე­ლი ჯო­ჯო­ხე­თის თვითმხილ­ვე­ლე­ბი და არ­სე­ბობს ნო­დარ დუმ­ბა­ძის­ პერ­სო­ნა­ჟი გიჟი მარ­გო, რო­მე­ლიც ორ­თა­ჭა­ლის აბან­ოში იყო, როცა მო­ვარ­დნი­ლმა წყალ­მა იქა­უ­რო­ბა პირ­თამ­დე ამო­ავ­სო და ადა­მი­ა­ნე­ბი აბო­ბოქ­რე­ბუ­ლი მტკვრის­კენ გა­ი­ტა­ცა. არ­სე­ბობს მარ­გოს სიმ­ღე­რა: "პა­რა­ხო­დი­ მი­დის, მო­დის, ქა­ნა­ობს, კოხ­ტა გოგო აბა­ნო­ში ბა­ნა­ობს..."

ასე­ვე ნა­ხეთ| "შე­ში­ნე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი წი­ვილ-კი­ვი­ლით, თმე­ბის გლე­ჯი­თა და ლო­ყე­ბის ხოკ­ვით მი­ვარ­დნი­ან კარს" - ნო­დარ დუმ­ბა­ძე 1956 წლის წყალ­დი­დო­ბა­ზე

როცა თბი­ლისს თავს ახა­ლი უბე­დუ­რე­ბა­ და­ა­ტყდა, რა­ტომ­ღაც ორ­თა­ჭა­ლის აბა­ნო­ების­კენ წა­ვე­დი. ახლა ამ აბა­ნო­ე­ბის ულა­მა­ზეს თა­ღებს შო­რის ასე­ვე ულა­მა­ზე­სი ყვავ­ილ­ნა­რია. სკა­მებ­ზე ჩა­მომ­სხდარ ხან­ში შე­სულ ადა­მი­ა­ნებ­ში შე­იძ­ლე­ბო­და მო­მე­ნა­ხა 1956 წლის ორ­თა­ჭა­ლის წყალ­დი­დო­ბის მომსწრე. ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, მი­ვა­გე­ნი­. ერ­თმა ხელი ჩა­მო­მარ­თვა, - თე­მურ ლოლ­იევი ვარ, მა­შინ ბავ­შვი ვი­ყა­ვი მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი მახ­სოვს­. თუმ­ცა, ჯობს, ძია ჟო­რას­ და­უ­ცა­დო, მას აბა­ნო­ე­ბი­დან ხალ­ხი გა­მოჰ­ყავ­დაო...

თე­მურ ლო­ლი­ე­ვი: - 6 წლის ვი­ყა­ვი. ჩემს მშობ­ლებს გო­რა­ზე სახ­ლი ედ­გათ­. იქი­დან დავ­ყუ­რებ­დი, შიშ­ვე­ლი ხალ­ხი წყალს მტკვარ­ში რო­გორ მიჰ­ქონ­და.­ მტკვა­რიც კა­ლა­პო­ტი­დან გად­მო­დი­ო­და და აბა­ნო­ე­ბი­დან წა­მო­სულ აქაფ­ებულ წყალს უერ­თდე­ბო­და. ამ სა­ში­ნელ სა­ნა­ხა­ო­ბას თვალს ვერ ვაცი­ლებ­დი.­ დე­დამ ხელი მტა­ცა და გაყ­ვა­ნა­ უნ­დო­და, მაგ­რამ თვი­თო­ნაც გა­შეშ­და. გა­ი­ძა­ხო­და, - უბე­დუ­რე­ბი, უბე­დუ­რე­ბიო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ქალებს სიშიშვლის რცხვენოდათ და ბევრი სწორედ ამ სირცხვილის გამო დაიხრჩო, არ გამოვიდა აბანოდან"

"ქალებს სიშიშვლის რცხვენოდათ და ბევრი სწორედ ამ სირცხვილის გამო დაიხრჩო, არ გამოვიდა აბანოდან"

1956 წელი - რას ჰყვება ძია ჟორა, რომელმაც სტიქიური უბედურებისას ხალხი გადაარჩინა

"ჩემი თვალით ვნახე, მტკვარს შიშველი ხალხი როგორ მიჰქონდა"

თბილისი სტიქიის შედეგების ლიკვიდაც­იაზე­ მუშაობს, რაც, ალბათ, მოხერხდება, თუმცა, სიცო­ცხლის აღდგენა შეუძლებელია. და კიდევ: შვება დიდ უბედურებაშიც არის - სტიქიამ ჩვენი ნაცარწაყრილი ღირსებები­ და თანადგომის უნარი აღადგინა - კიდევ ერთ­ხელ გვაგრძნობინა, რომ უბედურებასთან დასაპირისპირებლად ერთმანეთის გვერდში­ დგომა შეგვიძლია.

სტიქიური უბედურებები კი ჩვენს დედაქალაქს არაერთხელ დასტყდომია თავს. 60 წლის წინაც მოხდა, მაგრამ ამ ხსოვნის გასაქრობად საგანგებოდ იმუშავა საბჭოთა სახელმწიფომ. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობენ ენით აუწერელი ჯოჯოხეთის თვითმხილველები და არსებობს ნოდარ დუმბაძის­ პერსონაჟი გიჟი მარგო, რომელიც ორთაჭალის აბან­ოში იყო, როცა მოვარდნი­ლმა წყალმა იქაურობა პირთამდე ამოავსო და ადამიანები აბობოქრებული მტკვრისკენ გაიტაცა. არსებობს მარგოს სიმღერა: "პარახოდი­ მიდის, მოდის, ქანაობს, კოხტა გოგო აბანოში ბანაობს..."

ასევე ნახეთ| "შეშინებული ქალები წივილ-კივილით, თმების გლეჯითა და ლოყების ხოკვით მივარდნიან კარს" - ნოდარ დუმბაძე 1956 წლის წყალდიდობაზე

როცა თბილისს თავს ახალი უბედურება­ დაატყდა, რატომღაც ორთაჭალის აბანო­ებისკენ წავედი. ახლა ამ აბანოების ულამაზეს თაღებს შორის ასევე ულამაზესი ყვავ­ილნარია. სკამებზე ჩამომსხდარ ხანში შესულ ადამიანებში შეიძლებოდა მომენახა 1956 წლის ორთაჭალის წყალდიდობის მომსწრე. ჩემდა გასაკვირად, მივაგენი­. ერთმა ხელი ჩამომართვა, - თემურ ლოლ­იევი ვარ, მაშინ ბავშვი ვიყავი მაგრამ ყველაფერი მახსოვს­. თუმცა, ჯობს, ძია ჟორას­ დაუცადო, მას აბანოებიდან ხალხი გამოჰყავდაო...

თემურ ლოლიევი: - 6 წლის ვიყავი. ჩემს მშობლებს გორაზე სახლი ედგათ­. იქიდან დავყურებდი, შიშველი ხალხი წყალს მტკვარში როგორ მიჰქონდა.­ მტკვარიც კალაპოტიდან გადმოდიოდა და აბანოებიდან წამოსულ აქაფ­ებულ წყალს უერთდებოდა. ამ საშინელ სანახაობას თვალს ვერ ვაცი­ლებდი.­ დედამ ხელი მტაცა და გაყვანა­ უნდოდა, მაგრამ თვითონაც გაშეშდა. გაიძახოდა, - უბედურები, უბედურებიო.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია