"ვერ წარმოიდგენთ, როგორ უყვარდა ეს სამსახური" - გმირი მეხანძრე ზურაბ მუზაშვილის დედა

"ვერ წარმოიდგენთ, როგორ უყვარდა ეს სამსახური" - გმირი მეხანძრე ზურაბ მუზაშვილის დედა

გმირი მეხანძრე, ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც 13 ივნისის ტრაგედიის ღამეს 7 ადამიანი გადაარჩინა, გუშინ მშობლიურ სოფელ აღაიანში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

მეხანძრე წყალდიდობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის სიკვდილის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა. ჯილდო გარდაცვლილის მამას პრემიერმა გუშინ გადასცა.

ლენა მუზაშვილი, გარდაცვლილის დედა:

"ნამდვილად არ ველოდებოდი, ჩემს შვილს თუ ასე ღირსეულად დააფასებდნენ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ უყვარდა ეს სამსახური. ამაზე კარგი რა უნდა გააკეთო, ადამიანს რო დაეხმაროო. ჩემი შვილის გადადგმული ნაბიჯი, თავის მხრივ, მართალია - როგორც საქართველოს მოქალაქის. ეს ნაბიჯი უნდა გადედგა და სხვისთვის სიცოცხლე ეჩუქებინა. დღეს მე ამაყი ვარ, ალბათ ამ სიამაყემ და ჩემი შვილის გმირობამ - ქვეყანას უჭირდა და სადაც უჭირდა ჩემი შვილი იქ იყო - ალბათ ამან გამაქვავა", - ამბობს "იმედის კვირასთან" საუბარში გარდაცვლილის დედა.

გმირი მეხანძრის ოჯახს მთავრობა ერთჯერადად 100 000 ლარს გადასცემს, ყოველთვიურად კი ოჯახი 1000 ლარიან დახმარებას მიიღებს.

იხილეთ ასევე: "ზოგიერთი მოქალაქე სტიქიის ზონიდან ძალით გამოვიყვანეთ" - როგორ იხსენებენ მაშველები ავბედით ღამეს და გარდაცვლილ მეგობარს

გმირი, რომელმაც 7 ადამიანი გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა - საქართველო სტიქიისას დაღუპულ მაშველს ემშვიდობება

სტიქიის დროს გარდაცვლილმა მაშველმა ზურაბ მუზაშვილმა, დაღუპვამდე შვიდი ადამიანის გადარჩენა მოასწრო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია