სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სულ რა თანხაა მობილიზებული სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ხადურის კომენტარი
სულ რა თანხაა მობილიზებული სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ხადურის კომენტარი

ამ ეტაპ­ზე სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან 10 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტია გა­მო­ყო­ფი­ლი, კერ­ძო სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან კი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია 7.5 მი­ლი­ო­ნი ლარი, - ამის შე­სა­ხებ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ნო­დარ ხა­დურ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "რე­აქ­ცი­ა­ში" გა­ნა­ცხა­და.

"ამ ეტაპ­ზე უკვე შეგ­ვიძ­ლია თა­მა­მად ვთქვათ, რომ 100 მი­ლი­ო­ნი ლა­რიც კი არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი ამ ზა­რა­ლის­თვის, თუმ­ცა ყო­ველ მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე, როცა და­ზუს­ტე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი და შე­ფა­სე­ბე­ბი გვექ­ნე­ბა, შე­საძ­ლოა, ამ ზა­რა­ლის მო­ცუ­ლო­ბამ მო­ი­მა­ტოს", - აღ­ნიშ­ნა ხა­დურ­მა.

მი­სი­ვე თქმით, აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა დო­ნორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან. მა­გა­ლი­თად, ევ­რო­კავ­ში­რი მზად არის 3 მი­ლი­ო­ნი ევრო გა­მო­ყოს სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის. გარ­და ამი­სა, არის სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი. ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ იმის­თვის, რათა მო­ვი­ზი­დოთ და­ფი­ნან­სე­ბა, მათ შო­რის, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს გრან­ტე­ბი, შე­იძ­ლე­ბა იყოს იაფი რე­სურ­სი", - გა­ნა­ცხა­და ხა­დურ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს კონ­კრე­ტუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, რო­გორც მსოფ­ლიო ბან­კის­გან, ისე აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის­გან.

"ამ ეტაპ­ზე ჩვენ გვაქვს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი მზად არის 11 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის პრე­ლო­კა­ცია გა­ა­კე­თოს სა­ქარ­თვლო­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ერთ-ერთი პრო­ექ­ტი­დან. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი არ შე­ჩერ­დე­ბა, ის გაგ­რძელ­დე­ბა. ჩვენ შე­იძ­ლე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის მეშ­ვე­ო­ბით თბი­ლის­ში და­ვი­წყოთ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და ამა­სო­ბა­ში სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი მზად არის, და­მა­ტე­ბით 57 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის შე­ღა­ვა­თი­ან ფი­ნან­სურ რე­სურ­სზე აწარ­მო­ოს მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რაც ასე­ვე მოხ­მარ­დე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­დგე­ნას. მსოფ­ლიო ბან­კი, USAID სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ასე­ვე მზად არი­ან აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა მი­ი­ღონ ვე­რეს ხე­ო­ბის გე­ო­ლო­გი­ურ კვლე­ვა­ში. დღეს გავ­რცელ­და აშშ-ის სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა, რომ ისი­ნი მზად არი­ან რო­გორც გე­ო­ლო­გი­ა­ში დაგ­ვეხ­მა­რონ, ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ზო­ო­პარ­კის ახა­ლი ტე­რი­ტო­რი­ის შერ­ჩე­ვა­ში და დაგ­ვეხ­მა­რონ მშე­ნებ­ლო­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და ხა­დურ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას და­ა­ტყამს თუ არა ეს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს, ხა­დუ­რის თქმით, ეკო­ნო­მი­კის­თვის რთუ­ლია ასე­თი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბის გა­და­ტა­ნა, თუმ­ცა "ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მზად არის, რომ მო­ი­ზი­დოს და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სე­ბი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს შე­და­რე­ბით გა­უ­მარ­ტი­ვებს აღ­ნიშ­ნულ სტი­ქი­ას­თან ბრძო­ლას".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სულ რა თანხაა მობილიზებული სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ხადურის კომენტარი

სულ რა თანხაა მობილიზებული სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ხადურის კომენტარი

ამ ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, კერძო სტრუქტურებიდან კი მობილიზებულია 7.5 მილიონი ლარი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 100 მილიონი ლარიც კი არ იქნება საკმარისი ამ ზარალისთვის, თუმცა ყოველ მომდევნო ეტაპზე, როცა დაზუსტებული პროცესები და შეფასებები გვექნება, შესაძლოა, ამ ზარალის მოცულობამ მოიმატოს", - აღნიშნა ხადურმა.

მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დონორ ორგანიზაციებთან. მაგალითად, ევროკავშირი მზად არის 3 მილიონი ევრო გამოყოს სახლების მშენებლობისთვის. გარდა ამისა, არის სხვა მიმართულებები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რათა მოვიზიდოთ დაფინანსება, მათ შორის, ეს შეიძლება იყოს გრანტები, შეიძლება იყოს იაფი რესურსი", - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს კონკრეტული შემოთავაზებები, როგორც მსოფლიო ბანკისგან, ისე აზიის განვითარების ბანკისგან.

"ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს შემოთავაზება, რომ აზიის განვითარების ბანკი მზად არის 11 მილიონი დოლარის პრელოკაცია გააკეთოს საქართვლოში განსახორციელებელი ერთ-ერთი პროექტიდან. აღნიშნული პროექტი არ შეჩერდება, ის გაგრძელდება. ჩვენ შეიძლება მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით თბილისში დავიწყოთ რეაბილიტაცია და ამასობაში სამი თვის განმავლობაში აზიის განვითარების ბანკი მზად არის, დამატებით 57 მილიონი დოლარის შეღავათიან ფინანსურ რესურსზე აწარმოოს მოლაპარაკება, რაც ასევე მოხმარდება დედაქალაქის ინფრასტრუქტურის აღდგენას. მსოფლიო ბანკი, USAID სხვა ორგანიზაციები ასევე მზად არიან აქტიური მონაწილეობაა მიიღონ ვერეს ხეობის გეოლოგიურ კვლევაში. დღეს გავრცელდა აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომ ისინი მზად არიან როგორც გეოლოგიაში დაგვეხმარონ, ასევე მონაწილეობა მიიღონ ზოოპარკის ახალი ტერიტორიის შერჩევაში და დაგვეხმარონ მშენებლობაში", - განაცხადა ხადურმა.

რაც შეეხება იმას დაატყამს თუ არა ეს სახელმწიფო ბიუჯეტს, ხადურის თქმით, ეკონომიკისთვის რთულია ასეთი სტიქიური უბედურებების გადატანა, თუმცა "ხელისუფლება მზად არის, რომ მოიზიდოს დამატებითი რესურსები, რომელიც სახელმწიფოს შედარებით გაუმარტივებს აღნიშნულ სტიქიასთან ბრძოლას".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია