სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვერეს ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემა დამონტაჟდება
ვერეს ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემა დამონტაჟდება

ვე­რეს ხე­ო­ბა­ში ად­რე­უ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მა და­მონ­ტაჟ­დე­ბა. რო­გორც თბი­ლი­სის ვიცე-მერ­მა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა ტვ"-ის გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, რომ ხე­ო­ბის მთელ სიგ­რძე­ზე რე­ა­გი­რე­ბა სწრა­ფად მოხ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბულ მა­გის­ტრალს, რო­გორც ვიცე-მერ­მა აღ­ნიშ­ნა, დღეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან თათ­ბი­რის დროს დას­მუ­ლი იყო სა­კი­თხი, რომ შემ­დე­გი 2-3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუ რო­გორ მო­იქ­ცნენ მა­გის­ტრა­ლურ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ჩვენ უნდა მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ. პი­რა­დად ჩემი გად­მო­სა­ხე­დია, რომ იყო თუ არ იყო ამ გზის მშე­ნებ­ლო­ბის დროს შეც­დო­მე­ბი დაშ­ვე­ბუ­ლი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, იყო ეს შეც­დო­მე­ბი დაშ­ვე­ბუ­ლი და ამას სა­ვა­რა­უ­დოდ, დიდი ალ­ბა­თო­ბით დას­კვნე­ბიც და­დებს და იტყვის, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ამ წუთ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­გის­ტრა­ლის აღ­დგე­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რად გა­ცი­ლე­ბით უფრო მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ის, რომ ჩვენ სა­ცო­ბე­ბი გვქონ­დეს ქა­ლაქ­ში სექ­ტემ­ბრის თვი­დან. ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ცო­ბებ­ში იდ­გეს და ქა­ლა­ქი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი გვქონ­დეს. მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბას და ყვე­ლა­ფერს სა­მუ­შაო ჯგუ­ფებ­ში და კო­მი­სი­ის დო­ნე­ზე მი­ვი­ღებთ. უმ­თავ­რე­სი ამის ზე­ვით არის სი­ცო­ცხლე, ადა­მი­ა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა და ამის­თვის უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთი კვი­რის მან­ძილ­ზე ად­რე­უ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მა დად­გე­ბა ხე­ო­ბა­ში, რო­მე­ლიც მოგ­ვცემს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ხე­ო­ბის მთელ სიგ­რძე­ზე სწრა­ფად მოხ­დეს რე­ა­გი­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ქუმ­სიშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, ქუმ­სიშ­ვი­ლის თქმით, თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი მდი­ნა­რე­ე­ბის ბუ­ნე­ბის შეს­წავ­ლა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

რო­გორც ვიცე-მერ­მა აღ­ნიშ­ნა, მდი­ნა­რის ჭა­ლებ­ში მშე­ნებ­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ამ წუ­თის მდგო­მა­რე­ო­ბით, ერთი ნე­ბარ­თვაა გა­ცე­მუ­ლი და მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მეტი ნე­ბარ­თვა გა­ცე­მუ­ლი არ არის.

"ჩვენ და­მო­უ­კი­დებ­ლად მოგ­ვი­წევს ამ კომ­პა­ნი­ას­თან სა­უ­ბა­რი და მა­თაც უნდა მი­ი­ღონ გარ­კვე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. გა­ნი­ხი­ლე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმი­სა, რომ გაჩ­ნდეს კი­დევ ახა­ლი ზონა. არ­სე­ბობს ლან­დშაფ­ტურ-რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზონა, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-საქ­მი­ა­ნი ზონა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, სა­მე­წარ­მეო ზონა. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცვე­ლი ზონა გა­ვა­ჩი­ნოთ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში და ამა­ზე მუ­შა­ო­ბა უკვე და­ვი­წყეთ. გავა თუ არა ეს ბო­ლომ­დე, მე ეს არ ვიცი, მაგ­რამ იდე­ის დონ­ზე ეს დაძ­რუ­ლია და ვფიქ­რობთ, რომ რა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ბუ­ნე­ბამ გვაჩ­ვე­ნა, რომ ეს არის სა­ში­ში, მას უნდა მი­ე­ნი­ჭოს ეს ზონა და ყვე­ლამ იცო­დეს, რომ იქ ცხოვ­რე­ბა არის ასე­თი. იქ­ნე­ბა სკვე­რი. დღი­სი­თაც და­ვა­ყე­ნებთ ად­რე­უ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მას და თუ რამე მოხ­და, დღი­სი­თაც გა­ვიყ­ვანთ იქი­დან ხალ­ხს", - გა­ნა­ცხა­და ქუმ­სიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, თბი­ლის­ში ბევ­რი სხვა მდი­ნა­რე­ცაა, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა მათ­გა­ნი ღვარ­ცო­ფი­ა­ნია და კო­მი­სი­ის ფარ­გლებ­ში მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ამ მდი­ნა­რე­ე­ბის ბუ­ნე­ბის შეს­წავ­ლა მოხ­დეს.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს პრობ­ლე­მა შეგ­ვექ­მნა ვე­რეს ხე­ო­ბა­ში, გვქონ­და პრობ­ლე­მა გლ­და­ნუ­ლა­ზე, დიღ­მუ­ლა­ზე. ესე­ნი თა­ვი­ან­თი ბუ­ნე­ბით მთის მდი­ნა­რე­ე­ბია და შე­სა­ბა­მი­სად, მათ სჭირ­დე­ბათ გაფრ­თხი­ლე­ბა, რად­გან ძა­ლი­ან სწრა­ფად კრებს წვი­მის წყალს და შე­სა­ბა­მი­სად, მერე ერ­თობ­ლი­ვად ჩა­მო­აქვს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობთ, რომ მათი ბუ­ნე­ბა იქ­ნე­ბა შე­სა­წავ­ლი­ლი და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ღე­ბუ­ლია", - გა­ნა­ცხა­და ქუმ­სიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვერეს ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემა დამონტაჟდება

ვერეს ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემა დამონტაჟდება

ვერეს ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემა დამონტაჟდება. როგორც თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა, აღნიშნული სისტემა იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ხეობის მთელ სიგრძეზე რეაგირება სწრაფად მოხდეს.

რაც შეეხება სტიქიის შედეგად დაზიანებულ მაგისტრალს, როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, დღეს პრემიერ-მინისტრთან თათბირის დროს დასმული იყო საკითხი, რომ შემდეგი 2-3 დღის განმავლობაში უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, თუ როგორ მოიქცნენ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით.

"ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, როგორ უნდა მოვიქცეთ. პირადად ჩემი გადმოსახედია, რომ იყო თუ არ იყო ამ გზის მშენებლობის დროს შეცდომები დაშვებული, დიდი ალბათობით, იყო ეს შეცდომები დაშვებული და ამას სავარაუდოდ, დიდი ალბათობით დასკვნებიც დადებს და იტყვის, ამის მიუხედავად, ამ წუთში აღნიშნული მაგისტრალის აღდგენა ეკონომიკურად გაცილებით უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ის, რომ ჩვენ საცობები გვქონდეს ქალაქში სექტემბრის თვიდან. ჩვენი მოსახლეობა საათების განმავლობაში საცობებში იდგეს და ქალაქი პარალიზებული გვქონდეს. მიზანშეწონილობას და ყველაფერს სამუშაო ჯგუფებში და კომისიის დონეზე მივიღებთ. უმთავრესი ამის ზევით არის სიცოცხლე, ადამიანის უსაფრთხოება და ამისთვის უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, ერთი კვირის მანძილზე ადრეული შეტყობინების სისტემა დადგება ხეობაში, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ხეობის მთელ სიგრძეზე სწრაფად მოხდეს რეაგირება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

გარდა ამისა, ქუმსიშვილის თქმით, თბილისში არსებული მდინარეების ბუნების შესწავლა განხორციელდება.

როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, მდინარის ჭალებში მშენებლობა არ შეიძლება. მისივე თქმით, ამ წუთის მდგომარეობით, ერთი ნებართვაა გაცემული და მშენებლობა მიმდინარეობს, მეტი ნებართვა გაცემული არ არის.

"ჩვენ დამოუკიდებლად მოგვიწევს ამ კომპანიასთან საუბარი და მათაც უნდა მიიღონ გარკვეული გადაწყვეტილებები. განიხილება შესაძლებლობა იმისა, რომ გაჩნდეს კიდევ ახალი ზონა. არსებობს ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონა, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, საცხოვრებელი, სამეწარმეო ზონა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაღალი რისკის შემცველი ზონა გავაჩინოთ კანონმდებლობაში და ამაზე მუშაობა უკვე დავიწყეთ. გავა თუ არა ეს ბოლომდე, მე ეს არ ვიცი, მაგრამ იდეის დონზე ეს დაძრულია და ვფიქრობთ, რომ რა მიმართულებითაც ბუნებამ გვაჩვენა, რომ ეს არის საშიში, მას უნდა მიენიჭოს ეს ზონა და ყველამ იცოდეს, რომ იქ ცხოვრება არის ასეთი. იქნება სკვერი. დღისითაც დავაყენებთ ადრეული შეტყობინების სისტემას და თუ რამე მოხდა, დღისითაც გავიყვანთ იქიდან ხალხს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, თბილისში ბევრი სხვა მდინარეცაა, პრაქტიკულად, ყველა მათგანი ღვარცოფიანია და კომისიის ფარგლებში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ მდინარეების ბუნების შესწავლა მოხდეს.

"მიუხედავად იმისა, რომ დღეს პრობლემა შეგვექმნა ვერეს ხეობაში, გვქონდა პრობლემა გლდანულაზე, დიღმულაზე. ესენი თავიანთი ბუნებით მთის მდინარეებია და შესაბამისად, მათ სჭირდებათ გაფრთხილება, რადგან ძალიან სწრაფად კრებს წვიმის წყალს და შესაბამისად, მერე ერთობლივად ჩამოაქვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მათი ბუნება იქნება შესაწავლილი და ამ მიმართულებით გადაწყვეტილებები მიღებულია", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია