სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ადგილები თბილისში, სადაც ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვის გამო, კრიზისების მართვის საბჭო გადაადგილებისგან თავშეკავებას გვირჩევს
ადგილები თბილისში, სადაც ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვის გამო, კრიზისების მართვის საბჭო გადაადგილებისგან თავშეკავებას გვირჩევს

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭო მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, გა­მო­ი­ჩი­ნონ სიფრ­თხი­ლე და თავი შე­ი­კა­ვონ ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მის, კუს ტბის და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან.

კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭო­ში ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვე­ფხვის ფო­ტოს გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ.

"ფო­ტო­მა­სა­ლა­ზე დაყ­რდნო­ბით სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მხრი­დან გა­მო­ით­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­საძ­ლოა იყოს კა­ტი­სებრთა ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ცხო­ვე­ლი. ამ­ჟა­მად, ტარ­დე­ბა სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. და­გე­ბუ­ლია ფოტო მა­ხე­ე­ბი და ხორ­ცი­ელ­დე­ბა ტე­რი­ტო­რი­ის სის­ტე­მა­ტი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი. კვლავ მო­ვუ­წო­დებთ მო­სახ­ლე­ო­ბას, გა­მო­ი­ჩი­ნონ სიფრ­თხი­ლე და თავი შე­ი­კა­ვონ ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მის, კუს ტბის და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან", - აცხა­დე­ბენ კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭო­ში.

მა­თი­ვე ინფრო­მა­ცი­ით, 19 ივ­ნისს ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ქა­ლაქ­ში მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლის და­ფიქ­სი­რე­ბის შე­სა­ხებ 112-ში შე­ვი­და 47 შე­ტყო­ბი­ნე­ბა. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ და­ე­მა­ტა რამ­დე­ნი­მე შე­ტყო­ბი­ნე­ბა. თუმ­ცა არც ერთი მათ­გა­ნი არ და­დას­ტურ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და მე­რი­ის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს დახ­მა­რე­ბას უწე­ვენ მო­ნა­დი­რე­თა ჯგუ­ფე­ბი. მათ მიერ შე­მოწ­მდა კუს ტბის, ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მის და სვა­ნი­ძის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, სა­დაც რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქის გან­ცხა­დე­ბით იმ­ყო­ფე­ბო­და და­კარ­გუ­ლი ვე­ფხვი.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა სა­მუ­შა­ო­ებს და გა­ტა­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს: "მზი­უ­რის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებ­ში, შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებ­თან ერ­თად, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მო­ხა­ლი­სე­ე­ბიც. მათ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ახ­დე­ნენ მე­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ხა­ლი­სე­ებს უტა­რე­ბენ ინ­სტრუქ­ტაჟს უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რიგ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა. თუმ­ცა ჯერ კი­დევ არის პრობ­ლე­მა მო­ხა­ლი­სე­თა მხრი­დან მოკ­ლე შარ­ვლე­ბი­თა (შორ­ტე­ბით) და მოკ­ლემკლა­ვი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბით მის­ვლის გამო. ასეთ მო­ხა­ლი­სე­ებს ეძ­ლე­ვათ მი­თი­თე­ბა სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ და­უტ­ბო­რავ ად­გი­ლებ­ში.

მაშ­ვე­ლე­ბი და მო­ხა­ლი­სე­ე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი არი­ან საკ­ვე­ბით და სას­მე­ლი წყლით. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად.

წყნე­თის ქუ­ჩა­ზე მი­წის მა­სის ჩა­მოშ­ლის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო არხი შე­კეთ­და სა­ქარ­თვე­ლოს წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის მიერ და ამ­ჟა­მად კედ­ლე­ბი­დან გა­მო­მა­ვა­ლი წყლის ნა­კა­დე­ბი საფრ­თხეს აღარ უქ­მნის ად­გილ­ზე მო­წყო­ბილ დამ­ბას. საპ­რო­ექ­ტო სამ­სა­ხუ­რის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლია ბე­ტო­ნის დამ­ცა­ვი კედ­ლის პრო­ექ­ტის და­მუ­შა­ვე­ბა. უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში და­ი­წყე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლის შე­მო­ტა­ნა და მშე­ნებ­ლო­ბის­თვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა.

"ლა­გუ­ნა ვე­რეს" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სრულ­დე­ბა წყლის ამო­ტუმბვა, რის შემ­დე­გაც და­ი­წყე­ბა გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე დას­რულ­და ძაღ­ლე­ბის თავ­შე­საფ­რის გაწ­მენ­და და­ხო­ცი­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ლე­შის­გან.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით, სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა და უგზო-უკვლოთ და­კარ­გულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ამ დრო­ის­თვის უც­ვლე­ლია- და­ღუ­პუ­ლია 19, ხოლო უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა 3 ადა­მი­ა­ნი.

სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ერთი პა­ცი­ენ­ტი გა­ე­წე­რა სა­ვად­მყო­ფო­დან და ამ­ჟა­მად სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კებ­ში რჩე­ბა მხო­ლოდ ხუთი პა­ცი­ენ­ტი. ყვე­ლა მათ­გა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ადგილები თბილისში, სადაც ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვის გამო, კრიზისების მართვის საბჭო გადაადგილებისგან თავშეკავებას გვირჩევს

ადგილები თბილისში, სადაც ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვის გამო, კრიზისების მართვის საბჭო გადაადგილებისგან თავშეკავებას გვირჩევს

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ეთნოგრაფიული მუზეუმის, კუს ტბის და მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისგან.

კრიზისების მართვის საბჭოში ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვეფხვის ფოტოს გამოეხმაურნენ.

"ფოტომასალაზე დაყრდნობით სპეციალისტების მხრიდან გამოითქვა ვარაუდი, რომ ტერიტორიაზე შესაძლოა იყოს კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ცხოველი. ამჟამად, ტარდება საძიებო სამუშაოები ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაგებულია ფოტო მახეები და ხორციელდება ტერიტორიის სისტემატიური მონიტორინგი. კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ეთნოგრაფიული მუზეუმის, კუს ტბის და მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისგან", - აცხადებენ კრიზისების მართვის საბჭოში.

მათივე ინფრომაციით, 19 ივნისს ღამის განმავლობაში ქალაქში მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ 112-ში შევიდა 47 შეტყობინება. დღის განმავლობაში კიდევ დაემატა რამდენიმე შეტყობინება. თუმცა არც ერთი მათგანი არ დადასტურდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და მერიის შესაბამის სამსახურებს დახმარებას უწევენ მონადირეთა ჯგუფები. მათ მიერ შემოწმდა კუს ტბის, ეთნოგრაფიული მუზეუმის და სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიები, სადაც რამდენიმე მოქალაქის განცხადებით იმყოფებოდა დაკარგული ვეფხვი.

რაც შეეხება სხვა სამუშაოებს და გატარებულ ღონისძიებებს: "მზიურის" ტერიტორიაზე ინტენსიურად მიმდინარე სამუშაოებში, შესაბამის სამსახურებთან ერთად, მონაწილეობენ მოხალისეებიც. მათ კოორდინაციას ახდენენ მერის წარმომადგენლები, რომლებიც მოხალისეებს უტარებენ ინსტრუქტაჟს უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით. რიგდება შესაბამისი აღჭურვილობა. თუმცა ჯერ კიდევ არის პრობლემა მოხალისეთა მხრიდან მოკლე შარვლებითა (შორტებით) და მოკლემკლავიანი მაისურებით მისვლის გამო. ასეთ მოხალისეებს ეძლევათ მითითება სამუშაოები განახორციელონ დაუტბორავ ადგილებში.

მაშველები და მოხალისეები უზრუნველყოფილი არიან საკვებით და სასმელი წყლით. ტერიტორიაზე განთავსებულია სამედიცინო პუნქტები საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოსაჩენად.

წყნეთის ქუჩაზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად დაზიანებული საკანალიზაციო არხი შეკეთდა საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის მიერ და ამჟამად კედლებიდან გამომავალი წყლის ნაკადები საფრთხეს აღარ უქმნის ადგილზე მოწყობილ დამბას. საპროექტო სამსახურის მიერ დასრულებულია ბეტონის დამცავი კედლის პროექტის დამუშავება. უახლოეს საათებში დაიწყება შესაბამისი სამშენებლო მასალის შემოტანა და მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება.

"ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე სრულდება წყლის ამოტუმბვა, რის შემდეგაც დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

სვანიძის ქუჩაზე დასრულდა ძაღლების თავშესაფრის გაწმენდა დახოცილი ცხოველების ლეშისგან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა და უგზო-უკვლოთ დაკარგულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცვლელია- დაღუპულია 19, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი.

სტიქიის შედეგად დაზარალებული ერთი პაციენტი გაეწერა სავადმყოფოდან და ამჟამად სხვადასხვა კლინიკებში რჩება მხოლოდ ხუთი პაციენტი. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია